მწარმოებელი:
DANSK DROGE A/S NYKOMED AUSTRIA GmbH, დანია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვიტამინური პრეპარატი მიკრო- და მაკროელემენტებით და ჟენშენის ფესვის ექსტრაქტით. ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
ჟენშენის სტანდარტიზებული ექსტრაქტი GGE®; მწვანე ჩაის ექსტრაქტი; 10 ვიტამინი; 7 მინერალი და მიკროელემენტი.
1 ტაბ*)
მაგნიუმი ....................................... | 250 მგ 65 |
ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი (Panax Ginseng C. A. Meyer) ........ |
85 მგ |
ვიტამინი C ................................... | 60 მგ 85 |
მწვანე ჩაის ფოთლების ექსტრაქტი (Camellia sinensis L) .................... |
37.2 მგ |
ნიკოტინამიდი ................................ | 19 მგ 95 |
თუთია ......................................... | 15მგ.125 |
რკინა .......................................... | 10 მგ 65-100 |
ვიტამინი E ................................... | 10 მგ 65 |
პანტოთენის მჟავა ............................ | 6 მგ 120 |
მანგანუმი ..................................... | 3.8 მგ 190 |
სპილენძი ..................................... | 2.5 მგ 250 |
ვიტამინი B6 ................................. | 2.2 მგ 110 |
ვიტამინი B2 ................................. | 1.7 მგ 85 |
ვიტამინი B1 ................................. | 1.5 მგ 90 |
ვიტამინი A .................................. | 800 მკგ 80 |
ფოლიუმის მჟავა ............................ | 200 მკგ 50 |
მოლიბდენი ................................. | 45 მკგ 100 |
ქრომი ....................................... | 40 მკგ 80 |
ვიტამინი B12 ............................... | 2 მკგ 65 |
*) მოხმარების რეკომენდებული ნორმის %.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა E460, სიმინდის სახამებელი, მალტოდექსტრინი, ნატრიუმ-კარბოქსიმეთილცელულოზა განივი ჩანაკერებით E 468, გლიცერინი E 422, მაგნიუმის სტეარატი E 470b, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა E 464, რკინის ოქსიდი E 172, შელაკი E 904, ტალკი E 553b.
ერთი ტაბლეტის მასა 1170 მგ.
ჩვენებები:
როგორც საკვების - პანაქსოზიდების, კატექინების, ვიტამინების მაკრო- და მიკროელემენტების წყაროს ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.
მიღების წესები და დოზირება:
მოზრდილებში 1 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს დღის პირველ ნახევარში.
გვერდითი მოვლენები:
ფილტვისმიერი სისხლდენა; ალერგიული რეაქციები; რეტინოპათია (სისხლში ჟანგბადის პარციალური დაჭიმულობის სწრაფი მატების დროს).
უკუჩვენებები:
- პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა;
- ორსულობა, ლაქტაცია;
- ჰიპერტონიული დაავადება;
- უძილობა;
- მომატებული ნერვული აგზნებულობა.
გამოყენების დაწყებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
ორსულობა და ლაქტაცია:
არ გამოიყენება.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.