მწარმოებელი - BIOLOGISCHE HEILMITTEL HEEL GmbH (გერმანია)
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნიტეტის მასტიმულირებელი ჰომეოპათიური საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.
ჩვენება: არასპეციფიკური იმუნიტეტის გააქტივება. განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებებისას, როგორიცაა: ბრონქოექტაზიები, ღვიძლის დაავადებები, კოლიტი, აქილია, ნევროლოგიური დაავადებები (პარკინსონის დაავადება, გაფანტული სკლეროზი, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, კაუზალგია, სამწვერა ნერვის ანთება და ნევრალგიის სხვა სახეები) და სხვა. პრეპარატი აგრეთვე ეფექტურად გამოიყენება გერიატრიაში, პრეკანცეროზებისა და კიბოს დროს.
დოზირებისა და მიღების რეჟიმი: წვეთები პერორალური მიღებისათვის
დოზირება დამოკიდებულია დაავადებაზე, მის სტადიაზე და სიმპტომებზე. ჩვეულებრივ ინიშნება 10 წვეთი 3-ჯერ დღეში. უფრო ინტენსიური მკურნალობისას შეიძლება დაინიშნოს 10 წვეთი ყოველ 10-15 წუთში ერთხელ დღე-ღამის განმავლობაში. პრეკანცეროზების და ახალწარმონაქმნების დროს (განსაკუთრებით სარკომებისას) - დღეში 3-4-ჯერ 5-50 წვეთი. უნდა ვერიდოთ ორგანიზმის მხრივ ზედმეტად ძლიერ რეაქციას! პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 150-200 წვეთს.
გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარის საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით, წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.
საინექციო ხსნარი
დოზირება დამოკიდებულია დაავადებაზე, მის სტადიაზე და სიმპტომებზე. ყოველდღიური ინექციების სახით ან კვირაში 1-3-ჯერ 1 ამპულა კუნთებში, კანქვეშ, ვენაში.
გვერდითი მოვლენები: არ გააჩნია
უკუჩვენება: არ გააჩნია
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონი დაიხუროს გამოყენებისთანავე.