საერთაშორისო დასახელება:

Lactobacillus rhamnosus 573

მწარმოებელი: “Institute of Biotechnology, Sera and Vaccines BIOMED S.A.”, პოლონეთი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი;

გინეკოლოგიაში გამოყენებული  სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ვაგინალური კაფსულები

1 კაფსულა შეიცავს Lactobacillus rhamnosus 573 ლიოფილიზატს არა ნაკლებბ 108 კოლონია–წარმომაქმნელი ერთული.

დამხმარე ნივთიერებები;

ცხიმგამოცლილი რძის ფხვნილი, საქაროზა, ნატრიუმის L–გლუტამატი, კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, მანიტოლი, ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი.

აღწერა: მყარი, თეთრი ჟელატინისებრი კაფსულა, მოთეთრო–მოყავისფრო ფხვნილის შემცველობით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბიოსელაკი გამოდის ვაგინალური კაფსულების სახით, რომელიც შეიცავს რძემჟავა ბაქტერიებს, რომელიც შედის ჯანმრთელი ქალის საშოს ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობაში და უზრუნველყოფს პათოგენური მიკროორგანიზმებისგან დაცვას.

ვაგინალური ინფექციების ადგილობრივი და სისტემური მკურნალობა ანტიბიოტიკებით, სულფანილამიდებით, ჰორმონალური თერაპია, არასწორი ჰიგიენა არღვევს საშოს ბუნებრივ ფლორას, ამაღლებს დაავადების რეციდივის რისკს.

ბიოსელაკის თრაპიულ ეფექტს  განაპირობებს რძემჟავა ბაქტერიების, Lactobacillus rhamnosus 573, აქტიური შტამები, რომელიც ლიოფილიზილებულია რძიან–შაქრიან გადამტანზე, უშუალოდ საშოში და გამოვლინდება საშოს рН  სწრაფი დაქვეითებით 4,0–4,7–მდე, დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდისა და გამრავლების აქტიური დათრგუნვით, საკუთარი მიკროფლორის აღდგენით და საშოში ფიზიოლოგიური წონასწორობის დამყარებით.

in vitro კვლევებით დადგინდა Lactobacillus rhamnosus 573 გამძლეობა კო–ტრიმოქსაზოლის და მეტრონიდაზოლის მიმართ, ამიტომ ბიოსელაკი შეიძლება გამოყენებული იყოს იმ პრეპარატებით თერაპიისას, რომელთა შემადგენლობაში შედის ეს ნივთიერება.

ჩვენებები:

ბიოსელაკი გამოიყენება საშოს მიკროფლორის აღსადგენად და შესანარჩუნებლად შემდეგ შემთხვევებში:

  • სპეციფიკური და არასპეციფიკური ვაგინალური ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • ვაგინიტის კომპლექსური თერაპია და არასპეციფიკური ვაგინალური ინფექცია;
  • ვაგინიტის კომპლექსური თერაპია, მათ შორის ბაქტერიული ეთიოლოგიის;
  • ვულვოვაგინალური კანდიდოზის პროფილაქტიკა;
  • საშოს სხვადასხვა ეთიოლოგიის დისბიოზის პროფილაქტიკა;
  • სხვადასხვა ანტიბიოტიკების და პერორალური ან ვაგინალური კონტრაცეპტივების გამოყენება;
  • ადგილობრივი გინეკოლოგიური პროცედურების ჩატარებამდე;
  • როგორც პროფილაქტიკური საშუალება ტამპონების, ადგილობრივი კონტრაცეპტივების გამოყენებისას, არასაკმარისი ჰიგიენის დროს;
  • საშოსმიერი გამონადენის დროს.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

გვერდითი მოქმედება:

პრეპარატი ახასიათებს კარგი ამტნობა.

ერთულ შემთხვევებში შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციები (ქავილი, წვის შეგრძნება, საშოდან გამონადენის მომატება).

მიღების წესი და დოზირება:

ადგილობრივი გამოყენებისათვის (ინტრავაგინალურად)

აუცილებელია კაფსულის საშოში ღრმად შეყვანა, პირადი ჰიგიენის ყველა წესების დაცვით.

ბიოსელაკი გამოიყენება 1–2 კაფსულა დღე–ღამეში (ერთი დილით და ერთი საღამოთ ძილის წინ) 7–10 დღის მანძილზე.

აუცილებლობისას მკურნალობა მეორდება.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება საჭიროა მკურნალი ექიმის მითითებით.

ჭარბი დოზირება:

არ არის ცნობები.

დოზის გადაჭარბება პაციენტის მდგომარეობას არ უქმნის საფრთხეს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ბიოსელაკი არ შეიძლება გამოყენებული იქნას ერთდროულად ანტიბაქტერიალურ, ტრიხომონაციდულ ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან (მეტრონიდაზოლის და კო–ტრიმოქსაზოლის გარდა), ასევე მკურნალობის პერიოდში თავშეკავებაა საჭირო ვაგინალური გამორეცხვებისაგან ანტისეპტიური საშუალებებით, მათ შეუძლით პრეპარატის ეფექტურობის დაქვეითება.

განსაკუთრებული მითითებები:

იმუნური სისტემის სერიოზული დარღვევისას პრეპარატ ბიოსელაკის მიღება საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილით.

გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვაზე:

არ ახდენს გავლენას.

შენახვის პირობები:

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 2–80C ტემპერატურაზე (მაცივარში).

250C ტემპერატურაზე შენახვისას ვარგისიანობის ვადა შეადგენს 4 კვირას.

ვადა: 2 წელი წარმოებიდან.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია