საერთაშორისო დასახელება:

BUFLOMEDIL. HCL

მწარმოებელი: SPECIFAR S.A.

მოქმედი ნივთიერება: ბუფლომედილის ჰიდროქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვაზოაქტიური პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ბუფლომედილის ჰიდროქლორიდი ............  300 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

დიალონ–T წარმოადგენს ვაზოაქტიურ პრეპარატს. აუმჯობესებს პერიფერიულ და ცენტრალურ სისხლის მიმოქცევას. უპირატესად გავლენას ახდენს მიკროცირკულაციაზე, ხასიათდება ანტიჰიპოქსიური მოქმედებით, ასევე აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს: ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას, ზრდის ერითროციტების ელასტიურობას, ამცირებს სისხლის წებოვნებას.

დიალონ–T ხასიათდება სუსტი არასპეციფიკური ანტაგონისტური მოქმედებით კალციუმის იონების მიმართ, ასევე წარმოადგენს α-ადრენობლოკატორს. პრეპარატი ხელს უწყობს კანის ტროფიკული დაზიანებების სწრაფ შეხორცებას.

ფარმაკოკინეტიკა:

დიალონ–T სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტაქტიდან. პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1,5-3 საათის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი 2-დან 3,6 საათამდე. პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად (12 -18% შეუცვლელი სახით).

ჩვენებები:

  • თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღევა, თავის ტვინის სისხლხძარღვების ათეროსკლეროზი, ცერებროვასკულური უკმარისობით განპირობებული ნევროლოგიური დაზიანებები და ფსიქიური დარღვევები (დემენცია, მეხსიერების დაქვეითება,თავის ტკივილი, თავბრუსხვევა);
  • ბადურისა და სისხლძარღვოვანი გარსის ანგიოპათია, განპირობებული არტერიული ჰიპერტენზიით, ათეროსკლეროზით, ანგიოსპაზმით,შაქრიანი დიაბეტით;
  • შიდა ყურის სისხლძარღვოვანი გენეზის დაავადებები, სმენის დაქვეითება; მოხუცებულობითი სიყრუე, შუილი ყურებში, კოხლეარულ-ვესტიბულური ნევრიტი, მენიერის დაავადება;
  • პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა განპირობებული ათეროსკლეროზით, თრომბოზით, სპაზმით, შაქრიანი დიაბეტით, ქვემო კიდურების არტერიების ქრონიკული მაობლიტირებელი დაავადება, გარდამავალი კოჭლობა, ბიურგერის დაავადება, რეინოს სინდრომი და დაავადება;
  • ტროფიკული წყლული, ნაწოლები, განგრენა;
  • პროსტატიტი, ნეფროპათია (მათ შორის დიაბეტური)

 

მიღების წესი და დოზირება:

სამკურნალო დოზა 300-600 მგ (1-2 აბი) დღე-ღამეში. გამოტოვებული მორიგი დოზა მიღებული უნდა იქნას შეძლებისთანავე. თუ შემდგომი მიღების დრო ახლოვდება, პაციენტმა არ უნდა მიიღოს გამოტოვებული დოზა, ამ დროს საჭიროა ჩვეულებრივ გაგრძელდეს პრეპარატის შესაბამისი დოზებით მიღება.

უკუჩვენებები:

ბუფლომედილის ჰიდროქლორიდის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, პოსტინფარქტული პერიოდი, არასტაბილური სტენოკარდია, პაროქსიზმული ტაქიკარდია, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია, მასიური სისხლდენა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად გამოვლინდება თავის ტკივილი, გულისრევა, კანის სიწითლე.

განსაკუთრებული მითითებები:

ბავშვთა ასაკში ბუფლომედილის ჰიდროქლორიდის გამოყენების კლინიკური გამოცდილება, მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

ბუფლომედილის ჰიდროქლორიდის მიღება დასაშვებია სხვა პრეპარატებთან ერთად. პრეპარატი ზრდის ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედებას. ანტიკოაგულანტებთან დანიშვნის შემთხვევაში აუცილებელია კოაგულოგრამის კონტროლი.

ჭარბი დოზირება:

ბუფლომედილის ჰიდროქლორიდის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, საჭიროა ექიმის ინფორმირება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი.

გაცემის წესი:

აფთიაქიდან გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია