მწარმოებელი: DIFASS ს.ა. – იტალია

შემადგენლობადა გამოშვების ფორმა:

კაფსულები

პასიფლორას ექსტრაქტი …………….  190 მგ

მაგნოლიის ექსტრაქტი ………………… 25 მგ

უნაბის ექსტრაქტი ……………………..100 მგ

ბარამბოს ექსტრაქტი …………………. 100 მგ

მელატონინი ……………………………    5 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

მელატონინი – წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს, რომელიც აწესრიგებს ძილის ფაზებს, ხსნის უძილობას, აქვს სედატიური მოქმედება. მელატონინი ასევე ამაღლებს იმუნიტეტს. აქვს ნოოტროპული მოქმედება, აუმჯობესებს მეხსიერებას, კონცენტრაციის უნარს.

პასიფლორას (Passiflora incarnata) – აქვს დამამშვიდებელი, მსუბუქი საძილე, ასევე შფოთვის საწინააღმდეგო მოქმედება. ხსნის შინაგანი ორგანოების ნეიროგენული წარმოშობის სპაზმს.

მაგნოლია (Magnolia officinalis) –  აფართოებს სისხლძარღვებს და ამცირებს არტერიულ წნევას. გლუვ მუსკულატურაზე ახდენს სპაზმოლიზურ მოქმედებას.

ბარამბოს (Melissa officinalis)–  აქვს სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, სედატიური და ჰიპოტენზიური მოქმედება.

უნაბს (Zyzyphus) –  აქვს სუსტი შარდმდენი, ჰიპოტენზიური, სედატიური მოქმედება.

ჩვენება:

– ნევროზი, ნევრასთენია;

– უძილობა;

– ასთენონევროზული სინდრომი (ნერვული გადაძაბვა, გაღიზიანებადობა, ხელების ტრემორი);

– ქრონიკული სტრესი;

– ჰიპერტონული ტიპის ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია;

– პრედმენსტრუალური, კლიმაქტერული სინდრომი;

– გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;

– ქავილით მიმდინარე დერმატოზები.

გამოყენების წესი:

1-2 კაფსულა დღეში, დაძინებამდე 1 საათით ადრე.

უკუჩვენებები:

ჰიტონია, ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

შეინახეთ მშრალ და ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია