დიაზეპამი 5მგ/მლ 20მლ პერორ/წვეთები

 

შემადგენლობა: დიაზეპამი 5 მგ/მლ წვეთები

დამხმარე ნივთიერებები: ეთილის სპირტი, გლიცერინი, საქარინი, პროპილენგლიკოლი, ფორთოხლის ხსნადი ესენცია, ლიმნის ხსნადი ესენცია, ერითროზინი (E127), გასუფთავებული წყალი. 

მოქმედების მექანიზმი:

დიაზეპამი-ბენზოდიაზეპინების ჯგუფის წარმომადგენელი ტრანკვილიზატორებიდან, გააჩნია ანქსიოლიზური, სედატიური, მიორელაქსაციური და ანტიკონვულსიური თვისებები.

ფარმაკოკინეტიკა:

დიაზეპამის წვეთები სწრაფად და სრულად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, შიგნით მიღებიდან სისხლში პიკურ კონცენტრაციას აღწევს 30-90 წთ-ის შემდეგ.

დიაზეპამის წვეთები გამოიყენება: ფსიქონევროზულ მდგომარეობასთან დაკავშირებული შფოთვის, აგზნების, დაძაბულობის და დროებითი სიტუაციური აშლილობის სიმპტომური მკურნალობისთვის; როგორც დამხმარე საშუალება შფოთვის კომპონენტით მიმდინარე ფსიქოლოგიური და ორგანული გადახრების მკურნალობაში. 

ოპერაციის წინ პრემედიკაციის სახით: მშფოთვარე და დაძაბულ პაციენტებში.

ანტიკონვულსური მოქმედება: ეპილეფსიური სტატუსის და სხვა კრუნჩხვითი

მდგომარეობების მკურნალობა (ტეტანუსის ჩათვლით).

გინეკოლოგია და მეანობა: ეკლამფსიის მკურნალობა, მშობიარობის გაადვილება ზოგიერთ, დიდი სიფრთხილით შერჩეულ შემთხვევაში

საშუალო დოზა მოზრდილი პაციენტებისათვის: 

2 მგ (2 მგ შეესაბამება 10 წვეთს) დღეში 2-3-ჯერ 5 მგ-მდე (5 მგ შეესაბამება 25 წვეთს) დღეში 1-2-ჯერ.

ხანდაზმული პაციენტები ან ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები 2 მგ 2-ჯერ დღეში (2 მგ არის 10 წვეთის ექვივალენტი).

აგზნების ჩივილების ჰოსპიტალური მკურნალობა: 10-20 მგ დღეში სამჯერ.

ბავშვები: 3 წლამდე, 1-6 მგ (5-30 წვეთი დღეში).

4-დან 14 წლამდე ასაკის პაციენტები, 4-12 მგ დღეში (20-60 წვეთი დღეში).

წვეთები უნდა განზავდეს წყალში ან სხვა სასმელში.

დიაზეპამი ABC 1 მგ შეესაბამება -5 წვეთს

დიაზეპამი ABC 2 მგ შეესაბამება -10 წვეთს

დიაზეპამი ABC 3 მგ შეესაბამება -15 წვეთს

დიაზეპამი ABC 4 მგ შეესაბამება- 20 წვეთს

დიაზეპამი ABC 5 მგ შეესაბამება -25 წვეთს

მკურნალობის ხანგრძლივობა:

მკურნალობის ხანგრძლივობა შეძლებისდაგვარად ხანმოკლე უნდა იყოს და

2-3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს დოზის თანდათანობით შემცირების პერიოდის ჩათვლით.

შეფუთვა: წვეთები 5მგ/მლ  ფლაკონში 20 მლ

ვარგისობის ვადა და შენახვის პირობები

EXP: ვარგისობის ვადა იხილეთ შეფუთვაზე.

ვარგისობის ვადა ვრცელდება დაუზიანებელ, გაუხსნელ შეფუთვაში სათანადოდ შენახულ პრეპარატზე. 

გაფრთხილება: არ გამოიყენება კოლოფზე დაბეჭდილი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის ვადა ფლაკონის პირველად გახსნის შემდეგ არის 3 თვე. ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი უნდა განადგურდეს.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია