საერთაშორისო დასახელება:

GYNAECOHEEL N

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გინეკოლოგიური დაავადების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში 30 და 100 მლ.

100 მლ

სპირტხსნარი 35%
შიგნით მისაღებად  წვეთების სახით
100 მლ
Apis mellifica D4 10 მლ
Ammonium bromatum D4 10 მლ
Lilium lancifolium D4 10 მლ
Aurum jodatum D12 10 მლ
Crabro vespa D4 10 მლ
Chamaelirium luteum D4 10 მლ
Palladium metallicum D12 10 მლ
Platinum metallicum D12 10 მლ
Naja naja D12 10 მლ
Melilotus officinalis D3 5 მლ
Viburnum opulus D2 5 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოსკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკვეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები, როგორიცაა: ადნექსიტი (ოოფორიტი, სალპინგიტი), პარამეტ-რიტი, მიომეტრიტი, ენდომეტრიტი, კოლპიტი, თეთრად შლა, დისმენორეა, ამენორეა, გინეკოლოგიური სისხლდენა, ფრიგიდულობა;
  • პრეპარატი გამოიყენება ასევე უშვილობის და მიომების მკურნალობის კომპლექსურ სქემაში, აგრეთვე თმის ცვენისას.

მიღების წესები და დოზირება:

ჩვეულებრივ ინიშნება 10 წვეთი 3-ჯერ დღეში. მწვავე შემთხვევებში 10 წვეთი ყოველ 15 წუთში, არა უმეტეს 2 საათის განმავლობაში.

მიღების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია

განსაკუთრებული მითითებები:

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას პრეპარატი არ მიიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. დაიცავით გადახურებისგან. ფლაკონი უნდა დაიხუროს გამოყენებისთანავე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია