ბიოსეპტი ბიოლოგიური პრეპარატია
შემადგენლობა:
თიოთოეული ტაბლეტი შეიცავს ინტესტიბაქტერიოფაგისა და Saccharomyces cerevisiae საფუარი უჯრედების ლიოფილურ ნარევს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატის კომპონენტი ინტესტიბაქტერიოფაგი ანადგურებს ნაწლავური ინფექციების გამომწვევ პათოგენურ მიკრობებს: შიგელებს, სალმონელებს, ნაწლავის ჩხირს, სტაფილოკოკებს, სტრეპტოკოკებს, ფსევდომონას, პროტეუსს. მეორე კომპონენტი – ცოცხალი საფუარის უჯრედები ანტიმიკრობული და ანტიტოქსიური მოქმედებისაა, ასტიმულირებს იმნოგლობულინის LG A სეკრეციას ნაწლავებში, რითაც ამაღლებს ორგანიზმის ანტიმიკრობულ სტატუსს, ასტიმულირებს B ჯგუფის ვიტამინების სინთეზსს ნაწლავებში.
პრეპარატი ხელს უშლის ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა პათოგენური და პირობით პათოგენური მიკრობების გავრცელებას, ანთებითი კერების წარმოქმნას, ზრდის ორგანიზმის არასპეციფიურ რეზისტენტობას, ასუფთავებს ორგანიზმს, ზრდის იმუნიტეტს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.
გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის:
- სხვადასხვა ნაწლავური ინფექციების: დიზენტერია, სალმონელოზი;
- მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტები;
- დიარეა;
- დისპეფსია;
მიიღება პერორალურად.
პრეპარატს გვერდითი მოვლენები არ აქვს.
უკუჩვენება:
არ მიიღება სოკოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად.
დოზირება:
დიდებისათვის – თითო ტაბლეტი 3–ჯერ დღეში.
ბავშვებისათვის – თითო ტაბლეტი 2–ჯერ ან 1–ჯერ დღეში.
გამოშვების ფორმა: 10 ტაბლეტი შეკვრაში.
მწარმოებელი: შ.პ.ს. :ბიოფარმიL“ , საქართველო.