მწარმოებელი: BIOPHARM
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰიალუნრონიდაზული პრეპარატი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ლიოფილიზირებული ფხვნილი: ამპულაში, შეფუთვაში 10 ც.
კომბინირებული პრეპარატი
ბილიდაზა – არის მიკრობული ჰიალურონიდაზის მაღალი სისუფთავის პრეპარატის სტერილური ლიოფილიზებული ფხვნილი ამპულებში .
გამოყენება :
ოპერაციის და დამწვრობის შემდგომ განვითარებული ჰიპერტროფიული და კოლოიდური ნაწიბურების , დერმატოგენური კონტრაქტურების , ანკილოზური ართრიტების და ლიმფო - ვენური უკმარისობის სამკურნალოდ ; მუცლის ღრუში , ქალის გენიტალურ ტრაქტში შეხორცებების და ჰემატომების გასაწოვად ; სამკურნალო ნივთიერებების შეღწევადობის გადიდებისთვის ; თვალის სხვადასხვა ნაწილებში სისხლჩაქცევების გასაწოვად , თვალის ბროლის შემღვრევის და საცრემლე გზების გაუვალობის სამკურნალოდ .
უკუჩვენება :
მწვავე ანთებითი პროცესები , ფილტვის ტუბერკულოზი .
გამოყენების წესი :
ამპულის შეგთავსი იხსნება 1 მლ საინექციო წყალში ან ნოვოკაინში და შეჰყავთ კუნთში ან კანქვეშ . მკურნალობის კურსი შეადგენს 10-15 ინექციას . თითო ამპულა ყოველდღე ან დღეგამოშვებით . პრეპარატი ასევე შეჰყავთ ელექტრო და ფონოფორეზის მეშვეობით .
გამოშვების ფორმა :
500 პ . ე . ჯამური აქტივობის პრეპარატი 2 მლ ნომინალური მოცულობის , ნეიტრალურ მინის ამპულებში . 10 ამპულა ქაღალდის ტიხრებიან მუყაოს კოლოფში , პოლიგრაფიულად გაფორმებული ეტიკეტ - ბანდეროლით .
შენახვის პირობები : ბნელ , გრილ ადგილას .
ვარგისიანობის ვადა : 2 წელი .
აფთიაქიდან გაცემის წესი:
რეცეპტით