საერთაშორისო დასახელება:

DEXAMETHAZONE

მწარმოებელი:URSAPHARM ARZNEMITTEL GmbH, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: დექსამეტაზონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოსტეროიდი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები: ფლაკონში 5 მლ

1 მლ

დექსამეტაზონ ნატრიუმი-21

(3-სულფობენზოატი)  .....................        1. 0მგ

დამხმარე ნივთიერებები:

თიმეროსალი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, გლუკოზა, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დექსაპოსის თვალის წვეთების აქტიურ კომპონენტს წარმოადგენს დექსამეტაზონ ნატრიუმ-21 (3-სულფობენზოატი), უფრო ცნობილია დექსამეტაზონ ნატრიუმი მეტასულფობენზოატის სახელით. იგი წარმოადგენს სინთეზურ გლუკოკორტიკოსტეროიდს, რომლის ანთების და ალერგიის საწინააღმდეგო თვისებები 25-ჯერ აღემატება კორტიზოლის მოქმედებას, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ გლუკოკორტიკოსტეროიდს.

დექსამეტაზონის მოქმედება, ისევე, როგორც სხვა კორტიკოსტეროიდებისა, ეფუძნება იმ პროტეინების სინთეზის სიჩქარეზე ზემოქმედებას, რომლებიც მონაწილეობენ იმუნოლოგიურ და ქემოტაქსისის რეაქციებში.

დადგენილია დექსამეტაზონ ნატრიუმის მეტასულფობენზოატის შეღწევა რქოვანას დაუზიანებელი ეპითელიდან თვალის წინა კამერის ნამში. თვალის ანთების ან ეპითელის დაზიანების შემთხვევაში დექსამეტაზონ ნატრიუმ მეტასულფობენზოატის შეღწევის სიჩქარე რქოვანაში იზრდება.

პრეპარატში დამხმარე კომპონენტის სახით შემავალი მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა იწვევს თვალის წინა ზედაპირზე დექსამეტაზონ ნატრიუმ მეტასულფობენზოატის დაყოვნებას, რითაც ზრდის პრეპარატის მოქმედების ეფეტურობასა და ხანგრძლივობას.

ფარმაკოკინეტიკა:

ადგილობრივი გამოყენებისას სისტემური აბსორბცია დაბალია.

ჩვენებები:

  • მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესები:
  • თვალის წინა მონაკვეთის ანთება (კონიუნქტივიტი, სკლერიტი, ღრმა კერატიტი ეპითელის დაზიანების გარეშე, ირიტი, ირიდოციკლიტი);
  • თვალის უკანა მონაკვეთის ანთება (ქორიოდიტი, ქორიოერეტინიტი);
  • სიმპათიური ოფტალმია.
  • თვალის ალერგიული დაავადებები:
  • ალერგიული კონიუქტივიტი და კერატოკონიუქტივიტი;
  • გაზაფხულის კატარი.

ანთებითი მოვლენების მკურნალობა და პროფილაქტაკა ოპერაციის და ტრავმის შემდგომ პერიოდებში.

მიღების წესები და დოზირება:

დექსაპოსი თვალის წვეთებს იწვეთებენ კონიუქტივალურ პარკში 1-2 წვეთს 3-5-ჯერ დღეში. დექსაპოსით მკურნალობის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, არ აღემატება 2-3 კვირას.

მკურნალობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ეფუძნება ობიექტურ მონაცემებს, რაც შეიცავს პრეპარატის მოქმედების ეფექტურობას, სიმპტომატიკის გამოხატულობას, გვერდითი ეფექტების შესაძლებლობას.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ შესაძლებელია გაჩნდეს ხანმოკლე წვის შეგრძნება პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება გახდეს მეორადი გლაუკომისა და კატარაქტის გაჩენის მიზეზი, ამიტომ პრეპარატის 2 კვირაზე მეტ ხანს გამოყენებისას და ასევე, ანამნეზში გლაუკომის მქონე პაციენტებისათვის რეკომენდებულია თვალის შიდა წნევის რეგულარული კონტროლი.

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და რაც შეიძლება უფრო სწრაფად მიმართეთ ოფთალმოლოგს.

უკუჩვენებები:

*კერატიტი, გამოწვეული herpes zoster (ხისებრი კერატიტი), ჩუტყვავილა და რქოვანასა და კონიუქტივიტის სხვა ვირუსული დაავადებები;

*თვალის მიკობაქტერიული ინფექციები;

*თვალის სოკოვანი დაავადებები;

*თვალის მწვავე ჩირქოვანი დაავადებები რქოვანას ეპითელის დაზიანებით;

*რქოვანას ეპითელიოპათია;

*მომატებული თვალშიდა წნევა;

*მოცემული პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტისადმი მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

თუ დექსაპოსით მკურნალობის დროს პაციენტი, ექიმის ნებართვით, აგრძელებს კონტაქტური ლინზების გამოყენებას, მაშინ პრეპარატის ჩაწვეთამდე უნდა ამოიღოს კონტაქტური ლინზები და უკან ჩაისვას ჩაწვეთიდან არანაკლებ 20 წუთში.

დექსაპოსი თვალის წვეთების უშუალოდ ჩაწვეთების შემდეგ შეიძლება გაჩნდეს მხედველობის სიმახვილის დარღვევა, რაც იწვევს ფსიქიკური და ფიზიკური რეაქციების შენელებას. ამიტომ პრეპარატის გამოყენება მექანიზმებთან მუშაობისა და ავტროტრასპორტის მართვის წინ არ არის რეკომენდებული.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ბავშვებში დექსა-გენტამიცინის გამოყენების შესახებ კლინიკური გამოკვლევების მონაცემები არ არსებობს. მაგრამ პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებლობა აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.

ჭარბი დოზირება:

თვალის წვეთები დექსაპოსის ადგილობრივი გამოყენებისას დოზის გადაჭარბება ნაკლებადაა შესაძლებელი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ადგილობრივი გამოყენებისას არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენება 6 კვირის განმავლობაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია