ფარმაკოლოგიური თვისებები

ცენტრალური დოფამინური რეცეპტორების სტიმულატორი. აქვეითებს პროლაქტინის სეკრეციას და, აგრეთვე, სომატოტროპული ჰორმონის ჭარბ სეკრეციასაც, არ ახდენს გავლენას ჰიპოფიზის ან სხვა ჰორმონების დონეზე. ბრომოკრიპტინის გავლენით ფიზიოლოგიური ლაქტაცია მკვეთრად მცირდება, მენსტრუალური ფუნქცია ნორმალიზაციას განიცდის, სარძევე ჯირკვალში კისტების რაოდენობა და ზომებიც მცირდება. ბრომოკრიპტინის გაზრდილი დოზებით (რომლებიც პროლაქტინის სეკრეციის დამთრგუნველ დოზაზე მეტია) შესაძლებელი ხდება დოფამინური რეცეპტორების სტიმულაცია თავის ტვინში, კერძოდ ზოლიან სხეულსა და შავ ბირთვში, რის შედეგადაც ნეიროქიმიური წონასწორობა ამ განყოფილებებში აღდგება.

ფარმაკოკინეტიკა

პერორალური მიღების შემდეგ კუჭ-ნაწლავიდან ბრომოკრიპტინის შეთვისება 28% აღწევს, პლაზმის ალბუმინებთან შებმა - 90-96% ფარგლებშია. ორგანიზმიდან ძირითადად ნაწლავებით გამოიდევნება (ფეკალიებში) - 85% და უმნიშვნელო რაოდენობით - თირკმელებით (2.5-5.5%).

ჩვენებები

  • დარღვევები მენსტრუალურ ციკლში (ჰიპერ ან ნორმოპროლაქტინემიის პირობებში ლუთეინური ფაზის დამოკლებასთან დაკავშირებით);
  • მენსტრუაციისწინა სინდრომი;
  • მდედრობითი უნაყოფობა (პროლაქტინ-დამოკიდებული ან დამოუკიდებელი);
  • პროლაქტინდამოკიდებული ჰიპოგონადიზმი მამაკაცებში.
  • პროლაქტინომები - პროლაქტინის გამომყოფი მიკროადენომებისა და მაკროადენომების კონსერვატული მკურნალობა ჰიპოფიზში;
  • წინასაოპერაციო პერიოდში - სიმსივნის ზომების შესამცირებლად და მისი ამოკვეთის გასაადვილებლად; ქირურგიული ჩარევის შემდეგ, თუ პროლაქტინის მაღალი დონე შენარჩუნდა.
  • კეთილთვისებიანი მასტოპათიები, მასტალგიები, სამედიცინო პრეპარატებით გამოწვეული ჰიპერპროლაქტინემია (ზოგიერთი ფსიქოტროპული, ანტიჰიპერტენზიული, კონტრაცეპტიული საშუალება);
  • აკრომეგალია (მონოთერაპია, ან დამატებით კონსერვატული თერაპია ქირურგიული ჩარევისა ან სხივური თერაპიის დროს);
  • გალაკტორეა (თანმხლები ამენორეით ან მის გარეშეც);
  • მშობიარობის შემდგომი (სამედიცინო ჩვენებებით და ლაქტაციის პროფილაქტიკის დათრგუნვის მიზნით), აბორტის შემდგომი, იდიოპათური, სიმსივნური, ან სამკურნალო საშუალებებით ინდუცირებული გალაქტორეა.
  • პარკინსონის დაავადება და პარკინსონიზმი (სინდრომი) ენცეფალიტის შემდგომი გამოვლინებების ჩათვლით (მონოთერაპია ან სხვა ანტიპარკინსონულ საშუალებებთან კომბინაციაში).

დოზირების რეჟიმი

ინდივიდუალურია. პერორალურად მისაღები დოზაა 1.25-2.5 მგ 2-3-ჯერ დღეში; რიგ შემთხვევებში, როგორიცაა მამრობითი ჰიპოგონადიზმი, პროლაქტინომა, კეთილთვისებიანი სიმსივნები სარძევე ჯირკვალში,  აკრომეგალია დოზა თანდათანობით იზრდება 5-20 მგ-მდე დღეში; პარკინსონიზმის შემთხვევაში 10-40 მგ-მდე დღეში. თუ დოზის შერჩევის პროცესში გვერდითი მოქმედება გამოვლინდა, სადღეღამისო დოზას ამცირებენ უვნებელ დონემდე 1 კვირის განმავლობაში; გვერდითი მოვლენების გაქრობისთანავე დოზა კვლავ შეიძლება გაიზარდოს.

გვერდითი მოვლენები

მომნელებელ სისტემაში: მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, ყაბზობა, ფაღარათი, ღვიძლის ფუნქციური მოშლილობა.

ცსნ-ში: თავბრუ (ჩვეულებრივად მკურნალობის პირველ კვირაშია მოსალოდნელი), თავის ტკივილი, ძილიანობა, ფსიქომოტორული აგზნებადობა, ჰალუცინაციები.

სისხლის მიმოქცევის სისტემაში: ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, არითმია. ცალკეულ შემთხვევებში ხანგრძლივი მიღების შედეგად - რეინოს დაავადება (განსაკუთრებით მიდრეკილების მქონე პაციენტებში).

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი.

სხვადასხვა: ცხვირში შეგუბება.

უკუჩვენებები

* ჭარბი მგრძნობელობა (ჰიპერსენზიტივობა) ბრომოკრიპტინისა და ჭვავის რქის სხვა ალკალოიდებისადმი;

* ორსულობის ტოქსიკოზი, მომატებული არტერიული წნევა მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

ორსულობა და ლაქტაცია

დაორსულების შემთხვევაში რეკომენდებულია ბრომოკრიპტინით მკურნალობის შეწყვეტა ჩასახვიდან უახლოეს ვადებში, სამედიცინო ჩვენებებით განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. ლაქტაციის (ძუძუთი კვების) დროს დასაშვებია ბრომოკრიპტინის მიღება სამედიცინო ჩვენებათა შესაბამისად; ლაქტაციის შესაწყვეტად სითხეების ერთდროული შეზღუდვა არაა აუცილებელი.

განსაკუთრებული მითითებები

♦ სიფრთხილეა საჭირო გულსისხლძარღვთა მძიმე დაავადებებისა და კუჭ-ნაწლავში ეროზიულ-წყლულოვანი კერების შემთხვევებში, აგრეთვე ფსიქოზების დროს;

♦  გასათვალისწინებელია ანამზენში მითითებული სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან. ვინაიდან მკურნალობის ადრეულ ვადებში მოსალოდნელია ჰიპოტენზიური რეაქციები, შფოთვა, აუცილებელია არტერიულ წნევასა და ზოგად მდგომარეობაზე დაკვირვება პირველ დღეებში.

♦  გვერდითი მოვლენების უმრავლესობა ჩვეულებრივად კლებულობს ან ქრება კიდევაც დოზის შემცირებასთან ერთად.

♦  მკურნალობის დასაწყისში რეკომენდებულია ღებინების საწინააღმდეგო რომელიმე საშუალების დანიშვნა ბრომოკრიპტინის მიღებამდე 1 სთ ადრე.

♦  ბრომოკრიპტინის ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში მენსტრუალური ციკლების რეგულარული ხასიათის მიუხედავად სასურველია გინეკოლოგიური გამოკვლევა (1-ჯერ წელიწადში) დ საშვილოსნოს ყელისა და ენდომეტრიუმის ციტოლოგიური ანალიზი. მენოპაუზის ამგვარ გამოკვლევას ყოველთვიურად მოითხოვს ნახევარი წლის განმავლობაში.

♦  ბრომოკრიპტინის მიღება მიზანშეწონილია აგრეთვე, თუ ჰიპოფიზის ადენომა თურქული კეხის ზომებში თანმხლები გადახრებით და მხედველობითი არეების შეზღუდვით არ ექვემდებარება სხივურ თერაპიას, ან თუ ქირურგიული ჩარევა უშედეგო აღმოჩნდა.

♦  ბრომოკრიპტინით მკურნალობის შედეგად მოსალოდნელია ნორმალური რეპროდუქციული ფუნქციის აღდენა;

♦  არასასურველი ორსულობის მოსარიდებლად ჩასახვის საწინააღმდეგო ყველა საშუალება შეიძლება იქნეს გამოყენებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების გარდა.

♦  მასტოპათიის შემთხვევაში ბრომოკრიპტინის დანიშვნამდე ავთისებიანი სიმსივნის არსებობა უნდა იქნეს გამორიცხული.

♦  პარკინსონის დაავადების და პარკინსონიზმის სინდრომის მკურნალობაში ბრომოკრიპტინისა და ლევოდოპას კომბინირებული გამოყენება კლინიკურ ეფექტს აუმჯობესებს, რაც თავის მხრივ საშუალებას იძლევა, ლევოდოპა შემცირებული დოზით იქნეს გამოყენებული ან სულაც ამოღებული იქნეს მკურნალობის სქემიდან; ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ლევოდოპა ავადმყოფებში მოტორულ დარღვევებს იწვევს და თუ სტაბილური თერაპევტული ეფექტის მიღწევა ვერ ხერხდება.

♦  ბრომოკრიპტინის მიღების პირობებში სატრანსპორტო საშუალებათა მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

- ერითრომიცინთან ან ჯოზამიცინთან ერთდროული მიღების შემთხვევაში სისხლში ბრომოკრიპტინის კონცენტრაციის მატებაა მოსალოდნელი.

- ეთანოლი ბრომოკრიპტინის გვერდით მოქმედებას აძლიერებს.

- ბუთიროფენონებთან და ფენოთიაზინებთან ერთდროული მიღების დროს ბრომოკრიპტინის დაქვეითებული ეფექტურობა აღინიშნება.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია