კარნიმ® პლუსი კაფსულა

KARNIM® PLUS CAPSULE
 

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:

ერთი კაფსულა შეიცავს შემდეგი მცენარეების ექსტრაქტს:

Karela (მომორდიკა (Momordica charantia)) - 2.5 გ;

Neem (აზადირაქტა (Azadirachta indica)) - 0.2 გ;

Tulsi (ბაზილიკი (Ocimum sanctum)) - 0.1 გ; 

Kutki (პიკრორიზა (Picrorrhiza kurroa)) - 0.1 გ;

Sounth (კოჭა ( Zingiber officinale)) - 0.1 გ.

არააქტიური სუბსტანციები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, ჰიპრომელოზა, გუდუჩი (Tinospora cordifolia).

საღებავები: Quinoline Yellow, Brilliant Blue, Sunset Yellow.

წამლის ფორმა

მყარი ჟელატინის კაფსულა მცენარეების ექსტრაქტებით.

მოქმედების მექანიზმი

კარნიმ® პლუსი კაფსულა არის მცენარეული პრეპარატი, რომელიც შედგება ფარმაკოლოგიური მოქმედების მქონე სამკურნალო მცენარეებისაგან და რომელიც გამოიყენება მეტაბოლიზმის დარღვევების (როგორიცაა მეტაბოლური სინდრომი) ძირითადი გართულებების სამკურნალოდ.

თერაპიული ჩვენებები

გამოიყენება პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით მეტაბოლური დარღვევების გართულებების შესამცირებლად.

დოზირება: 1-2 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა სამედიცინო პროდუქტის რომელიმე აქტიური სუბსტანციის ან დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სპეციალური გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები

კარნიმ® პლუსი კაფსულას გამოყენების პერიოდში რეკომენდებულია მკაცრი დიეტის დაცვა და რეგულარული ვარჯიში.

ურთიერთქმედება სხვა პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმებით

ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ორსულობა და ლაქტაცია

კარნიმ® პლუსი კაფსულა შეზღუდვების   გარეშე    გამოიყენება   ორსულობის    და ლაქტაციის პერიოდში.

ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

კარნიმ® პლუს კაფსულას არ აქვს გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი ეფექტები

კლინიკურ დოზებში გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევები კლინიკურ პრაქტიკაში არ გამოვლენილა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.

მეტაბოლური დარღვევების მარეგულირებელი სხვა საშუალებები.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 36 თვე. არ გამოიყენოთ კოლოფზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა: 10 კაფსულა ალუ ბლისტერზე. 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

UNIJULES® LIFE SCIENCES LIMITED

უნიჯულს® ლაიფ საინსის ლტდ

სურვეი №338 (პ-38), MIDC-ის შემდეგ, კალმეშვარის ინდუსტრიული ზონა, დისტ. ნაგპური-441501, ინდოეთი

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია