საერთაშორისო დასახელება:
SODIUM PICOSULFATE
მწარმოებელი: BOEHRINGER INGELHEIM ITALY, იტალია
მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის პიკოსულფატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საფაღარათო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 15 მლ და 30 მლ
1 მლ (15 წვეთი)
ნატრიუმის პიკოსულფატი ................. 75 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
გუტალაქსი წარმოადგენს საფაღარათო საშუალებას, რომლის სუბსტანცია აქტივირდება მსხვილ ნაწლავში არსებული ბაქტერიული სულფატაზებით. მსხვილ ნაწლავში გამონათავისუფლებული სუბსტანცია ასტიმულირებს Plexus mesentericus-ის რეცეპტორებს, რაც იწვევს ნაწლავების მოტორიკის გაუმჯობესებას, რასაც არ ახლავს თან სპაზმები და ტენეზმები.
გუტალაქსის მოქმედების მექანიზმის თავისებურებით აიხსნება, თუ რატომ არ აღინიშნება ჩვილ ბავშვებში მისი გამოყენების შემდეგ სასურველი ეფექტი. ბაქტერიების არ არსებობის გამო, რომლებიც წარმოშობენ სულფატაზებს, არ გამონთავისუფლდება საკმარისი რაოდენობის სუბსტანცია.
გუტალაქსის სუბსტანცია ქიმიური თვალსაზრისით წარმოადგენს ნახევარად ეთერს, რაც იწვევს კუჭში მის უმნიშვნელო აბსორბციას, რის გამოც გვერდითი მოვლენები მისი გამოყენებისას პრაქტიკულად არ აღინიშნება. პრეპარატის მოქმედების ეფექტი აღინიშნება მიღებიდან 10-12 სთ-ის შემდეგ. ამიტომ გუტალაქსის გამოყენება რეკომენდებულია საღამოს. პრეპარატის მიღებისას არ ვლინდება შეჩვევის სინდრომი.
ჩვენებები:
- პრეპარატი გამოიყენება ყველა ფორმის ყაბზობის სამკურნალოდ, სპასტიური ობსტიპაციის გარდა.
- ობსტიპაციის მწვავე და ქრონიკული ფორმის სამკურნალოდ, განსაკუთრებით როდესაც პაციენტი ხანგრძლივად იმყოფება საწოლში; საკვების შეცვლისას, მოგზაურობისა;
- პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ საერთო მძიმე დაავადებების დროს განვითარებული ყაბზობა, აგრეთვე სხეულის მომატებული ტემპერატურის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად გამოწვეული ყაბზობის სამკურნალოდ.
- გუტალაქსი, როგორც საფაღარათო საშუალება გამოიყენება ოპერაციის წინ და მის შემდგომ პერიოდში, მეან-გინეკოლოგიაში.
- ასევე ბუასილის დროს ფეკალიების გამოყოფის შესამსუბუქებლად. ანუსის მიდამოში ნაპრალის;
- მიოკარდიუმის ინფარქტის, ჰიპერტონიის, და ინოპერაბელური თიაქარის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოსკოპული გამოკვლევის წინ ნაწლავის გასასუფთავებლად.
მიღების წესები და დოზირება:
ვინაიდან პრეპარატის სამკურნალო ფორმას წარმოადგენს წვეთები, ამიტომ მისი დოზირება ხდება ზუსტად და დამოკიდებულია ინდივიდზე.
მოზრდილებში საწყისი დოზა შეადგენს 10 წვეთს. ცალკეულ შემთხვევებში აუცილებლობისას შესაძლებელია დოზის მომატება (15 წვეთი).
4 წლის ასაკის ზევით ბავშვებში საწყისი დოზა შეადგენს 8-10 წვეთს.
წვეთების მიღება შესაძლებელია როგორც კოვზით, ასევე მცირეოდენი წყლის მიყოლებით. საღამოს წვეთების მიღებიდან საშუალოდ დაახლოებით 1 საათის შემდეგ დგება მისი მოქმედების სასურველი ეფექტი, რაც უზრუნველყოფს მშვიდ ძილს. მეორე დღისათვის აღინიშნება ერთი ან ორი მსუბუქი დეფაკაცია. გუტალაქსს მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია სხვა პრეპარატებთან შედარებით. ვინაიდან მისი გემოვნებითი თვისებები ნეიტრალურია, რის გამოც იგი შესაძლებელია გამოვიყენოთ ბავშვებში საკვებთან ერთად.
გვერდითი მოვლენები:
ფაღარათმა შესაძლოა გამოიწვიოს დეჰიდრატაცია ორგანიზმში. ელექტროლიტებისა და კალიუმის ნაკლებობა, კუნთების სისუსტე და დაღლილობა.
უკუჩვენებები:
გუტალაქსის გამოყენება არ არის რეკომენდებული შემდეგი მდგომარეობების დროს:
*ნაწლავების გაუვალობის და ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილის შეგრძნებისას (მაგ: ეჭვი სწორი ნაწლავის ანთებაზე);
* 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის ჭარბი დოზით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სითხის, ელექტროლიტების და კალიუმის დეფიციტი. კალიუმის უკმარისობა შესაძლოა გაიზარდოს დიურეზული და გლუკოკორტიკოიდული საშუალებების გამოყენების შედეგად. ეს ფაქტი უნდა გავითვალისწინოთ განსაკუთრებით საგულე გლიკოზიდების გამოყენებისას, ვინაიდან მოსალოდნელია კალიუმის შესაძლო უკმარისობა მათი მოქმედებით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ანტიბიოტიკებისა და პრეპარატის ერთდროული გამოყენება იწვევს გუტალაქსის საფაღარათო ეფექტის დაქვეითებას.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.