საერთაშორისო დასახელება:
PIROXICAM
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; პროპიონის მჟავას წარმოებული; პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით
მწარმოებელი: BRUSCHETTINI” S.r.l., იტალია
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
1% 50 გრ კრემი
100გრ კრემი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი: პიროქსიკამი 1გ.
დამხმარე საშუალებები: 2-ოქტილდოდეკანოლი 5,75 გ; ვაზელინი 5,75გ; ცეტილენის სპირტი 5,75გ, სტეარილის სპირტი 5,75გ, მირისტილის სპირტი 3,00, ქოქოსის ცხიმოვანი მჟავების დიეთანოლამიდი 4,00გ, პოლისორბატი 60 3,6 გ, სორბიტის მონოსტეარატი 1,5 გ, ბენზილის სპირტი1,00გ, რძემჟავა 0,20 გ, დემინერალიზებული წყალი 62,80გ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პიროქსიკამი არის ნივთიერება, რომელიც განეკუთვნება არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს; მას გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პიროქსიკამი გამოიყენება ადგილობრივი მკურნალობისას კანის ადგილობრივი ანთების, კუნთების ანთების, სახსრების ანთების დროს და ა.შ. პიროქსიკამის ანთების საწინააღმდეგო ფარმაკოლოგიური ეფექტურობა განპირობებულია მისი მოქმედების მექანიზმით, რომელიც ხელს უშლის ციკლო-ოქსიგენაზას ენზიმპროსტაგლანდინის სინთეზს შემდგომი შეკავებით, რაც ანთებით პროცესზეა პასუხისმგებელი.
დერმატოლოგიური კრემი უზრუნველყოფს დანიშნულ თერაპიას გვერდითი მოვლენების გარეშე, რამაც შესაძლოა თავი იჩინოს სისტემური მკურნალობისას. კრემის განმეორებითი გამოყენება ხანგრძლივი პერიოდით საცდელი ცხოველების კანზე არ იწვევს ადგილობრივ გაღიზიანებას ან სისტემურ ტოქსიკურ მოქმედებას. ფარმაკოლოგიურმა პროდუქტმა შეიძლება გაიაროს კანის ბარიერი და ამ დროს პლაზმის კონცენტრაცია შესაძლოა ოდნავ შეიცვალოს.
ჩვენებები:
- კუნთების, სახსრების, იოგების,სხვადასხვა ლოკალიზაციის მყესების რთული ანთებითი და ტრავმული წარმოშობის დაავადებები(ართრიტი, პერიართრიტი, ართროსინოვიტი, სინოვიტი, ტენდივიტი, ტენოსინოვიტი, ბურსიტი, იშიალგია, დაჟეჟილობა, დაჭიმულობა, ამოვარდნილობა, ბრაქიალგია, რადიკულიტი, იშიასი) ტრამვის შემდგომი და ოპერაციის შემდგომი დაავადებები.
მიღების წესები და დოზები:
ორჯერ, სამჯერ, მეტჯერაც დღეში შეზელვით, ასევე ფონოფორეზებისთვის.
უკუჩვენება:
* ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პიროქსიკამის მიმართ.
არასასურველი ეფექტები:
პიროქსიკამის ადგილობრივი გამოყენება არ იწვევს არანაირ არასასურველ ეფექტს. მისმა ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია; ამ დროს აუცილებელია შეწყდეს მკურნალობა და დაწყებულ იქნას სათანადო თერაპია.
განსაკუთრებული გაფრთხილებები გამოყენებისას:
ორსულობა და ლაქტაცია:
როგორც სხვა დანარჩენი არასტეროიდული ანთების სასწინააღმდეგო პრეპარატები, პიროქსიკამის კრემიც არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციისას.
განსაკუთრებული მითითებები:
ზემოქმედება ავტომობილის მართვაზე და მანქანა-დანადგარების გამოყენებაზე არ არის ცნობილი.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბება არ არის ცნობილი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ურთიერთქმედება პიროქსიკამისა სხვა მედიკამენტებტან ან შეუთავსებლობა არ არის ცნობილი.
შენახვის პირობები და ვადები:
გაუხსნელად 36 თვე
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.