საერთაშორისო დასახელება:
BROMHEXEXINE HYDROCHLORIDE
TERBUTALINE SULPHATE
GUAIFENESIN
მწარმოებელი: WORLD MEDICINE
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შიგნით მისაღები სიროფი – ვარდისფერი, ბლანტი.
სიროფის 10 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი .................. 8 მგ
ტერბუტალინის სულფატი ......................... 2,5 მგ
გვაიფენეზინი .......................................... 100მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზოინის მჟავა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, გლიცერინი, პონსო 4R სუპრა, პროპილენგლიკოლი, კალიუმის სორბიტი, პოლიეთილენგლიკოლი (1500), ნატრიუმის საქარინი, არომატიზატორი „მალინა“, მენთოლი, სორბიტოლის 70%–იანი ხსნარი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთრაპიული ჯგუფი:
კომბინირებული ამოსახველებელი პრეპარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბროვენსინი წარმოადეგენს ხველის და გაციების დროს გამოსაყენებელ კომბინირებულ სამკურნალწამლო საშუალებას, რომლის თრაპიული მოქმედება განპირობებულია მისი კომპონენტების ფარმაკოლოგიური თვისებებით.
ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი – მუკოლიზური საშუალება ამოსახველებელი მოქმედებით, ათხიერებს ბრონქიალურ სეკრეტს მასში შემავალი მჟავე მუკოპოლისაქარიდების დეპოლიმერიზაციით და ბრონქების ლორწოვანას სეკრეტორული უჯრედების სტიმულაციით, რომლებიც გამოიმუშავებენ ნეიტრალური პოლისაქარიდების შემცველ სეკრეტს. ბრომჰექსინი ასტიმულირებს ენდოგენური სურფაქტანტის გამომუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს ალვეოლური უჯრედების სტაბილურობას სუნთქვის პროცესში.
ტერბუტალინის სულფატი – ადრენომიმეტური საშუალება სელექტიურად ასტიმულირებს ბრონქების ბეტა2– ადრენორეცეპტორებს, რის გამოც ახდენს ბრონქოდილატაციურ მოქმედებას, ზრდის მუკოცლიარულ კლირენსს, ამცირებს ბრონქების ლორწოვანას შეშუპებას.
გვაიფენეზინი – ამოსახველებელი საშუალება, მისი მოქმედება დაფუძნებულია ზედაპირული დაჭიმულობის და ბრონქების ლორწოვანაზე ნახველის შეწებების შემცირებაზე. აძლიერებს ბრონქების წამწამოვანი ეპითელიუმის მოქმედებას და აიოლებს ნახველის გამოყოფას სასუნთქი გზებიდან. გვაიფენეზინს ანქსიოლიზური მოქმედება გააჩნია.
ჩვენებები:
ბრონქ–ფილტვის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ნახველის გაძნელებული გამოყოფა, ბრონქული ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ემფიზემა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ტრაქეობრონქიტი, პნევმონია, პნევმოკონიოზი, ფილტვების ტუბერკულოზი.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
* გულის რითმის დარღვევები;
* ღვიძლის ფუნქციის დარღვევები;
* კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
* სისხლდენისადმი მიდრეკილება;
* ორსულობის პირველი ტრიმესტრი, ლაქტაციის პერიოდი;
* 8 წლამდე ბავშვთა ასაკი;
გვერდითი მოქმედება:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, დიარეა, იშვიათად – პეპტიური წყლულის გამწვავება.
გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტრემორი, ძილინობა. ძალიან იშვიათად შესაძლებელია აღინიშნოს ალერგიული რეაქციები.
მიღების წესი და დოზირება:
ბროვენსინი მიიღება შიგნით ჭამიდან 30 წთ–ის შემდეგ. შესაძლებელია პრეპარატის განზავება წყლით ან ხილის წვენით.
8–დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 2,5 მლ 3–ჯერ დღე–ღამეში;
მოზრდილებში და 12 წლის ასაკზე უფროს ბავშვებში – 5–10 მლ 3–ჯერ დღე–ღამეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლიობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
– სიმპატომიმეტიკებთან და თეოფილინთან ერთად გამოყენებისას ძლიერდება მასში შემავალი ტერბუტალინის მოქმედება და იზრდება მისი გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა.
– ერთდროული გამოყენებისას გვაიფენეზინი აძლიერებს ცნს–ის დამთრგუნველი საშუალებების, აგრეთვე ეთანოლის მოქმედებას.
– ბრომჰექსინი ხელს უწყობს ანტიბიოტიკების (ამოქსიცილინი, ერთრომიცინი, ცეფალექსინი, ოქსიტეტრაციკლინი), სულფანილამიდური სამკურნალო საშუალებები შეღწევას ბრონქიალურ სეკრეტში.
– საგულე გლიკოზიდებთან, კორტიკოსტეროიდებთან, ბრონქოდილატატორებთან, დიურეტიკებთან ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენები არ არის.
განსაკუთრებული მითითებები:
ბროვენსინი არ უნდა იქნას დანიშნული კოდეინის (აფერხებს ნახველის გამოყოფის პროცესს) შემცველ სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ჰიპერთირეოზის, შაქრიანი დიაბეტის, გულ–სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებების, არტერიული ჰიპერტენზიის დროს.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ბეტა– ადრენობლოკატორებთან ერთად.
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა და პოტენციურად სახიფათო მექანიზმებთან მუშაობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის პერიოდში პრეპარატი მიიღება სიფრთხილით.
ბროვენსინი უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდიომელ ადგილას, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა რეცეპტით.