წამლის ფორმა: ხსნარი

შემადგენლობა: ქლორამფენიკოლი ( ლევომიცეტინი )  ...........  3.00 გ ;
მეტა - დიჰიდროქსიბენზოლი (რეზორცინი ) ............................ 1.00 გ ;
70% ეთილის სპირტი  ............................................................ 50 მლ - დე .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

დერმატოლოგიურ პრაქტიკაში გამოყენებული ანტიბიოტიკები .

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიული , ანტისეპტიკური , ანთების საწინააღმდეგო საშუალება .

მოქმედების მექანიზმი:

ხსნარის შემადგენლობაში შედის ქლორამფენიკოლი – ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი , რომლის მოქმედების მექანიზმიც მდგომარეობს მიკროორგანიზმების ცილების სინთეზის დარღვევაში . პრეპარატის შემადგენლობაში შედის ასევე რეზორცინი   -   ანტისეპტიკური ნივთიერება, რომელსაც ახასიათებს ასევევ დერმატოპროტექტორული თვისებები . რეზორცინის სხვადასხვა კონცენტრაციის სპირტიანი ხსნარები ფართოდ გამოიყენება კანის ისეთი დაავადებების დროს , როგორიცაა– აკნე , ეგზემა , სებორეა , ქავილი , სოკოვანი დაავადებები .   მისი მოქმედების ძირითადი მექანიზმი მდგომარეობს კერატოლიზურ აქტივობაში .

ჩვენება:

  • ვულგარული აკნე, ბაქტერიული ეგზემა, სებორეული კანი და სხვა დერმატიტები, რომლებიც ხასიათდება ალერგიული გამონაყარით და გართულებული ინფექციებით .
  • კანის ზედაპირული შეზღუდული დაავადებები, რომლებიც ხასიათდება ალერგიული გამონაყარით, რომელთა მკურნალობა სხვა ანტიმიკრობული საშუალებებით არაეფექტურია .
  • დერმასეპტი მაღალეფექტურია ზღვით გამოწვეულიგამონაყარების სამკურნალოდ .

გამოყენების წესი და დოზირება:

სითხეს ისმევენ კანის დაზიანებულ უბანზე ბამბის ტამპონით დღეში 1-2ჯერ ( შესაძლებელია მეტჯერაც ) დაავადების სიმძიმის მიხედვით .

უკუჩვენება:

* ფსორიაზი , ჰიპერმგრძნობელობა ლევომიცეტინისადმი .

გვერდითი მოვლენები:

ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს კანის გამოშრობას, ამ დროს რეკომენდებულია დამატენიანებელი კრემების გამოყენება .

განსაკუთრებული მითითებები და გაფრთხილება:

არ გამოიყენოთ კანის ფართო ზედაპირის დაზიანების დორს .

 

ურთიერთქმედება სხვა სამკუნრალო საშუალებებთან , აგრეთვე ურთიერთქმედების სხვა ფორმები:

( მაგ :თამბაქო , ალკოჰოლი , საკვები პროდუქტები ):

 

შეზღუდვები არ გააჩნია .

გავლენა ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა - დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე :

დანიშნულებისამებრ   მოხმარებისას არ ახდენს გავლენას .

ჭარბი დოზირების შემთხვევაში მისაღები ზომები: ჭარბი დოზით პრეპარატის გამოყენების დროს გამოვლენილი რეაქციების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს .

ორსულობა და ლაქტაცია : მონაცემები არ არსებობს .

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია .

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე ( 180C - 200C ), სინათლი საგან დაცულ ადგილას .

გამოშვების ფორმა: 50 მლ ან 70 მლ ტევადობის მინის ან პოლიპროპილენის ფლაკონებში

ვარგისიანობის ვადა :

2 წელი

აფთიაქიდან გაცემის წესი :

III ჯგუფი ( გაცემის რეჟიმი : ურეცეპტოდ )

მწარმოებელი : შ . პ . ს   „ გეომედი “

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია