მწარმოებელი: HEEL,გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რესპირატორული დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 250 ც.

1 ტაბ.

Belladona D4 .................... 30 მგ
StictaD4  .......................... 30 მგ
Tartarus stibiatus D4  ........ 30 მგ
Kreosotum D5  ................. 30 მგ
Ipecacuanha D4  .............. 30 მგ
Lobelia inflata D4 ............. 30 მგ
Hyoscyamus D4  ............... 60 მგ
Bryonia D4 ....................... 60 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

ბრონქიტები, თამბაქოს მწეველების კატარალური ბრონქიტის ჩათვლით; აგრეთვე, ბრონქული ასთმა, ფილტვების ემფიზემა, პლევრიტი, მწვავე და ქრონიკული ტრაქეიტი და ბრონქიტი, გრიპი, ბრონქოექტაზია; პრეპარატი ხელს უწყობს ამოხველების პროცესს. ბრონქების ავთვისებიანი სიმსივნისას გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება.

მიღების წესები და დოზირება:

1 ტაბლეტი ინიშნება 3-ჯერ დღეში. მწვავე შემთხვევაში 1 ტაბლეტი ყოველ 15 წუთში, არა უმეტეს 2 საათის განავლობაში.

გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე, წყლის მიყოლების გარეშე.

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშავ თვისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია