საერთაშორისო დასახელება:
SULFADIAZINE; SILVER SALT
მწარმოებელი: LEK, სლოვენია
მოქმედი ნივთიერება: ვერცხლის სულფადიაზინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიმიკრობული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კრემი 1% გარეგანი გამოყენებისათვის: ტუბში 50 გ, ქილაში 250 გ
1 გ
ვერცხლის სულფადიაზინი ............... 10 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დერმაზინი წარმოადგენს ადგილობრივი გამოყენების ქიმიოთერაპიულ პრეპარატს, რომელიც ხელს უშლის და აფერხებს დამწვრობით გამოწვეული ინფექციის განვითარებას, ამცირებს ღრმა ნეკროზს და ხელს უწყობს დამწვრობით განპირობებული ზედაპირის შეხორცების პროცესს.
ჭრილობაში ვერცხლის სულფადიაზინი ზომიერად დისოცირდება ისე, რომ ვერცხლის იონი ნელა და თანაბრად თავისუფლდება მიკროორგანიზმებისათვის ტოქსიკურ და ქსოვილოვანი უჯრედებისათვის უვნებელ კონცენტრაციებში. ვერცხლის იონი უკავშირდება ბაქტერიული უჯრედის ზოგიერთ კომპონენტებს, რომელთა შორის ზრდისა და გამრავლების ინჰიბიციისათვის მნიშვნელოვანს წარმოადგენს მისი კავშირი დეზოქსირინობუკლეინის მჟავასთან. სულფადიაზინის ანტიბაქტერიულ მოქმედებას განაპირობებს ის გარემოება, რომ ვერცხლის სულფადიაზინიდან ვერცხლი თავისუფლდება ნელა და ამიტომ ვერცხლის მხოლოდ მინიმალური რაოდენობა რეაგირებს სხეულის სითხეების კომპონენტებთან, მაგრამ საკმარისი რაოდენობით, რაც იწვევს მიკროორგანიზმების და ზრდის შეფერხებას და მათ დაღუპვას.
დერმაზინის კრემი ხასიათდება ფართო ანტიმიკრობული მოქმედების სპექტრით. იგი ეფექტურია დამწვრობით გამოწვეული ჭრილობის მაინფიცირებელი მიკროორგანიზმების მიმართ. in vitro ცდებით დამტკიცებულია, რომ Pseudomonas aeruginosa, Proteus mirabilis და Escherichia coli-ის ყველა შტამები მგრძნობიარენი არიან პრეპარატისადმი 50 მგ/მლ კონცენტრაციებში. Staphylococcus aureus, Klebsiella spp., Enterobacter, Candida albicans და ზოგიერთი სხვა სოკოებისათვის პრეპარატის მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია შეადგენს 10 მგ/მლ-ში.
ვერცხლის სულფადიაზინი 50-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე თვითონ sulfadiazini და მრავალი სხვა ანტიბაქტერიული საშუალებები. ბაქტერიების მრავალი სახეობები, რომლებიც მდგარდნი არიან სხვა ცნობილი ანტიბაქტერიული ნივთიერების მიმართ მგრძნობიარეა ვერცხლის სულფადიაზინის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა:
დერმაზინის კრემი აღწევს ნეკროზულ ქსოვილში და ანთებით ექსუდატში. პრეპარატის აღნიშნული ეფექტი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს საერთო მკურნალობის მიზნით გამოყენებული ანტიბიოტიკები არ მოქმედებენ დამწვრობის ნეკროზულ უბანზე მყოფ ბაქტერიებზე, ვინაიდან აღნიშნულ ნეკროზულ უბანში დარღვეულია სისხლმიმოქცევა.
ჭრილობაში ვერცხლის სულფადიაზინი ზომიერად დისოცირდება. ვერცხლის იონი თანაბრად და ნელა თავისუფლდება და ამიტომ იგი სწრაფად და მნიშვნელოვნად არ უკავშირდება ქლორის იონებს, ცილებს და სხეულის სითხის დანარჩენ სხვა კომპონენტებს. სწორედ ვერცხლის სულფადიაზინის აღნიშნული თვისების გამო არ ხდება ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა.
ვერცხლის სულფადიაზინი მეტად უმნიშვნელოდ შეიწოვება, არა უმეტეს 1%-ის.
რადიაქტიური ვერცხლზე ჩატარებული ცდების საფუძველზე დადგენილია, რომ მისი აღმოჩენა ორგანოებში შეუძლებელია.
სულფადიაზინი შეიწოვება დაახლოებით 10%-მდე. მისი ყველაზე მაღალი კონცენტრაციის აღმოჩენა სისხლის პლაზმაში შესაძლებელია მე-3 დღიდან მე-7 დღემდე, მცირე ფართობის დამწვრობაზე გამოყენების დროს. და მე-3 დღიდან მე-11 დღემდე, დიდი ფართობით და ღრმა დამწვრობაზე გამოყენებისას. უმრავლეს შემთხვევებში სულფადიაზინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში არ აღემატება 2.0 მგ%-ს. პრეპარატით დიდი ზედაპირის ფართობის მქონე დამწვრობის დაფარვის დროს, სულფადიაზინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში უახლოვდება მის უმაღლეს თერაპიულ მნიშნველობებს (8-12მგ%).
სულფადიაზინი ორგანიზმიდან გამიოყოფა შარდთან ერთად.
ჩვენებები:
ნებისმიერი სიღრმის და ფართობის მქონე დამწვრობები.
მიღების წესები და დოზირება:
კრემის თხელ ფენას 2-4მმ ისმევენ დამწვარ ადგილას. კრემის წასმა წარმოებს სტერილური დოლბანდის საშუალებით, რომელსაც შემდეგ აფენენ დამწვარ ადგილას. დიდი ფართობის მქონე დამწვრობებზე დერმაზინის კრემს ისმევენ სტერილური შპატელით ან ხელთათმანით ძირითადად 2-ჯერ დღეში, კრემის წასმა შესაძლებელია აგრეთვე რამდენჯერმე დღეში. დამწვრობით გამოწვეულ ჭრილობას შემდგომში აფენენ სტერილურ დოლბანდს და ახვევენ. იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია მკურნალობის ჩატარება ღია მეთოდით მცირე ფართობის მქონე დამწვრობების და სტაციონალურ პირობებში მყოფ ავადმყოფებში ნახვევის დადება აუცილებელი არ არის.
დერმაზინის კრემის ყოველი განმეორებითი წასმის წინ, მისი შედარებით უკეთესი მოქმედების მიზნით, აუცილებელია ჭრილობის კარგად გასუფთავება ანტისეპტიკური ხსნარით. ძველი კრემის და დიდი რაოდენობით გამონაჟონის ადვილად მოცილება შესაძლებელია წყლის ჭავლის ან სადეზინფექციო ხსნარით გამორეცხვის საშუალებით (გიბიტანი, ცეტავლონი, ფურაცილინი).
კრემის გამოყენება უმტკივნეულოა, ტანსაცმელზე და თეთრეულზე პრეპარატი ლაქებს არ ტოვებს.
გვერდითი მოვლენები:
დერმაზინის კრემის ხანგრძლივად გამოყენებისას დიდი მოცულობის მქონე დამწვრობებზე სულფანილამიდების შრატისმიერი კონცენტრაციები აღწევენ ისეთ მნიშვნელობებს, როგორსაც სულფანილამიდური პრეპარატებით საერთო სისტემური მკურნალობის დროს (8-12 მგ%). რადგან ამ დროს შესაძლებელია ისეთივე გვერდითი მოვლენების განვითარება, როგორიც სულფანილამიდური პრეპარატების გამოყენების დროს, ამიტომ დერმაზინის გამოყენების დროს აუცილებელია სისხლის შრატში სულფანილამიდის კონცენტრაციის კონტროლი. აღნიშნული კონტროლი საჭიროა აგრეთვე ღვიძლისა და თირკმელების მწვავე დაავადების დროს.
უკუჩვენებები:
*დერმაზინის კრემის გამოყენება დღენაკლულ ბავშვებში და ახალშობილებში ნებადართული არ არის.
*პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დამწვარი კანის 20%-ზე მეტი და დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.
განსაკუთრებული მითითებები:
დერმაზინის კრემი სიფრთხილი ინიშნება სულფანილამიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში შესაძლო ალერგიული რეაქციების განვითარების გამო და გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას თანდაყოლილი უკმარისობის მქონე ავადმყოფებში, რადგან კრემის გამოყენებისას დიდი ზედაპირის მქონე დამწვრობაზე შესაძლებელია ჰემოლიზის განვითარება.