ფორმა, შეფუთვა: გრანულები შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად: პაკეტში, შეფუთვაში 28 ც
შემადგენლობა - 1 პაკ. შეიცავს 2გ სტრონციუმის რანელატს.
დახმარე ნივთიერებები: ასპარტამი (E951), მალტოდექსტრინი, მანიტოლი (E421).
მწარმოებელი - საფრანგეთი Les Laboratoires SERVIER,
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოსტეოპოროზის სამკურნალო საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ადამიანის ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისა და დაშლის პროცესი. ოსტეოპოროზის დროს, ადგილი აქვს დაშლის პროცესების დაჩქარებას, შედეგად ძვლოვანი ქსოვილის მოცულობა მცირდება და ძვლები ხდება უფრო თხელი და მყიფე. ოსტეოპოროზი უფრო ხშირად გვხვდება ქალებში მენოპაუზის დროს (ცვლილებები ორგანიზმში). ხშირად ოსტეოპოროზი მიმდინარეობს უსიმპტომოდ, მიუხედავად ამისა ოსტეოპოროზის დროს იზრდება მოტეხილობების რისკი, განსაკუთრებით მალთა სხეულების, ბარძაყის ყელის და მაჯის.
ბივალოსის მოქმედების მექანიზმი:
ბივალოსი მიეკუთვნება სამედიცინო პრეპარატების ჯგუფს, რომელიც გამოიყენება ძვლოვანი დაავადებების სამკურნალოდ ძვლების მოტეხილობების შემცირებისაკენ და ძვლოვანი ქსოვილის აღდგენის სტიმულაციისაკენ, რაც ამცირებს მოტეხილობების რისკს. ახლად წარმოქმნილი ძვლოვანი ქსოვილი შეესაბამება ნორმას.
ჩვენება - ბივალოსი არაჰორმონალური სამკურნალო პრეპარატია და განკუთვნილია ქალებისათვის პოსტმენოპაუზის დროს. ბივალოსი ამცირებს ხერხემლის და მენჯის ძვლის მოტეხილობების რისკს.
დოზირებისა და მიღების რეჟიმი ბივალოსის მიღების დროს ყოველთვის საჭიროა ექიმის დანიშნულების დაცვა. თუ პაციენტს ეჭვი ეპარება პრეპარატის მიღების სისწორეში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ბივალოსი განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის.
რეკომენდებული დოზა: ერთი პაკეტი (2 გ) დღე-ღამეში.
ბივალოსის მიღება რეკომენდებულია ძილის წინ. ჰორიზონტალური მდგომარეობის მიღება შეიძლება პრეპარატის მიღებისთანავე. ბივალოსი აუცილებელია მივიღოთ სუსპენზიის სახით, რომლის მისაღებად საჭიროა ერთ პაკეტში არსებული ფხვნილი გაიხსნას ერთ ჭიქა წყალში. იმასთან დაკავშირებით, რომ ბივალოსი შედის რეაქციაში რძესთან და რძის პროდუქტებთან, პრეპარატის ეფექტური მოქმედებისათვის საჭიროა, რომ იგი გაიხსნას მხოლოდ წყალში.
სუსპენზია მზადდება შემდეგნაირად: ჩაყარეთ პაკეტში მოთავსებული ფხვნილი ჭიქაში; დაამატეთ წყალი; ურიეთ სრულ გახსნამდე.
სუსპენზია მიიღება მომზადებისთანავე. თუ რამე მიზეზის გამო ამის შესაძლებლობა არ არის, მიღების წინ ადრე მომზადებული სუსპენზია კარგად უნდა ავურიოთ. არასოდეს დატოვოთ მომზადებული სუსპენზია 24 საათზე მეტ ხანს. თქვენმა ექიმმა, ბივალოსის მიღებასთან ერთად, შესაძლოა დანიშნოს დანამატების მიღება, რომლებიც შეიცავენ კალციუმს და D ვიტამინს. არ არის რეკომენდებული ძილის წინ ბივალოსთან ერთად კალციუმის შემცველი დანამატების მიღება.
ბივალოსის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. ჩვეულებრივ, ოსტეოპოროზის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. მნიშვნელოვანია ბივალოსის მიღება ექიმის მიერ დანიშნული მთელი პერიოდის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები: როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, ასევე ბივალოსმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
კლინიკური კვლევების დროს გამოვლენილ ყველაზე ხშირ გვერდით ეფექტს მიეკუთვნება: გულისრევა, დიარეა, თავისი ტკივილი, კანის გაღიზიანება. ისინი როგორც წესი სუსტად გამოხატულია, გააჩნიათ ხანმოკლე ხასიათი და ჩვეულებრივ, მკურნალობის შეწყვეტას არ საჭიროებენ. თუ რომელიმე მსგავსი მოვლენა შეგაწუხებთ ან დიდხანს გრძელდება, მიმართეთ ექიმს.
იშვიათად აღინიშნება მომატებული თრომბწარმოქმნა, გულის წასვლა, მეხსიერების დარღვევა, ძალიან იშვიათად ეპილეფსიური კრუნჩხვები.
პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ბივალოსს, ასევე აღნიშნავდნენ შემდეგ გვერდით ეფექტებს: ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, პირის ღრუს ლორწოვანის გაღიზიანება (წყლულები ლორწოვანზე და ღრძილების ანთება), ძვლების, კუნთების ან სახსრების ტკივილი, კუნთური კრამპები, ჰიპერმგრძნობელობის სინდრომები (ალერგიული რეაქციები, კანის გამონაყარი და ტემპერატურის მომატება), ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ენის და ყელის შეშუპება, გაძნელებული სუნთქვა და ყლაპვა).
არის ცნობები ძალიან სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების შესახებ. ამის გამო თუ პაციენტს განუვითარდა ანგიონევროზული შეშუპების სინდრომი, ან ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, საჭიროა ბივალოსის მიღების დაუყოვნებელი შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარების გამო მკურნალობის შეწყვეტას უნდა ჰქონდეს მუდმივი ხასიათი, დაუშვებელია ბივალოსის მიღება განმეორებით.
თუ გამოვლინდა გვერდითი მოვლენები ღებულობს სერიოზულ ხასიათს, ან ადგილი აქვს ისეთ გვერდით ეფექტებს, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა სტრონციუმის რანელატზე ან ბივალოსის რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა: პრეპარატი ბივალოსი განკუთვნილია ქალებისათვის პოსტმენოპაუზის პერიოდში. პრეპარატი არ უნდა იქნას მიღებული ორსულობის დროს. თუ პრეპარატი შემთხვევით იქნა მიღებული ორსულობის ფონზე, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატი ბივალოსი განკუთვნილია ქალებისათვის პოსტმენოპაუზის პერიოდში. მეძუძური დედები არ უნდა იღებდნენ პრეპარატს. თუ მეძუძური დედა შემთხვევით ღებულობს პრეპარატს, მან დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მისი მიღება და მიმართოს მკურნალ ექიმს.
განსაკუთრებული მითითებები: ბივალოსის მიღებამდე ექიმის კონსულტაცია საჭიროა შემდეგ შემთხვევებში: თირკმელის მძიმე დაავადება; თუ პაციენტი მკურნალობს ან მკურნალობდა თრომბოზს; პაციენტმა თუ საჭიროა, რომ დაიცვას წოლითი რეჟიმი ან ემზადება საოპერაციოდ. ვენების თრომბოზის რისკი (თრომბების გაჩენა ქვედა კიდურების სისხლძარღვებში) შეიძლება გაიზარდოს მწოლიარე მდგომარეობაში დიდი ხნით გაუნძრევლად ყოფნის დროს; ბივალოსი არ არის განკუთვნილი ბავშვების და მოზარდების სამკურნალოდ.
თუ მკურნალობის დროს გამოვლინდა ალერგიული რეაქცია (მაგალითად, სახის, ენის ან ხორხის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, კანის გამონაყარი), საჭიროა ბივალოსის მიღების დაუყოვნებელი შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარების გამო, მკურნალობის შეწყვეტას უნდა ჰქონდეს მუდმივი ხასიათი. არ შეიძლება ბივალოსის განმეორებითი მიღება.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვაზე: არ არებობს მონაცემები იმაზე, რომ ბივალოსი გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვაზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბივალოსში შემავალ ზოგიერთ ინგრედიენტზე: ბივალოსი შეიცავს ასპარტამს. თუ აღინიშნება ფენილკეტონურია (ნივთიერებათა ცვლის იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევა), პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
სიფრთხილის ზომები: არ შეიძლება წამლის ჩაშვება გამდინარე წყლებში ან კანალიზაციაში. ეს ზომები მიმართულია გარემოს დაცვისკენ.
ზედოზირება: დოზის შემთხვევითი გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. მათ, შესაძლოა, გირჩიონ აქტიური ნივთიერება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აბსორბციის შემცირების მიზნით, რძის ან ანტიაციდური პრეპარატების მიღება.
ბივალოსის მიღების დავიწყების დროს: პრეპარატის ერთი დოზის გამოტოვების შემთხვევაში, შემდგომი მიღებისას წამლის დოზის გაზრდა არ შეიძლება. პრეპარატი უნდა მივიღოთ, ჩვეულებრივი დოზით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: აუცილებელია, რომ პაციენტმა აცნობოს ექიმს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც ის ღებულობდა ან ღებულობს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს პრეპარატები გაიცემა ურეცეპტოდ.
თუ გამოიყენება კალციუმის შემცველი პრეპარატები მათი მიღებიდან ბივალოსის მიღებამდე შუალედი არ უნდა იყოს 2 საათზე ნაკლები.
თუ გამოიყენება ანტაციდური პრეპარატები. მათი მიღებიდან ბივალოსის მიღებამდე შუალედი არ უნდა იყოს 2 საათზე ნაკლები. თუ ეს შეუძლებელია, ორივე პრეპარატის ერთდროული მიღება დასაშვებია.
ბივალოსის მიღება უნდა შეწყდეს, თუ პაციენტმა პერორალურად უნდა მიიღოს ტეტრაციკლინები ან ქინოლონები. ბივალოსის მიღების აღდგენა შესაძლებელია ამ პრეპარატების მიღების კურსის დასრულებისთანავე.
თუ არსებობს ეჭვი პრეპარატის მიღების სისწორეში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ბივალოსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად: საკვები, რძე და რძის პროდუქტები ამცირებენ სტრონციუმის რანელატის აბსორბციას. რეკომენდებულია ბივალოსის მიღება საკვების მიღებებს შორის პერიოდში, სასურველია ძილის წინ, საკვების რძის, რძის პროდუქტების ან კალციუმის დანამატების მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.