საერთაშორისო დასახელება:

FERROUS SULFATE; FOLIC ACID

მწარმოებელი: Pierre Fabre Medicament Prduction, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: რკინის სულფატის ჰიდრატი + ფოლის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რკინადეფიციტური ანემიის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა  და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 3 ბლისტერი.

1 ტაბ.

რკინის სულფატის ჰიდრატი .............   256.30 მგ

(ექვივალენტური 80 მგ რკინის)

ფოლის მჟავა ................................        0.350 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის გული: ასკორბინის მჟავა, უწყლო მუკოპროტეაზა, კარტოფილის სახამებელი, მეთილმეთაკრილატის კოპოლიმერის მეთაკრილის მჟავა (ეუდრაგიტ S,) ტრიეთილციტრატი, პოვიდონი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი, ტრისილიკატის მაგნიუმი.

გარსი: ძირითადი ბუტილირებული მეტაკრილის კოპოლიმერი (ეუდრაგიტი E), ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, კარნაუბის ცვილი, სუკროზა.

ჩვენებები:

  • რკინადეფიციტური და ფოლის დეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
  • რკინის ფარული დეფიციტი ფოლის მჟავის დეფიციტთან ერთად ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

მიღების წესები და დოზირება;

ერთჯერადი დოზა: 1 ტაბლეტი.

სადღეღამისო დოზა: რკინის და ფოლის მჟავის დეფიციტის პროფილაქტიკის და ორსულობის დროს გამოხატული ზომიერი სიმძიმის ანემიის დროს მიიღება 1 ტაბლეტი დღე-ღამეში.

რკინის და ფოლის მჟავის გამოხატული დეფიციტის დროს ინიშნება 1 ტაბლეტი 2-ჯერ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

შიგნით მისაღები რკინის სხვა პრეპარატის მსგავსად, გინო-ტარდიფერონს შეუძლია გამოიწვიოს ფეკალური მასის გამუქება, რასაც არ აქვს კლინიკური ღირებულება.

იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის მხრივ: ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა, ყაბზობა.

უკუჩვენებები:

ჰემოლიზური ანემიები, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, აპლასტიური ანემია, ვიტამინი B12, დეფიციტთან დაკავშირებული მეგალობლასტური ანემია.

ჭარბი დოზირება:

გინო-ტარდიფერონის რეკომენდებული დოზების მიღებისას არ ვლინდება დოზის გადაჭარბების სიმპტომები.

მიუხედავად ამისა, შემთხვევით დიდი რაოდენობით პრეპარატის შიგნით მიღებამ ბავშვებში, შესაძლებელია გამოიწვიოს დოზის გადაჭარბების სიმპტომები.

დოზის გადაჭარბების სიმპტომები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება და ნეკროზი, რასაც უმეტეს შემთხვევაში თან ახლავს გულის რევა, ღებინება და შოკური მდგომარეობა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიიღება უმი კვერცხი და რძე, რაც ხელს უწყობს რკინის იონების შებოჭვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და შესაბამისად მათ გაძევებას.

თუ პრეპარატი მიღებულია უახლოეს პერიოდში, ასეთ შემთხვევაში მისი გამოძევება ორგანიზმიდან შესაძლებელია ღებინების საშუალებით. მკურნალ ექიმს ასევე შეუძლია დანიშნოს კუჭის ამორეცხვა 1% ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნარით და დეფეროქსამინით. იმის გამო, რომ პრეპატი შეიცავს ფოლის მჟავის მცირე კონცენტრაციას, შესაბამისად არ არის მოსალოდნელი გამოვლინდეს მისი გადაჭარბების სიმპტომები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

შეუთავსებელია ანტაციდებთან და ტეტრაციკლინის დერივატებთან (ამცირებს შეწოვას);

თუ გინო-ტარდიფერონი მიიღება ანტაციდებთან, ტეტრაციკლინის რიგის ანტიბიოტიკებთან, მაგნიუმის და კალციუმის, ფოსფატის და ქოლესტირამინის მარილებთან ერთად, ასეთ შემთხვევაში უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობისა ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია