საერთაშორისო დასახელება:
BORIC ACID
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტისეპტიკური საშუალება.
მოქმედი ნივთიერება:
ბორის მჟავა
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
მაზი გარეგანი მოხმარებისთვის, ფხვნილი გარეგანი მოხმარებისთვის, ხსნარი გარეგანი მოხმარებისთვის (სპირტიანი).
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ანტისეპტიური საშუალება, ახდენს აგრეთვე ინსექტიციდურ მოქმედებას (მათ შორის, პედიკულოზის საწინააღმდეგოს). ახდენს ცილების კოაგულაციას (მათ შორის ფერმენტულის), მიკრობული უჯრედების, არღვევს უჯრედული გაარსის შეღწევადობას. 5% წყალხსნარი თრგუნავს ფაგოციტოზის პროცესს, 2-4% ხსნარი ამუხრუჭებს ბაქტერიის ზრდას და განვითარებას. ახასიათებს გამაღიზიანებელი მოქმედება ლორწოვან გარსზე, გრანულაციურ ქსოვილზე. შეწოვისას ახდენს სისტემურ ტოქსიურ ეფექტს.
ჩვენებები:
კონიუნქტივიტი, ოტიტი, ეგზემა (მათ შორის, სველი), დერმატიტი, პიოდერმია, გამოყელვა, კოლპიტი, პედიკულეზი.
მიღების წესი და დოზირება:
გარეგანი.
– კონიუნკტივიტის დროს კონიუნქტივიალურ პარკს რეცხავენ 2% წყლიანი ხსნარით. კანის დაავადებებისას ამუშავებენ დაზიანებულ ზედაპირს ან იყენებენ აბაზანებს 3% ხსნარს ეთანოლით.
– მწვავე და ქრონიკული ოტიტის დროს აწვეთებენ 3–5 წვეთს ან ტურუნდის სახით შეყავთ გარეთ სასმენ მილში 2–3–ჯერ დღეში 0.5, 1, 2 და 3%. ხსნარი ეთანოლით.
– კოლპიტისა და გამოყელვის დროს დაზიანებულ ნაწილს უსვამენ 10% ხსნარს გლივეროლით . პედიკულოზისასა ერთჯრადად 10–25 გ 5% მაზი დაიტანება თავის თმიან ნაწილზე, 20–30 წუთის შემდეგ ჩამოიბანება თბილი წყლით და ივარცხნება გულდასმით;
– კანის სიმშრალისა და ნახეთქების დროს გამოიყენება საჭიროებისამებრ.
გვერდითი მოქმედება:
გულისრევა, ღებინება, დიარეა, კანზე გამონაყარი, ეპითელის დესქვამაცია, თავის ტკივილი, გონების არევა, კრუნჩხვა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, გულ–სისხლძარღვთა ფუნქციის დარღვევა, ცნს–ის დათრგუნვა, ჰიპოთერმია, შოკი, კომა, ერითემატოზული გამონაყარი (შესაძლებელია 5–7 დღის შემდეგ ლეტალური გამოსავალი).
ქრონიკული ინტოქსიკაციის სიმპტომები (ხანგრძლივი გამოყენებისას):
გამოფიტვა, სტომატიტი, ეგზემა, ქსოვილების ადგილობრივი შეშუპება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ანემია, კრუნჩხვა, ალოპეცია.
მკურნალობა: სიმპტომატურია. სისხლის გადასხმა, ჰემო– და პერიტონეალური დიალიზი.
უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა;
* თირკმელების ქრონიკული უკმარისობა;
* კანის მწვავე ანთებითი დაავადებები;
* ორსულობა, ბავშვთა ასაკი (1 წლამდე), ლაქტაციის პერიოდი.
სიფრთხილით: სხეულის ვრცელი დაზიანება.
განსაკუთრებული მითითებები:
მოერიდეთ ლორწოვანზე და სხეულის ვრცელ ზედაპირზე პრეპარატის მოხვედრას.