მწარმოებელი: H. LUNDBECK, დანია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიფსიქოზური (ნეიროლეფსიური) საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 100 ც.
1 ტაბ.
ქლორპროტიქსენის ჰიდროქლორიდი .......... 5 მგ
1 ტაბ.
ქლორპროტიქსენის ჰიდროქლორიდი ........ 25 მგ
ტრუქსალი წარმოადგენს ნეიროლეფსიურ საშუალებას, რომელიც წარმოებულია თიოქსანტენისგან. გააჩნია ანტიფსიქოზური, გამოხატული სედატიური და ზომიერი ანტიდეპრესიული მოქმედება.
ფარმაკოდინამიკა. ტრუქსალის ანტიფსიქოზური მოქმედება უკავშირდება მის მაბლოკირებელ მოქმედებას დოფამინურ რეცეპტორებზე. ამ რეცეპტორების ბლოკირებასთან, ასევე დაკავშირებულია პრეპარატის ანტიემეტიური და ანალგეზიური თვისებები. ტრუქსალს შეუძლია მოახდინოს 5-HT2 – რეცეპტორების, a1 – ადრენორეცეპტორებისა და ასევე H1 – ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკირება, რითაც განისაზღვრება მისი ადრენომაბლოკირებელი, ჰიპოტენზიური და ანტიჰისტამინური თვისებები.
ქლორპროტიქსენის ბიო-შეღწევადობა პერორალური მეთოდით მიღებისას, შეადგენს დაახლოებით 12 %. ქლორპროტიქსენი ნაწლავებიდან სწრაფად აბსორბირდება, სისხლის შრატში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2 საათის შემდეგ. ნახევრად გამოყოფის პერიოდი კი საშუალოდ შეადგენს 16 საათს. ქლორპროტიქსენი აღწევს პლაცენტურ ბარიერში და მცირე რაოდენობით გამოიყოფა რძესთან ერთად. მეტაბოლიტებს არ გააჩნია ნეიროლეფსიური აქტიობა, გამოიყოფა განავალთან და შარდთან ერთად.
ტრუქსალი წარმოადგენს სედატიურ ნეიროლეფსიურს ჩვენების ფართო სპექტრით, რომელიც მოიცავს:
• ფსიქოზებს, შიზოფრენიისა და მანიაკალური მდგომარეობის ჩათვლით, რომლებსაც თან სდევს ფსიქომოტორული აგზნება, აჟიტაცია და მოუსვენრობა;
• აბსტინენტური ნაბახუსევი სინდრომი ალკოჰოლიზმისას და ნარკომანიისას;
• ჰიპერაქტიურობა, გაღიზიანებადობა, აგზნება, ხანდაზმულ პაციენტებში ცნობიერების დარღვევა;
• ბავშვებში ქცევის მოშლილობა;
• დეპრესიული მდგომარეობები, ნევროზები, ფსიქომოტორული მოშლილობები
• უძილობა
• ტკივილი (ანალგეტიკებთან კომბინაციაში).
ფსიქოზები, შიზოფრენიისა და მანიაკალური მდგომარეობების ჩათვლით. მკურნალობა იწყება პრეპარატის 50-100 მგ-ს დღეში დანიშვნით და დოზა ნელ-ნელა უნდა გაიზარდოს ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად, როგორც წესი 300 მგ-მდე დღეში. ცალკეულ შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 1200 მგ-მდე დღეში. შემანარჩუნებელი დოზა, როგორც წესი შეადგენს 100-200 მგ-ს დღეში. ტრუქსალის სადღეღამისო დოზა, როგორც წესი, იყოფა 2-3 მიღებაზე, ტრუქსალის გამოხატული სედატიური მოქმედების გათვალისწინებით, რეკომენდირებულია დაინიშნოს სადღეღემისო დოზის შედარებით მცირე ნაწილი დღის განმავლობაში, უფრო დიდი კი - საღამოს.
ალკოჰოლური აბსტინენტური სინდრომი ალკოჰოლიზმის და ნარკომანიის დროს.
სადღეღამისო დოზა, რომელიც იყოფა 2-3 მიღებაზე, შეადგენს 500 მგ-ს. მკურნალობის კურსი, როგორც წესი, შეადგენს 7 დღეს. აბსტინენტაციის გამოხატვის შეწყვეტის შემდეგ, დოზა ნელ-ნელა უნდა შემცირდეს. შემანარჩუნებელი დოზა, 15-45 მგ დღე-ღამეში, ახდენს მდგომარეობის სტაბილიზაციას, ამცირებს მომდევნო რეციდივის განვითარების საშიშროებას.
ხანდაზმულ პაციენტებში ჰიპერაქტიურობის, აგრესიულობის, აგზნებადობის, ცნობიერების დარღვევის შემთხვევაში ინიშნება 15-90 მგ დღე-ღამეში. სადღეღამისო დოზა, როგორც წესი, ნაწილდება 3 მიღებაზე.
ბავშვებში ქცევის დარღვევის კორექციისათვის ტრუქსალი ინიშნება შემდეგი გამოთვლით – 0,5 – 2 მგ წონის 1 კილოგრამზე.
დეპრესიული მდგომარეობები, ნევროზები, ფსიქოსომატიური მოშლილობები. ტრუქსალი შეიძლება გამოვიყენოთ დეპრესიებისას, განსაკუთრებით თუ მათ თან სდევს შფოთვა, როგორც ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას დანამატის სახით ამ დამოუკიდებლად. ტრუქსალი შეიძლება დაინიშნოს ნევროზებისა და ფსიქომოტორული დარღვევებისას, რომელთაც თან სდევს შფოთვა და დეპრესიული მოშლილობები 90 მგ-მდე დოზით დღეღამეში. სადღეღამისო დოზა, როგორც წესი იყოფა 2-3 მიღებაზე. რადგანაც ტრუქსალის მიღება არ იწვევს შეჩვევას ან წამლის მიმართ დამოკიდებულებას, შესაძლებელია მისი ხანგრძლივი გამოყენება.
უძილობა. საღამოს 1 საათით ძილამდე უნდა დაინიშნოს 15-30 მგ.
ტკივილები. ტრუქსალის თვისება მოახდინოს ანალგეტიკების მოქმედების პოტენცირება შეიძლება იყოს გამოყენებული პაციენტების მკურნალობისას, რომელთაც აწუხებთ ტკივილები. ამ შემთხვევაში, ტრუქსალი უნდა დაინიშნოს ანალგეტიკებთან კომპლექსში 15-დან 300 მგ-მდე დოზირებით.
ძილიანობა, ტაქიკარდია, სიმშრალე პირის ღრუში, გაძლიერებული ოფლიანობა ან აკომოდაციის დარღვევა. ეს გვერდითი მოვლენები, რომლებიც როგორც წესი, თავს იჩენენ თერაპიის დასაწყისში, ხშირად ქრება მისი ხანგრძლივობის შესაბამისად. შეიძლება ადგილი ჰქონდეს ორთოსტატურ ჰიპოტენზიას, განსაკუთრებით თუ ტრუქსალის გამოყენება დიდი დოზებით ხდება. თავბრუსხვევა, დისმენორეა, კანის ანთებები, ყაბზობა იშვიათად არის გამოვლენილი. განსაკუთრებით იშვიათია ექსტრაპირამიდული სიმპტომები. გამოვლენილია კრუნჩხვითი ზღურბლის შემცირების ცალკეული შემთხვევები, ტრანზიტული კეთილთვისებიანი ლეიკოპენიისა და ჰემოლიზური ანემიის განვითარება. ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდი დოზებით, გამოვლენილია: ქოლესტატური სიყვითლე, ტაქიკარდია, გალაქტორეა, გინეკომასტია, პოტენციისა და ლიბიდოს დაქვეითება, მადის გაზრდა, სხეულის წონის მომატება.
ცნს-ის ნებისმიერი წარმოშობის დათრგუნვა (მათ შორის ისეთის, რომელიც გამოწვეულია ალკოჰოლის, ბარბიტურატების ან ოპიატების მიღებით), კომატოზური მდგომარეობები, სისხლძარღვების კოლაფსი, სისხლწარმომქმნელი ორგანოების დაავადებები, ფეოქრომოციტომა.
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
შეძლებისდაგვარად, არ უნდა დაენიშნოს ორსულ ქალებს და ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში.
ტრუქსალი სიფრთხილით უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომელთაც აწუხებთ ეპილეფსია, პარკინსონიზმი, თავის ტვინის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზი, კოლაფსის მიმართ მიდრეკილება, გამოხატული გულის სისხლძარღვებისა და სასუნთქი გზების უკმარისობა, გამოხატული ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევები, შაქრიანი დიაბეტი, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია.
ტრუქსალით მკურნალობამ შეიძლება მოგვცეს ცრუ დადებითი შედეგები ორსულობაზე შარდის იმუნობიოლოგიური ტესტის ჩატარებისას, სისხლში ბილირუბინის დონის ცრუ მომატება, QT- ის ინტერვალის შეცვლა, მისი ელექტროკარდიოგრამით გაზომვისას.
ტრუქსალით მკურნალობისას რეკომენდირებულია თავი შევიკავოთ ალკოჰოლური სასმელებისგან, თავი უნდა ავარიდოთ გაზრდილ ინსოლაციას. პრეპარატ ტრუქსალის მიღება უარყოფით ეფექტს ავლენს საქმიანობაზე, რომელიც მოითხოვს ფსიქიკური და ფიზიკური რეაქციების დიდ სისწრაფეს (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალებების მართვა, სიმაღლეზე მუშაობა და ა.შ.)
სიმპტომები: ძილიანობა, ჰიპო- ან ჰიპერთერმია, არტერიული ჰიპოტენზია, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, კრუნჩხვები, შოკი, კომა.
მკურნალობა: სიმპტომატური და შემანარჩუნებელი. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს კუჭის გამორეცხვა, რეკომენდირებულია სორბენტის გამოყენება. უნდა იქნას გამოყენებული ზომები, რომლებიც მიმართული იქნება, სასუნთქი, გულისა და სისხლძარღვების სისტემის ფუნქციის შესანარჩუნებლად. არ არის სასურველი ადრენალინის გამოყენება, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის შემდგომი დაქვეითება. კრუნჩხვები შეიძლება გაქრეს დიაზეპამით, ექსტრაპირამიდული სიმპტომები კი ბიპერიდენით.
ნერვულ სისტემაზე ტრუქსალის დამრთგუნველი მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ეთანოლთან ერთად მიღებისას, ასევე ეთანოლის შემცველ პრეპარატებთან, საანესთეზიოებთან, ოპიოიდურ ანალგეტიკებთან, სედატიურ პრეპარატებთან, საძილე, ნეიროლეფსიურ საშუალებებთან ერთან მიღებისას. ქლორპროტიქსენის ანტიქოლინერგული მოქმედება ძლიერდება მასთან ერთად ანტიქოლინერგული, ანტიჰისტამინური და ანტიპარკინსონული საშუალებებით მკურნალობისას.
პრეპარატი აძლიერებს ჰიპოტენზიური საშუალებების მოქმედებას.
ქლორპროტიქსენისა და ადრენალინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული ჰიპოტენზია და ტაქიკარდია.
ქლორპროტიქსენის გამოყენება იწვევს კრუნჩხვითი აქტივობის შემცირებას, რაც მოითხოვს ანტიეპილეფსიური საშუალებების დოზის დამატებით კორექციას. ქლორპროტიქსენის თვისება მოახდინოს დოპამინური რეცეპტორების ბლოკირება, ამცირებს ლევოდოპის მოქმედების აქტიურობას.
ფენოთიაზინების, მეტოკლოპრამიდის, ჰალოპერიდოლის, რეზერპინის ერთდროული მიღებისას შესაძლებელია ექსტრაპირამიდული მოშლილობები.
სია “ბ”
ინახება ტემპერატურაზე არა უმეტეს 25 Co-ზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა: 25 და 50 მგ-იანი ტაბლეტები – 5 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მხოლოდ ექიმის რეცეპტით