ლეომენთი
Leomenthum
სიროფი
შემადგენლობა: შავბალახას სითხოვანი ექსტრატი- 20 მლ; პიტნის ნაყენი - 2,5 მლ; სორბინის მჟავა; ეთილის სპირტი 96%; სორბიტის სიროფი - 100 მლ-მდე;
პრეპარატი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთეროვან ზეთს, ფლავონოლურ გლიკოზიდებს (ქვერცეტინი, რუტინი, ქვინქველოზიდი), საპონინებს, ალკალოიდ ლეონურინს, მთრიმლავ ნივთიერებებს.
პრეპარატი არ შეიცავს შაქარს, დამზადებულია სორბიტზე!
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატს აქვს სედატიური, სპაზმოლიზური, ჰიპოტენზიური, კარდიოტონული, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიკონვულსიური მოქმედება. რეფლექსურად აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვებს, ხსნის შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმს.
ჩვენება: სხვადასხვა ფორმის ნევროზები, უძილობა, აღგზნებულობა, შიში, დაძაბულობა; ნეიროგენული არითმია; მეტეორიზმი, გულის რევის შეგრძნება, შეკრულობა.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში: თითო სუფრის კოვზი სიროფი 3-4-ჯერ დღეში;
ბავშვებში: 1 - დან 3 წლამდე 1/2 ჩაის კოვზი, 3-დან 6 წლამდე 1 ჩაის კოვზი, 6-დან 12 წლამდე 1 დესერტის კოვზი სიროფი 3-ჯერ დღეში.
გამოშვების ფორმა: 100მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ქილებში. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში პოლიეთილენის ამზომ ჭიქასთან ერთად;
ვარგისობის ვადა: 2 წელი;
შენახვა: 15-25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე.