Capricorn Life Sciences b.v, ნიდერლანდები-სთვის
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატია რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიდიარეული მოქმედება, აწესრიგებს ნაწლავის მიკროფლორას.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები: Saccharomyces boulardii 250მგ , matrikaria recutita (სააფთიაქო გვირილა) 100მგ;
თვისებები:
Saccharomyces boulardii -გააჩნია ანტიდიარეული, ანტიმიკრობული , ანტიტოქსიური მოქმედება, აძლიერებს იმუნურ სისტემას.
სააფთიაქო გვირილას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ასევე ეფექტურია ნაწლავის სპაზმის დროს, მეტეორიზმის და კუჭის აშლილობის დროს.
ბიონორმი®250 გამოიყენება შემდეგი პათოლოგიური მდგომარეობის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის
• მწვავე და ქრონიკული ინფექციური დიარეა;
• დიარეა, რომელიც გამოწვეულია ანტიბიოტიკების მიღებით;
• ნაწლავის დისბიოზი;
• გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
• ნაწლავის მეტეორიზმი და სპაზმი;
• მოგზაურის დიარეა.
გამოყენების მეთოდი:
პროფილაქტიკური დოზა:1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში;
დიარეის მკურნალობა: 1-2 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში;
საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდის 6 კაფსულამდე დღეში;
მწვავე დიარეის შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობამ შეიძლება შეადგინოს 3-5 დღე-ღამე;
დისბიოზის და ნაწლავის გაღიზიანების სინდრომის შემთხვევაში 10-14 დღე-ღამე.
გვერდითი მოქმედება:
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს არასასურველი შეგრძნება კუჭის არეში, რაც არ მოითხოვს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას.
უკუჩვენება:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა
ორსულობა და ლაქტაცია:
არ ჩატარებულა კლინიკური კვლევები პრეპარატ ბიონორმი® 250 –ის გამოყენებაზე ორსულობის და ლაქტაციის დროს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
გაცემის პირობები:
გაიცემა ურეცეპტოდ
ვარგისიანობის ვადა:
იხილეთ შეფუთვაზე
შენიშვნა:
თუ პრეპარატის მიღებიდან ორი დღის განმავლობაში კლინიკური სიმპტომები არ გაუმჯობესდა საჭიროა მიმართოთ ექიმს.