სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება :  ეტიფოქსინის ჰიდროქლორიდი;
1 კაფსულა შეიცავს ეტიფოქსინის ჰიდროქლორიდს 50 მგ ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტალკი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიკატი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანქსიოლიზური (შფოთვის საწინააღმდეგო) საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
თერაპიული დოზებით ეტიფოქსინის ჰიდროქლორიდს აქვს ანქსიოლიზური მოქმედება. ეტიფოქსინის ჰიდროქლორიდი არ მოქმედებს ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეზე და შეიძლება გამოიყენოთ როგორც დღის ტრანკვილიზატორი.

ჩვენებები:
სტრეზთან დაკავშირებული ნევრასთენიული მდგომარეობები, რომელთაც ახლავს შფოთვა, შიში და მოუსვენრობა, შფოთვით-ფობიური მოშლილობები, ვეგეტატიური მოშლილობები ზომიერად გამოხატული შიშით, აპათიით, აქტივობის დაქვეითებით.

უკუჩვენებები:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, შოკური მდგომარეობა, მიასთენია, ღვიძლის და/ ან თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა; პრეპარატის შემადგენლობაში შედის ლაქტოზა, რის გამოც არ არის რეკომენდებული ავადმყოფებისათვის თანდაყოლილი გალაქტოზემიით, გლუკოზისა და გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით, ან ლაქტოზის დეფიციტით; ორსულობა; ძუძუთი კვება;

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი არ ინიშნება ბავშვებში 15 წლამდე (არასაკმარისი კლინიკური კვლევების გამო.) სტრეზამით მკურნალობის შეწყვეტისას პაციენტს არ აღენიშნება მოხსნის სინდრომი. სტრეზამი არ მოქმედებს ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეზე, მაგრამ პრეპარატის მიმართ ინდივიდუალური რეაქციის გათვალისწინებით, მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია საავტომობილო ტრანსპორტის და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარის ხანმოკლე გაუარესება.
მკურნალობის პერიოდში თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლური სასმელების, ცენტრალური მოქმედების სხვა ნივთიერებების (ჰალოპერიდოლი, დიაზეპამი, იმიპრამინი) მიღებისაგან.
თუ გქონიათ ალერგიული რეაქცია, აცნობეთ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
თუ თქვენ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, აუცილებლად აცნობეთ ექიმს.  სტრეზამის და იმ პრეპარატების , რომლებიც თრგუნავენ  ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას (ნეიროლეპტიური, ტრანკვილიზური, ანალგეზიური, სედატიური საშუალებები, ანტიდეპრესანტები) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქმედების ეფექტურობის პოტენცირება.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის დოზას და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი დაავადების სიმძიმის მიხედვით.
მოზრდილები – 1 კაფსულა 2-3 ჯერ დღეში ჭამის წინ. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 12 კვირას.

ჭარბი დოზირება:
აღინიშნება ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაქვეითება). რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა. აუცილებლობის შემთხვევაში სამედიცინო პერსონალის მიერ ტარდება სიმპტომური მკურნალობა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

გვერდითი მოვლენები:
ხანდახან აღინიშნება თავბრუსხვევა, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას მკურნალობის დასაწყისში  და მკურნალობის გაგრძელებისას თავისით გაქრეს. იშვიათად – გამონაყარი კანზე, ძალიან იშვიათად – ალერგიული რეაქციები, ისეთი, როგორც ჭინჭრის ციება, ანგიოდერმიტი.
ამ და სხვა არასასურველი რეაქციებისას შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.

გამოშვების ფორმა:
20 კაფსულა ბლისტერზე. 3 ბლისტერი შეფუთვაში.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი: რეცეპტით

შენახვის პირობები:
ინახება ოთახის(25ºC -მდე) ტემპერატურაზე, ბავშვებისგან დაცულ ადგილას. ნუ შეინახავთ პრეპარატს სააბაზანოსა და სამზარეულოში.

მწარმოებლის დასახელება და მისამართი:
ბიოკოდექსი
გალენის ავენიუ 7
ჟანტილი – საფრანგეთი 94250

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია