საერთაშორისო დასახელება:
RETINOL; TOKOPHEROL
მწარმოებელი: BALKANPHARMA
მოქმედი ნივთიერება: ვიტამინი A + ვიტამინი E
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვიტამინები და დანამატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი
1 კაფს.
ვიტამინი A .............. 1500 მკგ
ЭP (5000სე)
ვიტამინი E ............... 67 მგ
α - ЭT (100 სე)
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ცხიმში ხსნადი A და E ვიტამინემის კომბინაცია, რომლებიც ხასითდებიან ანტიოქსიდანტური თვისებებით.
ჩვენებები:
- A და D ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- ათეროსკეროზი, კორონარული უკმარისობა;
- მიოზიტი, მიოპათია, კუნთოვანი დისტროფია; მხედველობითი დარღვევის მკურნალობა;
- კანის დაზიანება;
- უნაყოფობა, სპონტანური აბორტი;
- ინფექციური დაავადებები;
- პეპტიკური წყლული;
- შაქრიანი დიაბეტი.
მიღების წესები და დოზირება:
1 კაფსულა 2–3–ჯერ დღეში 1–3 თვის მანძილზე.
ჭარბი დოზირება:
გულისრევა ღებინება, თავის ტკივილი, უძილობა.
მკურნალობა: უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება, ჩატარდეს სიმპტომური თერაპია.
გვერდითი ეფექტები:
უმადობა, გამონაყარი, ქავილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, insomnia, თმის ცვენა, მენსტრუალური დარღვევები.
უკუჩვენებები:
* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* A ჰიპერვიტამინოზი;
* თირკმლის უკმარისობა;
* დიარეა;
* ბავშვთა ასაკი;
* ორსულობა, ლაქტაცია.
ურთიერთქმედება:
ახდენს ანტიკოაგულანტების მოქმედების პოტენცირებას, მაგრამ ასუსტებს გლუკოკორტიკოიდების, სუკრალფატის, საფაღარათოს, ქოლესტირამინის, ქოლესტიპოლის, კონტრაცეპტივების ეფექტს, რკინის პრეპარატები აქვეითებენ გერიტამინ–ნეოს მოქმედებას.
განსაკუთრებული მითითებები:
სიფრთხილეა საჭირო პოსტინფარქტულ პერიოდში; მიოკარდიოსკლეროზისას, ჰიპოქოლესტეროლემიისას, თირკმლის უკმარისობისას, თრომბოფლებიტისა და ფლებოთრომბოზის დროს.
შენახვის პირობები:
არა უმეტეს 250C ტემპერატურისა, მშრალ, ბნელ ადგილზე.
შენახვის ვადა: 3 წელი.