ფარმაკოლოგიური თვისებები
- პრეპარატი წარმოადგენს საინჰალაციო, ინტრანაზალურად ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდს. იგი ხასიათდება ანთების, ქავილის, ალერგიის საწინააღმდეგო და ანტიექსუდატური ეფექტით. მისი ინჰალაციური გზით გამოყენების შემთხვევაში გამოხატული კლინიკური ეფექტი ვლინდება ჩვეულებრივ 5-7 დღიანი მკურნალობის კურსის შემდეგ.
ჩვენებები
- პრეპარატი გამოიყენება ბრონქული ასთმის, ვაზომოტორული რინიტის, სეზონური და ალერგიული რინიტის სამკურნალოდ;
- პოლიპექტომიის შემდეგ ცხვირის პოლიპების ზრდის პროფილაქტიკისათვის, აგრეთვე,
- ატოპიური დერმატიტის, ფსორიაზის, ეგზემის დროს.
დოზირების რეჟიმი
პრეპარატი საინჰალაციო სახით მოზრდილებში მკურნალობის დასაწყისში გამოიყენება დოზით 400-1600 მკგ დღეში 2-4 მიღებაზე. შემდგომში 200-400 მკგ 2-ჯერ დღეში. გამწვავების პერიოდში - 1600 მკგ დღეში.
ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება 50-200 მკგ 2-ჯერ დღეში, მაქსიმალური დოზა შეადგენს 400 მკგ დღეში.
ინჰალატორით შეისუნთქავენ 200-800 მკგ 2-4 მიღებაზე დღეში, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 800 მკგ-ს.
ინტრანაზალური აეროზოლი გამოიყენება 2 შესხურებაზე (100 მკგ), ცხვირის თითოეულ ნესტოში დილას და საღამოს. კლინიკური ეფექტის მიღწევის შემთხვევაში დოზა შეიძლება შევამციროთ.
მალამო და კრემი დაიტანება კანის დაზიანებულ ზედაპირზე 1-2-ჯერ დღეში, ხოლო შემანარჩუნებელი თერაპიის დროს - ერთხელ დღეში.
გვერდითი მოვლენები
♦ ხახის, პირის, ღრუს, ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს ვითარდება ბრონქოსპაზმი.
♦ მალამოსა და კრემის გამოყენება 4 კვირაზე მეტ ხანს დაუშვებელია.
♦ არ არის რეკომენდებული ოკლუზიური ნახვევის (განსაკუთრებით კრემით გაჟღენთილის) დიდი ხნით გამოყენება, ვინაიდან მისი აბსორბცია კანიდან, მალამოსთან შედარებით უფრო სწრაფად მიმდინარეობს.
♦ მალამოსა და კრემის თვალში მოხვედრა დაუშვებელია.
♦ ბავშვებში მალამო და კრემი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება, ხოლო ინტრანაზალური აეროზოლის ხმარება მათში არ არის რეკომენდებული.