მწარმოებელი : სს " თბილქიმფარმი "
სამკურნალწამლო ფორმა : ტაბლეტი
შემადგენლობა : 1 ტაბლეტი შეიცავს :
კალციუმის გლუკონატს ………………...… 0.2 გ
ფენობარბიტალს ………………………....…. 0.025 გ
ნატრიუმის კოფეინ - ბენზოატს ………… 0.005 გ
ბრომიზოვალს ……………………………..... 0.07 გ
დამხმარე ნივთიერებები :
კარტოფილის სახამებელი , სტეარინის მჟავა
აღწერილობა : თეთრი ფერის ტაბლეტი .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :
კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალება .
ფარმაკოლოგიური თვისებები :
პრეპარატი ავლენს კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედებას .
ჩვენება :
- ეპილეფსია
უკუჩვენება:
თირკმელების და ღვიძლის მძიმე დაავადებები , ალკოჰოლიზმი , ორსულობის პერიოდი , ლაქტაცია, სხვა სედატიურ საშუალებებთან ერთდროულად მიღება.
მიღების წესი და დოზირება :
პრეპარატი გამოიყენება პერორალურად . დოზა დგინდება ინდივიდუალურად . მოზრდილებში დოზა ვარირებს 2- დან 4 ტაბლეტამდე . მაქსიმალური დღეღამური დოზა შეადგენს 10 ტაბლეტს .
ბავშვებში იგი ინიშნება ასაკის მიხედვით და შეადგენს 1 / 2 ტაბლეტიდან 1 ტაბლეტამდე. მაქსიმალური დღეღამური დოზა 10 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის შეადგენს 5 ტაბლეტს .
პრეპარატის დოზას ზრდიან თანდათანობით შეტევის შეწყვეტამდე , მაგრამ არა უმეტეს რეკომენდებული დღეღამური მაქსიმიმალური დოზისა.
გვერდითი მოვლენები :
პრეპარატის გამოყენებისას პირველ დღეებში შესაძლებელია აღინიშნოს ძილიანობა , რომელიც ჩვეულებრივ რამოდენიმე დღის შემდეგ თავისთავად ქრება.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლებელია აღინიშნოს თავის ტკივილი, კოორდინაციის დარღვევა. ზემოთ აღნიშნული მოვლენები დოზის შემცირებისთანავე ქრება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :
პრეპარატი ეპილეფსიის დროს გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციაში
( ძირითადად ძლიერი ტონურ - კლონური კრუნჩხვების დროს ). გლუფერალი სხვადასხვა სახის ეპილეფსიური აბსანსების დროს გამოიყენება ოქსაზოლიდინთან კომბინაციაში.
განსაკუთრებული მითითებები :
პრეპარატის მიღების შეწყვეტა ხორციელდება დოზის თანდათანობითი შემცირების გზით . მისი მიღების მკვეთრი შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელია შეტევის განახლება და მისი გახშირება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ეპილეფსიური სტატუსის განვითარება.
გამოშვების ფორმა :
#10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში .
#10 ტაბლეტი კონტურულ არაუჯრედოვან შეფუთვაში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები : ინახება მშრალ , სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილა , 15-25°C ტემპერატურაზე .
ვარგისიანობის ვადა : 5 წელი.
აფთიაქიდან გაცემის წესი : გაიცემა რეცეპტით .