შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კოლოფშია 14 ვაგინალური სანთელი 14 ცალ სათითურთან ერთად.
ერთი სანთელი შეიცავს 500 მგ. მეტრონიდაზოლს და 100მგ. მიკონაზოლის ნიტრატს.
მწარმოებელი: ემბილი/თურქეთი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
გინოტრანის ვაგინალურ სანთელს, მასში მეტრონიდაზოლის შემცველობის გამო, გამოხატული აქვს ანტიბაქტერიული და ანტიპროტოზოული მოქმედება, ხოლო მიკონაზოლ ნიტრატის არსებობაც, ანიჭებს მას ანტიფუნგალურ ეფექტს.
მეტრონიდაზოლს ახასიათებს ბაქტერიციდული მოქმედება ანაერობულ ბაქტერიებზე, რომლებიც იწვევენ ვაგინიტების განვითარებას, პირველ რიგში Gardnerella vaginalis-ზე და Trichomonas vaginalis-ზე. პრეპარატებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენეს მაღალი ეფექტურობა მისი ვაგინალური ფორმების გამოყენების დროს.
მიკონაზოლ ნიტრატი ფართო სპექტრის ანტიფუნგალური მოქმედების პრეპარატია, იმიდაზოლის წარმოებული, შეიძლება გამოყენებულ იქნას ადგილობრივად (ვაგინალურად), ეფექტურია მრავალი სახის პათოგენური სოკოების მიმართ, პირველ რიგში Candida albicas-ის მიმართ, აგრეთვე ზოგიერთი გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ.
მეტრონიდაზოლი თავის ეფექტს განახორციელებს მიკროორგანიზმის უჯრედზე შუალედური პროდუქტების (ჰიდროქსილური მეტაბოლიტების) ტოქსიური გავლენით.
მიკონაზოლი კი მიკოზური უჯრედების მემბრანის განვლადობის ცვლილებით და უჯრედის გლუკოზისადმი მოთხოვნილების ინჰიბირებით.
ფარმაკოკინეტიკა:
მეტრონიდაზოლის ვაგინალური გზით გამოყენების შემთხვევაში სისხლის პლაზმაში მისი კონცეტრაცია შეადგენს 2-12% ორალური ერთჯერადი დოზით მიღებული 500მგ. მეტრონიდაზოლის კონცეტრაციიდან. ეს მონაცემები თამაშობს მნიშვნელოვან როლს პრეპარატის ვაგინალური ხმარების დროს მეტრონიდაზოლის სისტემური მოქმედების მინიმალიზაციაში.
ვაგინალური გზით მიკონაზოლ ნიტრატის გამოყენებისას, ძალიან მცირე კონცენტრაცია შეიწოვება (დოზის 1,4%)
გინოტრანის ვაგინალურ სანთლებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სისხლის პლაზმა არ შეიცავს მიკონაზოლს, ხოლო მეტრონიდაზოლი წარმოდგენილია 1,6-7,2მკგრმლ-ით. (მეტრონიდაზოლის დონე ორალური გზით სტანდარტული დოზით – 200მგ-ის მიღებისას შეადგენს 5მკგმლ)
მეტრონიდაზოლი მეტაბოლიზირდება ღვიძლში, ნახევრად დაშლის პერიოდი შეადგენს 6 -11 სთ-ს. შეწოვილი დოზის 20% შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად. 5 დღის მანძილზე 75%-გამოიყოფა შარდთან, ხოლო 15-% ფეკალურ მასებთან ერთად.
ჩვენება:
გამოიყენება ვაგინალური კანდიდოზის, ბაქტერიული ვაგინიტის (არასპეციფიური ვაგინიტი), ტრიხომონიაზისა და მიქს-ინფექციების ადგილობრივად სამკურნალოდ.
უკუჩვენება:
არ გამოიყენება გინოტრანის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებებისა და მათი წარმოებულების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, ორსულობის პირველ ტრიმესტრში, პორფირიის, ეპილეფსიის და ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევების დროს.
რეკომენდაციები, სიფრთხილე:
ორსულობის პირველი ტრიმესტრის შემდეგ, მკურნალობის მწვავე აუცილებლობის შემთხვევაში გინოტრანის ვაგინალური სანთელი ინიშნება ექიმის კონტროლის ქვეშ. მეძუძურმა ქალებმა მკურნალობის დროს უნდა შეწყვიტონ დედის რძის მიცემა ბავშვებისათვის, მეტრონიდაზოლის რძეში გადასვლის გამო. ძუძუთი კვება აღდგება მკურნალობის დასრულებიდან 24-48 სთ.-ში. გარკვეული რეაქციების აღმოცენების შესაძლებლობის გამო, რომელიც მსგავსია დისულფირამის გამოყენების შედეგად მიღებული რეაქციების, მკურნალობის პირველ 2 დღეს ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება.
ვაგინალური სანთლები არ ინიშნება კონტრაცეპტიულ დიაფრაგმასთან და პრეზერვატივებთან ერთდროულად, ამ უკანასკნელთა რეზინის დაზიანების გამო.
გინოტრანის სანთლით ტრიხომონადული ვაგინიტის მკურნალობის დროს, პარალელურად მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს სქესობრივ პარტნიორს.
გვერდითი მოვლენები, ადვერსიული მოქმედება.
გინოტრანის ვაგინალური სანთლების გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს ადგილობრივი და სისტემური გვერდითი რეაქციები, რაც დაკავშირებულია პრეპარეტში შემავალი მეტრონიდაზოლის და მიკონაზოლ ნიტრატის მოქმედებასთან.
ვაგინალური გზით მიკონაზოლ ნიტრატის გამოყენებამ, ისევე როგორც, იმიდაზოლის წარმოებული სხვა ანტიფუნგალური პრეპარატების ხმარებამ, 2-6% -ში შეიძლება გამოიწვიოს ვაგინალური ირიტაციის განვითარება (წვა, ქავილი), იშვიათად – თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, გამონაყარი კანზე. საშოს ლორწოვანის ანთების და ვაგინიტის გამო ვაგინალური ირიტაციის ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დაწყებიდან პირველ ან მესამე დღეს. თუ ირიტაციის ნიშნები სუსტადაა გამოხატული მკურნალობა გრძელდება, სიმპტომები თანდათან შემცირდება და შემდეგ გაივლის. ხოლო თუ გართულება სერიოზულ სახეს ატარებს მკურნალობა წყდება.
იმის გამო, რომ გინოტრანის შემადგენლობაში შემავალი მეტრონიდაზოლის დონე ვაგინალური გამოყენების დროს დაბალია(2-12%) ამ უკანასკნელის ორალური გზით მიღებულ კონცეტრაციასთან შედარებით, სისტემური გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა ნაკლებია.
მეტრონიდაზოლის ორალური გზით მიღების შემდეგ ვითარდება შემდეგი გვერდითი მოვლენები: იშვიათად – ჰიპერსენსიბილიზაცია, ლეიკოპენია, ატაქსია.
პრეპარეტის მაღალი დოზებით ხანგძლივი გამოყენების შემთხვევაში-პერიფერიული ნეიროპათია, კონვულსიები, იშვიათად დიარეა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მადის არარსებობა, გულისრევა, პირღებინება, ტკივილები ან სპაზმები მუცლის არეში, იშვიათად – გემოვნების შეცვლა, პირის სიმშრალე, შეკრულობა, საერთო სისუსტე.
გინოტრანის ვაგინალური გამოყენებისას მეტრონიდაზოლის სისხლის პლაზმაში დაბალი შემცველობის გამო აღნიშნული მოვლენები იშვიათად გვხვდება. მიკონაზოლ ნიტრატი ხელს უშლის ვაგინალური კანდიდოზის განვითარებას მეტრონიდაზოლით მკურნალობის დროს.
სხვა მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
ალკოჰოლი: ალკოჰოლის აუტანლობა
ორალური ანტიკოაგულანტები: ანტიკოაგულანტების მოქმედების გაძლიერება
ფენითოინი: სისხლის პლაზმაში ფენითოინის დონის მომატება, მეტრონიდაზოლის დაკლება.
დისულფირამი: ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან
ციმეტიდინი: სისხლში მეტრონიდაზოლის დონის მატება, ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების მომატების რისკი.
ლითიუმი: ლითიუმის ტოქსიურობის მომატება
ასტემიზოლი და ტერფენადინი: სისხლის პლაზმაში მათი კონცეტრაციის მომატება.
მეტრონიდაზოლით მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს ურთიერთქმედება ღვიძლის ფერმენტების, გლუკოზის, თეოფილინის და პროკაინამიდის დონეებს შორის.
გამოყენების მეთოდი და დოზირება:
არ გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე. მკურნალობის დასაწყისში ინიშნება ერთი ვაგინალური სანთელი ყოველ საღამოს 14 დღის განმავლობაში ან 7 დღის განმავლობაში დღეში 2 სანთელი, დილას და საღამოს.
რეციდივის შემთხვევაში, განმეორებითი მკურნალობის დროს 14 დღის განმავლობაში ინიშნება გინოტრანის 2 ვაგინალური სანთელი ასევე დილას და საღამოს.
გინოტრანის ვაგინალური სანთელი შეიყვანება მწოლიარე მდგომარეობაში საშოს სიღრმეში სათითურის მეშვეობით, რომელიც მოყვება კოლოფს.
მოხუცები: 65 წლის ზევით ინიშნება დიდების დოზა
ბავშვები: ბავშვებში არ ინიშნება
ქალიშვილებში არ გამოიყენება
არ მიიღება ორალური გზით!
დოზის გადაჭარბება და მკურნალობა:
გინოტრანის per os შემთხვევით მიღების შემთხვევაში აუცილებელია ხელოვნური ღებინების გამოწვევა და კუჭის გამორეცხვა. ანტიდოტი არ არსებობს, ინიშნება სიმპტომური თერაპია.
შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე
მაცივარში მისი შენახვა არ შეიძლება.