სომნა-რიცი
SOMNA-RITZ

შემადგენლობა
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს: 100 მგ პასიფლორას (Passiflora incarnata) მშრალ ექსტრაქტს, 100 მგ სვიის (Humulus lupulus) მშრალ ექსტრაქტს, 60 მგ კატაბალახას (Valeriana offoconalis) მშრალ ექსტრაქტს, 50 მგ კრაზანას (Hypericum perforatum) მშრალ ექსტრაქტს, 20 მგ ბარამბოს (Melissa officinalis) მშრალ ექსტრაქტს და 20 მგ კუნელის (Crataegus) მშრალ ექსტრაქტს.

მოქმედების მექანიზმი
სომნა-რიცი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია, რომელსაც  ახასიათებს ზომიერი სედატიური მოქმედება. პრეპარატი ამცირებს დაძაბულობას, შფოთვას, გაღიზიანებადობას, ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწორობის აღდგენას, ძილის გაუმჯობესებას, არეგულირებს გულის მუშაობას, აქვს გამოხატული სპაზმოლიზური თვისებები, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის სეკრეციულ აქტივობას.
სომნა-რიცის ეფექტს განაპირობებს მცენარეული ექტრაქტების ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ერთობლივი მოქმედება:
პასიფლორა (ვნების ყვავილი) ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ახასიათებს კრუნჩხვის საწინააღმდეგო და საძილე ეფექტი, გაღვიძებისას უსიამოვნო შეგრძნების გარეშე. 
სვია დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამცირებს ტკივილს, კრუნჩხვების განვითარების შესაძლებლობას, ახასიათებს მსუბუქი საძილე ეფექტი.
კატაბალახა ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის დადგომას. დამამშვიდებელი ეფექტი ვითარდება თანდათან და სტაბილურია.
კრაზანას ახასიათებს ზოგადმატონიზირებელი მოქმედება, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ამცირებს დეპრესიის გამოვლინებებს.
ბარამბო იწვევს სედატიურ, ჰიპოტენზიურ, ანტიარითმიულ, სპაზმოლიზურ, ღებინებისსაწინააღმდეგო ეფექტებს. ამშვიდებს და აძლიერებს ნერვულ სისტემას.
კუნელი აძლიერებს გულის კუმშვადობას და ამასთან, რამდენადმე ამცირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს ძილს, ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას.
სომნა-რიცს ახასიათებს ხანგრძლივი თერაპიული ეფექტი.

ჩვენება
-    მოუსვენრობა, შფოთვა;
-    ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, სტრესის შემდგომი მდგომარეობა, შიში, თანმხლები დაძაბულობით, ტაქიკარდიით და ქოშინით;
-    მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა;
-    ემოციური დაძაბულობა ან დათრგუნვა;
-    კონცენტრაციის დაქვეითება;
-    ძილის მოშლა;
-    ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი და შაკიკი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
-    კლიმაქტერული სინდრომი;
-    “მენეჯერის სინდრომი” (მუდმივი ფსიქიკური დაძაბულობის მდგომარეობა);
-    ანგიონევროზი (გულ-სისხლძარღვთა სისტემის) და ვეგეტონევროზი (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია).

უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები
ორსულობის და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის მიღება ჩვენების მიხედვით.
სომნა-რიცი აძლიერებს საძილე, სედატიური და სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედებას.

დოზირება და მიღების წესი
მოზრდილთათვის რეკომენდებულია 1-2 კაფსულა ორ-სამჯერ დღეში ხანგრძლივად მისაღებად. უფროსი ასაკის ბავშვებისათვის 1 კაფსულა ერთ-სამჯერ დღეში.
კაფსულები მიიღება დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად მომატებული მგრძნობელობის გამოვლინებები.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა
10 კაფსულა ბლისტერებში. მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტის გარეშე!  

მწარმოებელი ფირმა:  
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია