კალმავისი
გამოშვების ფორმა: სიროფი 150 მლ
შემადგენლობა:
5 მლ სიროფი შეიცავს:
მაგნიუმი (მაგნიუმის ციტრატი) – 30 მგ
L-ტრიპტოფანი - 50მგ
სამკურნალო გვირილას მშრალი ექსტრაქტი - 80 მგ
(Matricaria chamomilla)
სამკურნალო მელისას მშრალი ექსტრაქტი - 50 მგ
(Melissa officinalis)
წვრილფოთლიანი ცაცხვის მშრალი ექსტრაქტი - 20 მგ
(Tilia cordata)
აღწერა:
კომბინირებული სედატიური საშუალება რომელიც შედგება მაგნიუმის კომპლექსის, L-ტრიპტოფანის და სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტებისგან, ამცირებს შფოთვის, ფსიქიკური დაძაბულობის გამოვლინებებს, ხელს უწყობს სტრესის, გადაღლის და მომატებული გაღიზიანების შემცირებას, აღდგენს დარღვეულ ნერვულ სისტემას, უზრუნველყოფს კარგ განწყობას და ძილს.
მაგნიუმი ჩართულია მთელ რიგ მეტაბოლურ რეაქციებში, არეგულირებს ნერვული იმპულსის გადაცემას და კუნთების შეკუმშვას, ამცირებს ნერვული უჯრედის აღზნებადობას. მაგნიუმის საჭიროება იზრდება სტრესის და დატვირთვის დროს. მაგნიუმის დეფიციტი იწვევს ნერვიულობას, გაღიზიანებას, ძილის დარღვევას, კრუნჩხვებს, კუჭ-ნაწლავის სპაზმებს და ტაქიკარდიას.
L-ტრიპტოფანი არის საკვების შეუცვლელი ამინო მჟავა რომელიც მდიდარია ცილებით. ის მონაწილეობს ნიკოტინმჟავას (ვიტამინი PP) და სეროტონინის სინთეზში, აუცილებელია ნერვული სისტემის ისეთი რეაქციების რეგულირებისათვის, როგორიცაა შფოთვა, აშლილობა, აგრესია, იმპულსური ქცევა, ფსიქოლოგიური ძილის ციკლის კონტროლი.
L-ტრიპტოფანი არეგულირებს ფსიქოემოციურ გამოვლინებებს და საერთო კეთილგანწყობას.
L-ტრიპტოფანი გამოიყენება ძილის დარღვევბის დროს, შიშის და სტრესის, მოსახსნელად, დისფორიის, პრემენსტრუალური სინდრომის სამკურნალოდ, აგრეთვე როგორც კომპლექსური თერაპიის ნაწილი ალკოჰოლ, იპიოიდ ან ბარბიტურატებ დამოკიდებული პაციენტების სამკურნალოდ, აბსტინენციის სინდრომის გამოვლენის შემცირების, ალკოჰოლით ინტოქსიკაციის და მენოპაუზასთან დაკავშირებული დეპრესიის სამკურნალოდ.
გვირილას, მელისას და ცაცხვის ექსტრატებს აქვს მსუბუქი სედატიური და ანტი-დეპრესანტული ეფექტი, მოქმედებს როგორც დამაშვიდებელი საშუალება და აუმჯობესებს ძილს.
ჩვენებები:
- მომატებული შფოთვა და გაღიზიანება.
- მუდმივი გონებრივი დაძაბულობა და გადაღლა (ეგრეთწოდებული „მენეჯერის სინდრომი“).
- ძილის დაღვევა, უძილობა (მსუბუქი ფორმის).
- გუნება-განწყობის ცვალებადობა და ლაბილურობა.
- ასთენია, ნერვასთენია და სხვადასხვა წარმოშობის ვეგეტატური ნევროზი რომელსაც თან ახლავს ოფლიანობა, ტაქიკარდია, თავის ტკივილი და სხვა ფსიქოსომატური გამოვლინებები.
- სპასტიურობის მიმართ მგრძნობელობა (საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სპასტიურობა, სისხლძარღვთა სპაზმები, ვეგეტატიური ნევროზი).
- ემოციური და ფიზიკური ტრავმები.
- უმიზეზო შფოთვა, შიში, ნევროზული რეაქციები.
- კლიმაქტერული სინდრომით გამოწვეული ემოციური ლაბილურობა.
- თირეოტოქსიკოზის, ჰიპერთირეოზის, შაკიკის, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიის, კარდიონევროზის, კარდიონევროზის, კარდიალგიის კომპლექსური მკურნალობა;
- ბენზოდიაზეპინის მოხსნის სინდრომი
პედიატრიული გამოყენება:
- მაღალი ინტრაკრანიალური წნევა.
- ნევროზული მდგომარეობა სკოლამდელი ასაკის ბავშვებში.
- მსუბუქი ფორმის უძილობა ჩვილებში.
- ფსიქომოტორული აღგზნებადობა ბავშვებში.
გამოყენება და დოზირება:
მიიღეთ შეუადღით და/ან ძილის წინ. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ნალექსი გაჩენას ბუნებრივი ნივთიერებების გამოყენების გამო რაც არ მოქმედებს პროდუქტის ხარისხზე. ასეთ შემთხვევაში, გამოყენებამდე შეანჯღრიეთ პრეპარატი კარგად.
ბავშვები 0-დან 1 წლამდე:
½ ჩაის კოვზი (2.5 მლ) 2-ჯერ დღეში.
ბავშვები 1-დან 3 წლამდე:
1 ჩაის კოვზი (5 მლ) 2-ჯერ დღეში.
ბავშვები 3-დან 6 წლამდე:
1 ჩაის კოვზი (5 მლ) 2-3-ჯერ დღეში.
ბავშვები 6-დან 12 წლამდე:
2 ჩაის კოვზი (10 მლ) 2-ჯერ დღეში.
12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები და მოზრდილები:
1 სუფრის კოვზი (15 მლ) 2-ჯერ დღეში.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
უკუჩვენებები:
პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.
შენახვის ვადები და პირობები:
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
Perrery Farmaceutici S.r.l.,
კორსო სან ლორენცო 1, 37026 პესკანტინა, ვერონა, იტალია
www.perrery.it