საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება :
ბრიმონიდინი +თიმოლოლი .
მწარმოებელი: ღსს ,, ლიკვორ "", სომხეთი
წამლის ფორმა : თვალის წვეთები 2 მგ / მლ , 5 მგ / მლ .
შემადგენლობა : აქტიური ნივთიერებები :
ბრიმონიდინის ტარტრატი ……………. 2,0 მგ ,
თიმოლოლის მალეატი ………………… 6,8 მგ ( არის თიმოლოლის 5,0 მგ ექვივალენტი );
დამხმარე ნივთიერებები : ნატრიუმის ერთჩანაცვლებული ფოსფატი - 6,5 მგ , ნატრიუმის ორჩანაცვლებული ფოსფატი - 7,6 მგ , ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა - 5,0 მგ ; ბენზალკონიუმის ქლორიდი - 0,05 მგ ; საინექციო წყალი - 1 მლ - მდე .
აღწერილობა : მოყვითალო ფერის მქონე გამჭვირვალე ხსნარი .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფარმაკოდინამიკა
ბრიმოპტიკი ™ - არის კომბინირებული პრეპარატი , რომელიც შეიცავს ორ აქტიურ ინგრედიენტს : ბრომონიდინის ტარტრატს და თიმოლოლის მალეატს.
პრეპარატის ორივე შემადგენელი კომპონენტის ურთიერთშემავსებელი მოქმედების მექანიზმი უზრუნველყობს მომატებული თვალშიდა წნევის ეფექტურ შემცირებას .
პრეპარატის თერაპიული მოქმედება ვლინდება სწრაფად , მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა ინსტალაციიდან 2 საათის შემდეგ. მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 12 საათს ან მეტ დროს .
ბრიმონიდინის ტარტრატი არის ალფა - 2 ადრენორეცეპტორების სელექტიური აგონისტი . ამ ჯგუფის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით , მისი სელექტურობა 30- ჯერ მეტია .
თვალშიდა წნევის დონის დაწევის მექანიზმი დაკავშირებულია , როგორც თვალის წინა კამერის ტენიანობის შემცირებასთან , ასევე თვალიდან მისი განდევნის გაძლიერებასთან. ბრიმონიდინი არ იწვევს მიდრიაზის განვითარებას და ბადურის სისხლძარღვების ვაზოკონსტრიქციას . თერაპიულ დოზებში ბრიმონიდინი ნაკლებად ზემოქმედებს გულ - სისხლძარღვთა სისტემაზე.
თიმოლოლის მალეატი - არის არაკარდიოსელექტიური ბეტა - ადრენობლოკატორი . ადგილობრივი გამოყენებისას ამცირებს თვალის წინა კამერის ნამის სეკრეციას და უზრუნველყოფს მის განდევნას , რის შედეგადაც მცირდება თვალშიდა წნევა ( როგორც მომატებული , ასევე ნორმალური ). არ მოქმედებს აკომოდაციაზე , რეფრაქციაზე და გუგის ზომაზე .
ფარმაკოკინეტიკა:
ბრიმონიდინის ინსტილაციის შემდეგ პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია ვლინდება 1-4 საათის შემდეგ , თიმოლოლის შემთხვევაში - 1-3 საათის შემდეგ . სისხლის პლაზმაში თიმოლოლისა და ბრიმონიდინის მაქსიმალური კონცენტრაცია საშუალოდ შეადგენს 32 და 406 ნგ / მლ შესაბამისად .
ბრიმონიდინისა და თიმოლის ცალ - ცალკე , იგივე დოზით გამოყენებასთან შედარებით , პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას , პლაზმაში თიმოლოლისა და ბრიმონიდინის პიკური კონცენტრაცია ნარჩუნდება 30-40%- ით მეტი ხანგრძლივობით .
ბრიმონიდინის ტარტრატის ნაწილობრივი გამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3 საათს . გამოიყოფა თირკმელებით სუფთა და მეტაბოლიტების სახით .
თიმოლოლის მალეატი - ნახევარგამოყოფის პერიოდია დაახლოებით 7 საათი . გამოიყოფა თირკმელებით სუფთა და მეტაბოლიტების სახით .
ჩვენება:
- ღიაკუთხოვანი გლაუკომა ;
- მომატებული თვალშიდა წნევა , რომელიც არ ექვემდებარება მონოთერაპიას .
უკუჩვენება:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
* ბრონქული ასთმა ან წარსულში არსებული ბრონქული ასთმა;
* ფილტვების მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები ;
* სინუსური ბრადიკარდია , მეორე და მესამე ხარისხის ატრიო -ვენტრიკულური ბლოკადა , გულის გამოხატული უკმარისობა;
* კარდიოგენული შოკი ;
* პრეპარატი ასევე უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის , რომლებიც იყენებენ მაო - ს პრეპარატებს .
* ბავშებში 2 წლამდე ასაკის პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი .
გაფრთხილება:
სასუნთქ და გულ - სისხლძარღვთა სისტემაზე პრეპარატის ბეტა - ადრენერგულ ზემოქმედებასთან დაკავშირებით შესაძლებელია გვერდითი ეფექტების განვითარება .
სიფრთხილით ინიშნება შემდეგ შემთხვევებში :
- გულ - სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავება ( არასტაბილური სტენოკარდია );
- ორთოსტატული ჰიპოტენზია ;
- მაობლიტირებელი ენდარტერიტი ;
- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევები .
თირკმელებისა და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების თაობაზე არ არის მოწოდებული საკმარისი მონაცემები .
თვალის რომელიმე ინტერკურენტული დაავადების არსებობისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია .
პრეპარატის გამოყენებისას , ადიტიური ეფექტის თავიდან აცილების მიზნით , პაციენტებმა, რომლებიც იყენებენ ბეტა - ბლოკატორებს , უნდა დაიცვან სიფრთხილე .
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება სპონტანური ჰიპოგლიკემიის ან შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში , ვინაიდან , ბეტა - ბლოკატორებმა ( თიმოლოლი ) შეიძლება გამოიწვიონ მწვავე ჰიპოგლიკემიის სიმპტომების ნიველირება .
ბრიმოპტიკი ™ არ გამოიყენება მონოთერაპიის სახით მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
- ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედების დამთრგუნველ საშუალებებთან ( ალკოჰოლი , ბარბიტურატები , ოპიატები , სედატიური საშუალებები , საანესთეზიო საშუალებები ) ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ადიტიური ეფექტის განვითარება .
- ორალურ ბეტა - ბლოკატორებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზია , ბრადიკარდია . კალციუმის ანტაგონისტებთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია და ატრიოვენტრიკულური გამავლობის დარღვევა.
- ტრიციკლიდურ ანტიდეპრესანტებთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ცირკულირებული ამინების მეტაბოლიზმისა და ათვისების დარღვევა .
- პრეპარატებთან , რომლებიც იწვევენ ორგანიზმში კატექოლამინების შემცველობის შემცირებას , მაგალითად რეზერპინი , ერთდროული გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია და ბრადიკარდია .
მაო - ს ინჰიბიტორებმა შეიძლება იმოქმედონ ბრიმონიდინის მეტაბოლიზმზე და გამოიწვიონ ისეთი გვერდითი ეფექტის პოტენციური გაძლიერება , როგორიც არის ჰიპოტენზია . ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან და გულის გლიკოზიდებთან ერთდროული დანიშვნისას მომატებულია ჰიპოტონიის განვითარების საშიშროება;
- ბეტა - ბლოკატორებმა ( თიმოლოლი ) შეიძლება გააძლიერონ ანტიდიაბეტური საშუალებების ჰიპოგლიკემიური მოქმედება , ასევე , შენიღბონ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.
- ეპინეფრინისა და ნორეპინეფრინის შემცველ თვალის წვეთებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მიდრიაზი . ეპინეფრინ - და პილოკარპინშემცველი თვალის წვეთები პოტენციურად ამცირებენ თვალშიდა წნევას . ქინიდინთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის აჩქარებ .
განსაკუთრებული მითითებები:
სისტემური აბსორბციის შემცირების მიზით , ინსტალაციის შემდეგ საჭიროა საცრემლე სადინრებზე ზეწოლა .
სხვა ოფტალმოლოგიურ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას , ინსტალაციებს შორის შუალედი უნდა იყოს არა ნაკლებ 5-10 წუთისა .
რბილი კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში , ლინზების მოხსნა საჭიროა ინსტალაციამდე 5 წუთით ადრე ; ლინზების გაკეთება შესაძლებელია წამლის გამოყენებიდან 15 წუთის შემდეგ .
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი:
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში .
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე:
სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში , რომლებიც აპლიკაციის შემდეგ დროებით კარგავენ მძაფრი მხედველობის უნარს ; არ არის რეკომენდებული
ა / მანქანის მართვა ან რთულ ტექნიკასთან , ჩარხთან ან სხვა რთულ დანადგართან მუშაობა , საქმიანობა , რომელიც თხოულობს მხედველობის სიმძაფრეს .
გამოყენება და დოზა:
ინსტალაცია დაზიანებულ თვალში 1-2 წვეთი დღეში 2- ჯერ . ინსტალაციებს შორის შუალედი - 12 საათი .
გვერდითი ეფექტები:
მხედველობის ორგანოთა მხრიდან ყველაზე ტიპიური გვერდითი ეფექტები არის : კონიუნქტივის ჰიპერემია , თვალების წვისა და ქავილის შეგრძნება , ალერგიული კონიუნქტივიტი , თვალების სიმშრალე , დიპლოპია , ფტოზი , ბლეფარიტი , კერატიტი , რქოვანას მგრძნობელობის შემცირება .
სხვა ორგანოების მხრიდან : ბრადიკარდია , არითმია , ჰიპოტენზია , სინკოპე , გულის ატრიო - ვენტრიკულური ბლოკადა , თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა , ცერებრალური იშემია , გულის უკმარისობა , შეშუპება , გარდამავალი კოჭლობა , რეინოს ფენომენი , ტკივილი მკერდში , დაღლილობა, შუილი ყურებში , თავბრუსხვევა , უძილობა , დეპრესია , პარესთეზია , კიდურების გაციება , ბრონქოსპაზმი ( უპირატესად ბრონქო - ობსტრუქციული დაავადებების მქონე პაციენტებში ), სუნთქვის უკმარისობა , ქოშინი , ხველა , ალერგიული რეაქციები , მათ შორის , ანგიონევროზული შეშუპება , ჭინჭრის ციება, ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი ან ფსორიაზის გამწვავება , ღებინება , დისპეფსია , დიარეა .
ჭარბი დოზირება:
ადგილობრივი გამოყენებისას პრეპარატის ჭარბი დოზის თაობაზე მონაცემები არ არის მოწოდებული .
ბრიმონიდინის ტარტრატი
ჭარბი დოზის სიმპტომები : ჰიპოტენზია , ბრადიკარდია , ჰიპოთერმია , აპნოე .
თიმოლოლის მალეატი
ჭარბი დოზის სიმპტომები : ბრადიკარდია , ბრონქოსპაზმი , არითმია , თავბრუსხვევა , თავის ტკივილი , ქოშინი , გულის გაჩერება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .
პრეპარატი ინახება შუქისაგან დაცულ ადგილას , ტემპერატურა 15-250C ფარგლებში .
1,5 წელი . არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ფლაკონის გახსნიდან გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში.
შეფუთვა
5 მლ და 10 მლ მოცულობის საწვეთურის მქონე ფლაკონში . მუყაოს ბლოკში #10 შეფუთვა .
აფთიაქიდან გაცემის წესი:
რეცეპტით