პირაცეტამი – დარნიცა

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდება:
Piracetam; 2-ოქსო-1-პიროლიდინაცეტამიდი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე;

შემადგენლობა: საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს 0,2გ პირაცეტამს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის აცეტატი, განზავებული ძმარმჟავა, საინექციო წყალი.  

გამოშვების ფორმა: ხსნარი ინექციისათვის.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი. ფსიქომასტიმულირებელი და ნოოტროპული საშუალება. პირაცეტამი

ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა. პირაცეტამი-დარნიცა აძლიერებს დოფამინის სინთეზს თავის ტვინის ქსოვილებში, ზრდის ნორადრენალინის შემცველობას, ზრდის აცეტილქოლინის რაოდენობას სინაპტიკურ დონეზე და ქოლინორეცეპტორების სიმკვრივეს. პრეპარატის მოქმედებიდან არ უნდა გამოირიცხოს рьჰამმ-ერგიული ელემენტები, მიუხედავად იმისა, რომ ჰამმ-ში ის  არ გარდაიქმენება. პრეპარატი დადებით გავლენას ახდენს ცვლის პროცესებზე და ტვინის სისხლის მიმოქცევაზე, ასტიმულირებს დამამჟავიანებელ-აღმდგენ პროცესებს, აძლიერებს გლუკოზის უტილიზაციას, აუმჯობესებს რეგიონარულ სისხლდინებას ტვინის იშემიზირებულ უბნებში. ენერგეტიკული პროცესების ოპტიმიზაცია ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის მდგრადობის მომატებას ჰიპოქსიისა და სხვადასხვა ტოქსიკური ფაქტორების მიმართ. პირაცეტამი-დარნიცა აუმჯობესებს ტვინის ინტეგრატიულ მუშაობას, ხელს უწყობს მეხსიერების კონსოლიდაციას, აუმჯობესებს სწავლის პროცესებს.

ფარმაკოკინეტიკა. პირაცეტამი ნაწილდება ყველა ორგანოსა და ქსოვილში, აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. პრეპარატი გროვდება თავის ტვინის ქერქის ქსოვილებში, უპირატესად, შუბლის, საფეთქლებისა და კეფის ადგილებში, ნათხემისა და ბაზალური განგლიებში. არ უკავშირდება პლაზმის ცილებს. გამოიყოფა თირკმლებით უცვლელი ფორმით. ნახევარგამოყოფის პერიოდია 4-5 საათი. თირკმლის უკმარისობისას ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება.

ჩვენებები. პირაცეტამი-დარნიცა ინიშნება მოზრდილებსა და ბავშვებში ნერვული სისტემის დაავადებების დროს, განსაკუთრებით, როდესაც ისინი გამოწვეულია სისხლძარღვოვანი დარღვევებით, ტვინის ცვლის პროცესების ინვერსიებით (მათ შორის ხანდაზმული ასაკის ადამიანებში).
ნევროლოგიაში პრეპარატი ინიშნება თავის ტვინის ათეროსკლეროზის, სისხლძარღვოვანი პარკინსონიზმის, სხვა პათოლოგიური პროცესების დროს, როდესაც ვლინდება ქრონიკული ცერებრალურ-სისხლძარღვოვანი უკმარისობა, გონების, ყურადღების, მეტყველების დაქვეითება, თავბრუსხვევა. პრეპარატი ასევე გამოიყენება ტვინის სისხლის მიმოქცევის ცვლილებების დროს, ტვინის ტრავმითა და ინტოქსიკაციით გამოწვეული კომატოზური და სუბკომატოზური მდგომარეობების დროს. პრეპარატი გამოიყენება ნერვული სისტემის დაავადებების დროს, როდესაც ადგილი აქვს ინტელექტუალურ-მნესტიკური ფუქნციის დაქვეითებას და ემოციურ-ნებისყოფის სფეროს დარღვევას.
ფსიქიატრიულ პრაქტიკაში ეს პრეპარატი გამოიყენება ნევროტული და ასთენოადინამიური დეპრესიული მდგომარეობების დროს, როდესაც ვლინდება ადინამია, ასთენიური, სენესტოიპოქონდრული დარღვევები, იდეატორული შეფერხება, ასევე შიზოფრენიის დროს დუნეაპათიური დეფექტური მდგომარეობებისას, სხვადასხვა ეტიოლოგიის ფსიქოორგანული სინდრომებისას, ძლიერი ფსიქოზების დროს, ფსიქიკური დაავადებების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.
პრეპარატი ინიშნება დემენციის, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო კომლექსურ თერაპიაში.
პედიატრიაში პირაცეტამი-დარნიცა გამოიყენება ცერებრასთენური, ენცეფალოპათიური დარღვევების, მეხსიერების დარღვევა, ინტელექტუალური უკმარისობის დროს და სხვ.
პრეპარატი გამოიყენება აბსტინენტური, პრედელირიოზული და დელირიოზული მდგომარეობების კუპირებისათვის ალკოჰოლიზმის დროს, ასევე ნარკომანებში, ალკოჰოლით, მორფინით, ბარბიტურატებით მოწამვლისას და სხვა. ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს პირაცეტამი-დარნიცა ინიშნება ასთენიის მოვლენების შესამცირებლად, ფსიქიკის ინტელექტუალურ-მნესტიკური და სხვა სახის დარღვევებისას.
პრეპარატის გამოყენება მიზანშეწონილია მწვავე ვირუსული ნეიროინფექციების დროს იშემიისა და ტვინის ჰიპოქსიის შესამცირებლად. პრეპარატის ანტიჰიპოქსიური მოქმდება გათვალისწინებული უნდა იყოს მიოკარდის ინფარქტის კომპლექსური თერაპიის დროს.

გამოყენების წესი და დოზები: პრეპარატი ინიშნება შიდაკუნთურად ან შიდავენურად.
მწვავე ცერებრალური დაავადებების, კომატოზური მდგომარეობების, მოწამვლის მკურნალობისას პრეპარატი კეთდება შიდაკუნთურად ან შიდავენურად 2-4 გ-დან დაწყებული, ხოლო შემდეგ დოზა სწრაფად იზრდება 6გ-მდე დღე-ღამეში. ასეთ შემთხვევებში მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზების ინდივიდუალური შერჩევა დამოკიდებულია ავადმყოფის მდგომარეობაზე და დაავადების კლინიკური სურათის უკუქცევითი დინამიკის სიჩქარეზე.  მდგომარეობის კლინიკური გაუმჯობესების შემდეგ დოზა თანდათანობით მცირდება და ხდება პრეპარტის შინაგანად მიღებაზე გადასვლა.
ბავშვებში მძიმე მდგომარეობის დროს (ტვინის შეშუპება, მენინგოენცეფალიტი და სხვ.) პირაცეტამი-დარნიცა კეთდება შიდავენურად წვეთებით: 5-10მლ 20%-იანი ხსნარი 100-150 მლ 5%-იან გლუკოზის ხსნარში; ერთ კურსზე – 10-მდე გადასხმა. გეგმური მკურნალობის ჩატარებისას პრეპარატი მიიღება შიდაკუნთურად: ერთ კურსზე 3-4 მლ 20%-იანი ხსნარის 10-20 ინექცია.
მრავალწლიანი თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში  რეკომენდებულია 2-3 კურსის ჩატარება წლის განმავლობაში: 5 მლ 20%-იანი ხსნარის 10 შიდაკუნთური ინექცია (დღე გამოშვებით), ხოლო შემდეგ შინაგანად 0,4 გ დღეში 2-3-ჯერ 1-2 თვის განმავლობაში.

გვერდითი მოქმედებები.
პირაცეტამი-დარნიცა ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება პრეპარატის არატოქსიკურობის გამო. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს მომატებული გაღიაზიანებადობა, შფოთვა, ძილის დარღვევა, დისპეპტური მოვლენები, ხანდაზმულებში შეიძლება გამოვლინდეს კორონარული უკმარისობის გამწვავება (საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა). არ არის გამორიცხული ალერგიული რეაქციები, ინდივიდუალური აუტანლობა.

ბავშვებში, განსაკუთრებით გონებრივად ჩამორჩენილებში, შეიძლება განვითარდეს ფორიაქი, შფოთვა, მოძრაობის შენელება, ყურადღების კონცენტრირების დაქვეითება, გაუწონასწორებლობა. აღნიშნული მოვლენები ქრება დოზის შემცირების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

უკუჩვენებები. თირკმლის მწვავე უკმარისობა; პრეპარატი არ ინიშნება იმ ბავშვებში, რომლებიც დაავადებულნი არიან დიაბეტით და რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ხილის წვენების, ესენციების მოხმარებით გამოწვეული ალერგიული რეაქციები. პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. პირაცეტამი-დარნიცას დანიშვნა შეიძლება ფსიქოტროპულ, გულ-სისხლძარღვთა და ბევრ სხვა პრეპარატებთან ერთად. არსებობს მონაცემები პრეპარატის მიერ ანტიდეპრესანტების ეფექტის გაძლიერების შესახებ.
პირაცეტამი-დარნიცასა და ტრიიოდტირონინისა და ტეტრაიოდტირონინის შემცველი ფარისებრი ჯირკვლის ექსტრაქტის  ერთობლივი გამოყენებისას შესაძლებელია აღინიშნოს პირაცეტამი-დარნიცას უარყოფითი მოქმედება, რაც ვლინდება გონების არევა, ფსიქომოტორული აღგზნებით, ძილის დარღვევით. 

ჭარბი დოზირება. პირაცეტამი-დარნიცა პრაქტიკულად არატოქსიკურია და არ იწვევს მწვავე მოწამვლას მაღალი დოზებით მიღების შემთხვევაშიც კი.

გამოყენების თავისებურებანი. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობის დროს. რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის მუდმივი კონტროლი. ძილის დარღვევის შემთხვევაში, რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა საღამოს და მისი მიღება დღისით მისაღებ დოზასთან ერთად.
პრეპარატის დანიშვნა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება ნაყოფისათვის შესაძლო რისკს. პირაცეტამი-დარნიცა აღწევს დედის რძეში, ამდენად, თუ აუცილებელია პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში, უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

შენახვის პირობები და ვადა. პრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. შენახვის ვადა – 3 წელი.

გაცემის წესი. რეცეპტით.

შეფუთვა. ხსნარი ინექციისათვის 5 მლ ამპულებში; 10 ამპულა კოლოფში ან მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი. დსს ფარმაცევტული ფირმა “დარნიცა”.
მისამართი. 02093, უკრაინა, ქ. კიევი, ბორისპოლის ქ. 13.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია