ფორმა, შეფუთვა - კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.

შემადგენლობა - 1 კაფს. შეიცავს 40 მგ  Ginkgo bilobae-ს ფოთლების მშრალი სტანდარტიზირებული ექსტრაქტს (24% გინკგოს ჰეტეროზიდები (Ginkgo flavon glycosides) და 6% გინკოლიდ ბილობალიდები (Terpene lactones)).

მწარმოებელი - საქართველო  GMP

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისხლის მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებელი საშუალება. ანგიოპროტექტორი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ბილობა-რიცი მცენარეული წარმოშობის ვაზორეგულატორი ან ანტიოქსიდანტია. აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციას და ათვისების უნარს. ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები - ფლავონოიდური გლიკოზიდები, გინკგოლიდები და ბილობალიდები აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და მის რეოლოგიურ მახასიათებლებს, აფართოებენ სისხლძარღვებს, აფერხებენ თრომბოციტების აგრეგაციას. პრეპარატი ახდენს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას, ახასიათებს ქსოვილებზე ანტიჰიპოქსიური მოქმედება. აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ჟანგბადისა და გლუკოზის მიწოდებას. ასევე - კიდურებში სისხლის მიმოქცევას. აქვს გამოხატული შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება თავის ტვინსა და პერიფერიულ ქსოვილებზე. ეფექტურია თავბრუსხვევებისა და დიაბეტური რეტინო- და ანგიოპათიების დროს.

ჩვენება:

- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, რომელსაც ახლავს მეხსიერების, ყურადღებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, შიშის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, ძილის დარღვევა;

- ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის მოშლა, რომელსაც ახლავს ტკივილი სიარულის დროს. სიცივის შეგრძნება და პარესთეზიები.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი ინიშნება თითო კაფსულა დღეში სამჯერ ჭამის შემდეგ. მდგომარეობის გაუმჯობესება აღინიშნება ერთი თვის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობაა სამი თვე.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, თავის ტკივილი, კანზე გამონაყარი.

უკუჩვენება: პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, თუმცა დადგენილი არ არის ნაყოფზე მისი უარყოფითი გავლენა.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია