საერთაშორისო დასახელება:

Metamizole sodium+Pitofenone+Fenpiverinium bromide

მოქმედი ნივთიერება: მეტამიზოლ ნატრიუმი+პიტოფენონი+ფენლივერინის ბრომიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არანარკოტიკული ანალგეზიური საშუალება (არანარკოტიკული ანალგეტილი+სპაზმოლიტიკი)

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი კუნთისთვის და ვენისთვის, ტაბლეტები

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კომბინირებული ანალგეზიური და სპაზმოლიზური საშუალება, პრეპარატის შემადგენელი კომპონენტები იწვევს  ფარმაკოლოგიური მოქმედების ურთიერთგაძლიერებას.

მეტამიზოლ ნატრიუმი - პირაზოლონის წარმოებულია, ახდენს ანალგეზიურ და სიცხის დამწევ მოქმედებას.

პიტოფენონის ჰიდროქლორიდი ხასიათდება პირდაპირი მიოტროპული მოქმედებით გლუვ მუსკულატურაზე (პაპავერინის მსგავსი მოქმედება).

ფენპივერინის ბრომიდი ხასიათდება მ-ქოლინომაბლოკირებელი მოქმედებით და ახდენს დამატებით მიოტროპულ მოქმედებას გლუვ მუსკულატურაზე.

ჩვენებები:

ტკივილის სინდრომი (სუსტად ან ზომიერად გამოხატული) შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმის დროს:

თირკმლის ჭვალი, შარდსაწვეთის და შარდის ბუშტის სპაზმი;

ნაღვლის ბუშტის ჭვალი, ნაწლავის ჭვალი;

ნაღვლის გამომტანი გზების დისკინეზია, პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი, ქრონიკული კოლიტი;

ალგოდისმენორეა, მცირე მენჯის ორგანოების დაავადება.

ხანმოკლე მკურნალობისთვის:

ართრალგია, მიალგია, ნევრალგია, იშიალგია.

დამხმარე სამკურნალო საშუალების სახით:

ქირურგიული ჩარევის შემდეგ ტკივილის სინდრომი და დიაგნოსტიკური პრფოცედურა.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა (მათ შორის, პირაზოლინის მიმართ), ძვლის ტვინის სისხლწარმომქმნელი ფუნქციის დათრგუნვა, ღვიძლის და/ან თირკმლის გამოხატული  უკმარისობა, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი, ტაქიარითმია, მძიმე სტენოკარდია, დეკომპენსირებული გულის ქრონიკული უკმარისობა, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტენზია (კკლინიკური გამოვლინებით), ნაწლავური გაუვალობა, მეგაკოლონი, კოლაფსი, ორსულობა (განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში და ბოლო 6 კვირის მანძილზე)., ლაქტაციის პერიოდი.

ვენაში შეყვანისას - ჩვილობის ასაკი (3 თვემდე) ან სხეულის წონა 5 კგ-ზე ნაკლები.

ტაბლეტებისთვის - ბავშვთა ასაკი (5 წლამდე).

სიფრთხილით: ღვიძლის/თირკმლის უკმარისობა, ბრონქული ასთმა, „ასპირინული“ ტრიადა, არტერიული ჰიპოტონიის მიმართ მიდრეკილება, ჰიპერმგრძნობელობა სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.

გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება (მათ შორის კონიუნქტივზე და ცხვირ-ხახის ლორწოვან გარსზე), ანგიონევროტული შეშუპება, იშვიათ შემთხვევაში - ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა (სტივენ-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი)

ბრფონქოსპასტიური სინდრომი, ანაფილაქტიური შოკი.

შარდ–გამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ოლიგურია, ანურია, პროტეინურია, ინტერსტიციალური ნეფრიტი, შარდის წითლად შეფერვა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება.

სისხლწარმომქმნელი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი (შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით: ტემპერატურის არამოტივირებული მომატება, ციება, ყელის ტკივილი, გაძნელებული ყლაპვა, სტომატიტი, ასევე ვაგინიტის გამოვლენა ან პროქტიტი).

ანტიქოლინერგული ეფექტი: ყელის სიმშრალე, ოფლის გამოყოფის დაქვეითება, აკომოდაციის პარეზი, ტაქიკარდია, შარდის გამოყოფის გაძნელება.

ადგილობრივი რეაქციები: კუნთში შეყვანისას შესაძლებელია შეყვანის ადგილზე ინფილტრატი.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ღებინება, არტერიული წნევის დაქვეითება, ძილიანობა, გონების არევა, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, კრუნჩხვა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის დანიშვნა, სიმპტომატური თერაპია.

მიღების წესი და დოზირება:

შინაგანად: მოზრდილები და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: 1-2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით სითხის მიყოლებით.

12-14 წლის ასაკის ბავშვები: ერთჯერადი დოზა - 1 ტაბლეტი, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 6 ტაბლეტი (1.5 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში);

8-11 წლის - 0.5 ტაბლეტი, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 4 ტაბლეტი (1 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში);

5-7 წელი - 0.5 ტაბლეტი, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 2 ტაბლეტი (0.5 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში).

პარენტერულად (ვენაში, კუნთში).

მოზრდილები და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები მწვავე მძიმე ჭვალის დროს შეყავთ ვენაში ნელა (1მლ 1წთ-ის მანძილზე) 2მლ; აუცილებლობისას განმეორებით შეყავთ 6-8 სთ-ის შემდეგ.

კუნთში - 2-5 მლ ხსნარი 2-3-ჯერ დღეში. დღეღამურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 10 მლ-ს.

მკურნალობის ხანგრძლიობა - არა უმეტეს 5 დღე.

ბავშვებისათვის დოზის გათვლა კუნთში და ვენაში შეყვანისას:

3-11 თვე (5- 8 კგ) - მხოლოდ კუნთში - 0.1-0.2მლ;

1-2 წელი (9 -15კგ) - ვენაში - 0.1-0.2მლ, კუნთში - 0.2-0.3 მლ;

3-4 წელი (16 -23 კგ) - ვენაში - 0.2-0.3, კუნთში - 0.3-0.4მლ;

5-7 წელი (24 - 30კგ - ვენაში - 0.3-0.4 მლ, კუნთში - 0.4-0.5მლ;

8-12 წელი (31-4 5კგ) - ვენაში - 0.5-0.6 მლ, კუნთში - 0.6-0.7 მლ;

12-15 წელი - ვენაში და კუნთში - 0.8-1მლ.

საინექციო ხსნარის შეყვანის წინ საჭიროა ხელში მისი გათბობა.

განსაკუთრებული მითითება:

პრეპარატით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ეთანოლის მიღება. ხანგრძლივი მკურნალობისას (კვირაზე მეტი) აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათისა და ღვიძლის ფუნქციონალური მდგომარეობის კონტროლი. აგრანულოციტოზზე ეჭვის დროს ან თრომბოციტოპენიისას აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

დაუშვებელია მიღება მუცლის მწვავე ტკივილის კუპირებისთვის (მიზეზის გარკვევამდე). მეძუძურებში მიღების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

აუტანლობა ძალინ იშვიათია, თუმცა ანაფილაქსიური შოკის განვითარების ალბათობა პრეპარატის ვენაში შეყვანისას შედარებით მაღალია, ვიდრე პრეპარატის შიგნით მიღებისას. ავადმყოფებში ბრონქიალური ასთმით ან პოლინოზით არსებობს ალერგიული რექციის განვითარების მომატებული რისკი.

პარენტერული შეყვანა გამოყენებული უნდა იქნას მაშინ, როცა შინგანად პრეპარატის მიღება შეუძლებელია (ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვა დარღვეულია).

სიფრთხილეა საჭირო 2მლ ხსნარზე მეტის შეყვანისას (არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითების რისკი გამო). ვენაში ინექცია უნდა მოხდეს ნელა, მწოლიარე მდგომარეობაში და არტერიული წნევის, გულის შეკუმშვათა რიცხვის და სუნთქვის სიხშირის კონტროლქვეშ.

5 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისას და ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობენ ციტოსტატიკებს, ნატრიუმის მეტამიზოლის მიღება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. კუნთში შესაყვანად გამოყენებული უნდა იქნას გრძელი ნემსი. შესაძლებელია შარდის წითლად შეფერვა მეტაბოლიტის გამოყოფის გამო (კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს).

მკურნალობის დროს საჭიროა ავტომანქანის მძღოლებმა და პოტენციურად საშიში სამუშაოების შემსრულებლებმა დაიცვან სიფრთხილე.

ურთიერთქმედება:

ინექციისთვის გამოსაყანებელი ხსნარი შეუთავსებელია სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

– H1-ჰისტამინობლოკატორებთან ერთდროული დანიშვნისას, ბუტიროფენონამებთან, ფენოთიაზინებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ამანტადინთან და ქინიდინთან შესაძლებელია მ-ქოლინობლოკატორების მოქმედების გაძლიერება.

– აძლიერებს ეთანოლის ეფექტს;

– ერთდროული მიღებისას ქლორპრფომაზინთან და ფენოთიაზინის სხვა წარმოებულებთან შეიძლება გამოხატული ჰიპერთერმიის განვითარება.

– ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, პერფორალური კონტრაცეპტივები და ალოპურინოლი ამაღლებენ პრეპარატის ტოქსიურობას.

– ფენილბუტაზონი, ბარბიტურატები და სხვა ჰეპატოინდუქტორების ერთდროული დანიშვნისას ამცირებენ მეტამიზოლ ნატრიუმის ეფექტურობას.

– სედატიური და ანქსიოლიტური სამკურნალო საშუალებები (ტრანკვილიზატორები) აძლიერებენ ნატრიუმის მეტამოზოლის ანალგეზიურ მოქმედებას.

– რენტგენოკონტრასტული სამკურნალო საშუალებები, კოლოიდური სისხლის შემცვლელები და პენიცილინი არ უნდა იქნას გამოყენებული ნატრიუმის მეტამიზოლის შემცველი პრეპარატით მკურნალობის დროს.

–  ციკლოსპორინის ერთდროული დანიშვნისას სისხლში ამ უკანასკნელის შემცველობა მცირდება. პერორალური ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებების, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, გლუკოკორტიკოსტეროიდების და ინდომეტაცინის ცილებთან კავშირის შეზღუდვის გამო მეტამიზოლ ნატრიუმმა შეიძლება გაზარდოს მათი მოქმედების გამოხატულება.

–  თიამაზოლი და ციტოსტატიკები ზრდიან ლეიკოპენიის განვითარების რისკს. ეფექტს აძლიერებს კოდეინი, H2- ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები და პროპრანოლოლი (ანელებენ მეტამიზოლ ნატრიუმის ინაქტივაციას).

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია