სეროსტარი

10 მგ, შემოგარსული ტაბლეტები

მემანტინი ჰიდროქლორიდი

ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე წაიკითხეთ ესბ როშურა მთლიანადრადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
• შეინახეთ ეს ბროშურა. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა  წაკითხვა.
• თუ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
• ეს მედიკამენტი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის  სხვებს. ამან  შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი ავადმყოფობის ნიშნები თქვენის მსგავსია.
• თუ განგივითარდათ რაიმე გვერდითი მოვლენები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.  ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ბროშურაში.
რა არის მოცემულიამ ბროშურაში
1. რა არის და რისთვის გამოიყენება სეროსტარი
2. რა უნდა იცოდეთ სეროსტარის მიღებამდე
3. როგორ მიიღება სეროსტარი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ უნდა შეინახოს სეროსტარი
6. პაკეტის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
1. რა არის და რისთვის გამოიყენებასეროსტარი
როგორ მოქმედებს სეროსტარი
სეროსტარი განეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელიც ცნობილია როგორც ანტი-დემენციური მედიკამენტები.
მეხსიერების დაკარგვა ალცჰეიმერის დაავადების დროს გამოწვეულია ტვინში შეტყობინებების სიგნალების დარღვევით.
ტვინი შეიცავს ე.წ. N-მეთილ-D-ასპარტატის (NMDA) რეცეპტორებს, რომლებიც ჩართულები არიან ნერვული სიგნალების გადაცემაში, რაც მნიშვნელოვანია სწავლისა და მეხსიერებისთვის.
სეროსტარი განეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით NMDA-რეცეპტორების ანტაგონისტები. სეროსტარი მოქმედებს ამ NMDA- რეცეპტორებზე და აუმჯობესებს ნერვული სიგნალების გადაცემასა და მეხსიერებას.
რისთვის  გამოიყენება სეროსტარი
სეროსტარი გამოიყენება ზომიერი და მძიმე ალცჰეიმერის დაავადებით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ.
 რა უნდა იცოდეთ სეროსტარის მიღებამდე
არ მიიღოთ სეროსტარი
• თუ ხართ ალერგიული მემანტინ ჰიდროქლორიდის ან ამ მედიკამენტის სხვა ინგრედიენტების (ჩამოთვლილია მე -6 სექციაში) მიმართ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სეროსტარის მიღებამდე
განსაკუთრებული სიფრთხილი გამოიჩინეთ სეროსტარის მიმართ
•  თუ ანამნეზში გაქვთ ეპილეფსიური კრუნჩხვები
• თუ ახლახან გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა) ან გაქვთ გულის შეგუბებითი უკმარისობა ან გაუკონტროლებელი ჰიპერტენზია (სისხლის მაღალი წნევა).
ამ სიტუაციებში მკურნალობაზე უნდა განხორციელდეს ყურადღებით მეთვალყურეობა და სეროსტარის კლინიკური სარგებლობა რეგულარულად უნდა შეფასდეს განმეორებით თქვენი ექიმის მიერ.
თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა (თირკმლის პრობლემები), თქვენმა ექიმმა ყურადღებით უნდა გააკონტროლოს თქვენი თირკმლის ფუნქცია და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს სეროსტარის დოზების შესაბამისად ადაპტირება.
სამკურნალო პრეპარატების გამოყენება, როგორიცაა ამანტადინი (პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), კეტამინი (ნივთიერება, რომელიც ზოგადად გამოიყენება საანესთეზიო საშუალებად), დექსტრომეთორფანი (ზოგადად გამოიყენება ხველის სამკურნალოდ) და სხვა NMDA- ანტაგონისტების გამოყენება, თავიდან უნდა იქნას აცილებული.
თქვენ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ ბოლო დროს მნიშვნელოვნად შეცვალეთ ან აპირებთ შეცვალოთ დიეტა  (მაგ. ჩვეულებრივი დიეტიდან  მკაცრ ვეგეტარიანულ დიეტაზე გადასვლა) ან თუ გაქვთ თირკმლის მილაკოვანი აციდოზის მდგომარეობა  (RTA, სისხლში მჟავა-წარმომქმნელი ნივთიერებების სიჭარბე თირკმლის ფუნქციის დარღვევის გამო (თირკმლის ფუნქციის დარღვევა) ან საშარდე ტრაქტის (სტრუქტურა, რომელიც ატარებს შარდს) მძიმე ინფექციები, რადგანაც თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი მედიკამენტის დოზის დარეგულირება.
ბავშვები და მოზარდები

სეროსტარი არ არის რეკომენდირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის და მოზარდებისათვის.
სხვა მედიკამენტები და სეროსტარი
სეროსტარმა  შეიძლება შეცვალოს შემდეგი მედიკამენტების ეფექტები და შეიძლება ექიმს დასჭირდეს მათი დოზის  დარეგულირება:

• ამანტადინი, კეტამინი, დექსტრომეთორფანი
• დანტროლენი, ბაკლოფენი
• ციმეტიდინი, რანიტიდინი, პროკაინამიდი, ქინიდინი, ქინინი, ნიკოტინი
• ჰიდროქლოროთიაზიდი (ანნებისმიერი კომბინაცია ჰიდროქლოროთიაზიდთან)
• ანტიქოლინერგული საშუალებები (ნივთიერებები, რომლებიც ზოგადად გამოიყენება მოტორული დარღვევების ან ნაწლავების სპაზმების სამკურნალოდ).
• ანტიკონვულსანტები (ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება კრუნჩხვების პრევენციისა და შემსუბუქებისათვის)
• ბარბიტურატები (ზოგადად გამოიყენება როგორც საძილე საშუალებები)
• დოპამინერგული აგონისტები (ნივთიერებები, როგორიცაა L- დოპა, ბრომოკრიპტინი)
• ნეიროლეპტიკები (ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ გამოყენებული ნივთიერებები)
• პერორალური ანტიკოაგულანტები
აცნობეთთქვენ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ, ბოლო დროს ღებულობდით  ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტები ან ნებისმიერი სხვა მედიკამენტები.
თუ თქვენ მიდიხართ საავადმყოფოში, აცნობეთ ექიმს, რომ თქვენ იღებთ სეროსტარს.
სეროსტარი საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვები გავლენას არ ახდენს სეროსტარის მოქმედებაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
სეროსტარის გამოყენება ორსულ ქალებში რეკომენდირებული არ არის.
ქალებმა, რომლებიც იღებენ სეროსტარს, არ უნდა კვებონ ძუძუთი.
თუ თქვენ ხართ ორსული ან მეძუძური ქალი,  ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
თქვენი ექიმი გეტყვით, გაძლევთ თუ არა თქვენი ავადმყოფობა საშუალებას მართოთ ავტომობილი ან იმუშაოთ მექანიზმებთან უსაფრთხოდ. უფრო მეტიც, სეროსტარმა შეიძლება შეცვალოს თქვენი რეაგირების უნარი, რაც შეუძლებელს გახდის ავტომობილის მართვას და მექანიზმებთან მუშაობას.

სეროსტარი შეიცავს ლაქტოზას
თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ გარკვეული შაქრების მიმართ აუტანლობა,  მიმართეთ თქვენს ექიმს ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე.
2. როგორ მიიღება სეროსტარი
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.
დოზირება
სეროსტარის რეკომენდებული დოზა მოზრდილებში და ხანდაზმულებში არის 20 მგ დღეში ერთჯერ.
გვერდითი მოვლენების რისკის შესამცირებლად ეს დოზა მიიღწევა ეტაპობრივად შემდეგი ყოველდღიური მკურნალობის სქემით:

კვირა 1

10 მგ-იანი ტაბლეტის ნახევარი

კვირა 2

ერთი 10 მგ-იანი ტაბლეტი

კვირა 3

ერთნახევარი 10 მგ-იანი ტაბლეტი

კვირა 4 და შემდეგ

ორი მგ-იანი ტაბლეტი დღეში ერთჯერ

დოზირება თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონეპ აციენტებში
თუ თქვენ გაქვთ თირკმლების ფუნქციის დარღვევები, თქვენი ექიმი გადაწყვეტს დოზას, რომელიც შეესაბამება თქვენს მდგომარეობას. ამ შემთხვევაში თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი უნდა ჩატარდეს თქვენი ექიმის მიერ  დადგენილი ინტერვალებით.
ტაბლეტის გატეხვა
მოათავსეთ ტაბლეტი მრგვალი მხარით მყარ ზედაპირზე, გასატეხი ხაზით ზემოთ.  დააჭირეთ ერთი და იგივე ხელის საჩვენებელი თითი და ცერი  გასატეხი ხაზის  ორივე მხარეს და დააჭირეთ ქვემოთკენ სანამ ტაბლეტი არ გატყდება,  როგორც ილუსტრაციაშია ნაჩვენები.

მიღების წესი
სეროსტარი მიიღება პერორალურად დღეში ერთჯერ. იმისათვის, რომ მიიღოთ სარგებელი თქვენი მედიკამენტისაგან, უნდა მიიღოთ ის რეგულარულად, ყოველდღე, დღის ერთი და იგივე დროს. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს ცოტა წყლის დაყოლებით.  ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
მკურნალობის ხანგრძლივობა
განაგრძეთ სეროსტარის მიღება  ექიმის მიერ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. ის რეგულარულად შეაფასებს თქვენს მკურნალობას.

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი სეროსტარი
ზოგადად, სეროსტარის ზედმეტი რაოდენობით  მიღებამ არ უნდა გავნოთ თქვენ.  თქვენ შეიძლება განიცადოთ სიმპტომების მომატება, რომლებიც აღწერილია მე -4 სექციაში „შესაძლო გვერდითი მოვლენები“.
თუ თქვენ სერიოზულად გადააჭარბეთ დოზას, დაუკავშირდით თქვენს ექიმს  ან მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.
თუ დაგავიწყდათ სეროსტარის მიღება
თუ დაგავიწყდათ სეროსტარის დოზის მიღება, დაელოდეთ და მიიღეთ მომდევნო დოზა ჩვეულებრივ  დროს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის შესავსებად.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველას არ განუვითარდება ისინი.
ზოგადად, დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები მსუბუქიდან  ზომიერამდეა.
ხშირი (შეიძლება განუვითარდეს  10 -დან  1 ადამიანს)
თავის ტკივილი • ძილიანობა • ყაბზობა •  ღვიძლის ფუნქციური ტესტების მომატება • თავბრუსხვევა • წინასწორობის  დარღვევები • მაღალი არტერიული წნევა • ქოშინი • წამლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა
არა-ხშირი (შეიძლება განუვითარდეს  100 -დან  1 ადამიანს)
დაღლილობა • სოკოვანი ინფექციები • ცნობიერების აბნევა • ჰალუცინაციები • ღებინება •  სიარულის დარღვევა • გულის უკმარისობა • ვენური სისხლის შედედება (თრომბოზი/ თრომბოემბოლია)

ძალიან იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს  10,000 -დან  1 ადამიანს)
კრუნჩხვები
ცნობილიარ არის  (სიხშირე ვერ შეფასდება ხელმისაწვდომი მონაცემებიდან)
პანკრეასის ანთება • ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) • ფსიქოზური რეაქციები
ალცჰეიმერის დაავადება დაკავშირებულია დეპრესიასთან, სუიციდურ აზრებთან და სუიციდთან. ეს მოვლენები დაფიქსირდა  სეროსტარით ნამკურნალევ  პაციენტებში.
გვერდითი მოვლენების ანგარიშგება
თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე გვერდითი მოვლენები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო ეფექტს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ბროშურაში.
5. 
როგორ უნდა შეინახოს  სეროსტარი

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვების მხედველობისგან დაფარულ და ხელმიუწვდომელ  ადგილზე.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მოცემულია  ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე "EXP" აღნიშვნის შემდეგ. პირველი ორი ციფრი მიუთითებს თვეს და ბოლო ოთხი ციფრი მიუთითებს წელიწადს. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
არ გადააგდოთ ნებისმიერი მედიკამენტები საკანალიზაციო წყლებთან ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.  ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაიყაროს წამლები, რომლებსაც თქვენ აღარ ღებულობთ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. პაკეტის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს სეროსტარი
• აქტიური ნივთიერებაა მემანტინი ჰიდროქლორიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ მემანტინ ჰიდროქლორიდს, რომელიც  8.31 მგ მემანტინის ექვივალენტურია.
• სხვა ინგრედიენტებია ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ტალკი და მაგნიუმის სტეარატი, ყველა ტაბლეტის ბირთვშია; და ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდის ყვითელი (E172), რკინის ოქსიდის წითელი (E172) და მაკროგოლი - ყველა ტაბლეტის გარსშია.

როგორ გამოიყურება  სეროსტარი და პაკეტის შემცველობა
სეროსტარი 10 მგ ტაბლეტები წარმოდგენილია როგორც თეთრი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები (8 მმ), ერთ მხარეს გასატეხი ხაზით  , ხოლო მეორე მხარეს ამოტვიფრულია "M9MN" და "10". ტაბლეტი შეიძლება დაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.
სეროსტარის ტაბლეტები ხელმისაწვდომია ბლისტერის პაკეტებში:
ბლისტერები, რომლებიც შეიცავს 10, 14, 20, 28, 30, 42, 50, 56, 60, 90, 98, 100, 112 ან 120 ტაბლეტსა და უნიფიცირებული დოზის  ბლისტერი, რომელიც შეიცავს 30x1 ტაბლეტს.
შესაძლოა ბაზარზე არ იყოს გამოტანილი ყველა ზომის  პაკეტები.
მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი:
შპს არტ ფარმა, საქართველო
მწარმოებელი (მწარმოებლები):
სინთონ ჰისპანია, SL, ესპანეთი

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია