გულყვითალას ნაყენი

პარასამკურნალო საშუალება

შემადგენლობა:

გულყვითელას ყვავილები, ეთილის სპირტი 70%;

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ახასიათებს ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემახორცებელი და  ნაღველმდენი მოქმედება.

ჩვენება:

  • ინფიცირებული ჭრილობები;
  • დამწვრობა;
  • პირის ღრუსა და ღრძილების დაავადებები;
  • ზემო სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები;
  • ქოლეცისტიტი.

უკუჩვენება:

არ არის დადგენილი.

გვერდითი მოვლენები:

არ არის დადგენილი.

მიღების წესი და დოზირება:

პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად: 1 ჩაის კოვზი იხსნება 200მლ (ერთ ჩაის ჭიქა) წყალში;

გარეგანი გამოყენებისათვის: საფენების სახით 1 ჩაის კოვზი ნაყენი იხსნება 200მლ (ერთ ჩაის ჭიქა) წყალში;

შიგნით  მისაღებად (როგორც ნაღველმდენი საშუალება): 10-20 წვეთი ნაყენი იხსნება ცოტაოდენ წყალში და მიიღება 2-3-ჯერ დღეში.

გამოშვების ფორმა:

50მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი.

შენახვის წესი:

სინათლისგან დაცულ, მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია