საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

დიკლოფენაკ კალიუმი

წამლის ფორმა:

დრაჟე   50 მგ .

შემადგენლობა:

ერთი   დრაჟე   შეიცავს :

აქტიურ ნივთიერებას – დიკლოფენაკ კალიუმს     50 მგ .

დამხმარე ნივთიერებები : სიმინდის   სახამებელი ,    ნატრიუმის    გლიკოლატი ,   კალციუმის ფოსფატი   სამფუძიანი ,   პოლივინილპიროლიდონი ,   აეროსილი ,   მაგნიუმის სტეარატი

გარსი: შაქარი , ტალკი ,   პოლიეთილენგლიკოლი ,    მიკროკრისტალოსკოპური    ცელულოზა ,  პოლივინილპიროლიდონი ,    ტიტანის დიოქსიდი ,    წითელი რკინის   ოქსიდი ,   აეროსილი ,   გლიცერინი ,  კალციუმის   კარბონატი ,   ჟელატინი .

აღწერა :

ორმხრივი   ამობურცული წითელ – ყავისფერი   დრაჟე

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

არასტეროიდული   ანთების   საწინააღმდეგო   პრეპარატი

ფენილძმარმჟავას   წარმოებული

ფარმაკოლოგიური თავისებურებანი:

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა : პრეპარატი   სწრაფად   და   სრულად   შეიწოვება კუჭნაწლავის   ტრაქტიდან   ორალურად   მიღების  დროს .   პრეპარატის   50 მგ – ის    ერთჯერადი   მიღებიდან   20–60 წუთის    შემდეგ ,   პლაზმაში  მაქსიმალური   კონცენტრაციის   დონე 3,8 მმოლ / ლ   აღწევს.   საკვების   მიღება   არ   მოქმედებს  აბსობირებული   ნივთიერების   რაოდენობაზე ,   თუმცა   აფერხებს       აბსორბაციის    დაწყებას   და   სისწრაფეს .    აბსორბაციის   დონე   პირდაპირ   არის   დამოკიდებული  დოზის   სიდიდეზე .

დიკლოფენაკის   დაახლოებით   ნახევარი   ღვიძლში   პირველადი   გავლის   დროს მეტაბოლიზდება (,,პირველი   გავლის   ეფექტი „),   მრუდქვეშა ფართობი  ,, კონცენტრაცია – დრო ’’ (AUC) ორალური   მიღებისას  თითქმის   ორჯერ   ნაკლებია     ეკვივალენტური   დოზის   პარენტერული   შეყვანისას . ფარმაკო -   კინეტიკის  მაჩვენებლები   პრეპარატის   განმეორებითი   მიღებისას   არ   იცვლება .   დიკლოფენაკის   დოზირების  რეკომენდებული   რეჟიმის   დაცვის   პირობებში   კომულაცია   არ   გამოვლენილა .

განაწილება: სისხლის   პლაზმის   ცილებთან კავშირი შეადგენს 99,7%–ს

(უპირატესად   ალბუნიმებთან   99,4%–ზე ), განაწილების   მოცულობა   შეადგენს   0,12-0,17 ლ / კგ .

დიკლოფენაკი   აღწევს სინოვიურ   სითხეში ,  სადაც Cmax მიიღწევა 2-4 საათით   გვიან   და უფრო   ზემოთ   ვიდრე   პლაზმაში     და    მაღალი   რჩება 12- საათის   მანძილზე .    სინოვიური   სითხიდან   ნახევრად   გამოყოფის   პერიოდი   3-6   საათია .

მეტაბოლიზმი ხორციელდება   ნაწილობრივ   უცვლელი მოლეკულის გლუკურონიზაციის   გზით, თუმცა  ძირითადად   ეს წარმოებს   ერთჯერადი   და   მრავალჯერადი   ჰიდროქსილირების   და   მეტოქსილირების  გზით ,   რასაც   მივყავართ   ფენოლური   მეტაბოლიტების   წარმოქმნასთან (3– ჰიდროქსი ,   4– ჰიდროქსი ,   5–ჰიდროქსი ,   4,5– დიჰიდროქსი   და   3– ჰიდრქსი   დიკლოფენაკი ),   რომელთაგან   უმრალესობა  გლუკორონიდულ   კონიუგატებად   გარდაიქმნება ,   ორ   მათგანს ნაკლები   ბიოლოგიური   აქტივობა გააჩნია ,  ვიდრე   დიკლოფენაკის .

გამოყოფა: დიკლოფენაკის   საერთო   სისტემური   პლაზმური კლირენსი   შეადგენს   263 ± 56 მლ / წთ ,  ნახევრადგამოყოფის   საბოლოო   პერიოდი   დაახლოებით   1–2   საათია , 4 მეტობოლიტის ,   მათ შორის   2  ბიოლოგიურად   აქტიურის   ნახევრად გამოყოფისპერიოდი   ასევე   არა   არის   ხანგრძლივი   და იგი 1–3  საათს   შეადგენს .   პრეპარატის   დოზის   დაახლოებით   60%     შარდით   გამოიყოფა   მეტაბოლიტებისა  და   აქტიური   ნივთიერების   კონოუგატების   სახით ,    რომელთა შორის   უმრავლესობა   გლუკორონულკინიუგატებად   არიან   ქცეულნი .   უცვლელი   სახით   გამოიყოფა   თირკმელების   საშუალებით  დიკლოფენაკის   1%,  დანარჩენი   ნაწილი   კი   მეტაბოლიტების   სახით   ნაღვლის   ბუშტის   საშუალებით

ზემოქმედება ავადმყოფთა ცალკეულ ჯგუფებზე :

ორალური   მიღების   დროს   განსხვავებები   შეწოვის ,   მეტაბოლიზმის   ან   პრეპარატის   გამოყოფის თვალსაზრისით   პაციენტების   ასაკობრივი   სხვაობის   დროს   არ   შეინიშნებოდა პაციენტში ,   რომლებსაც  დარღვეული   ჰქონდათ   თირკმლის   ფუნქცია ,    რეკომენდირებული დოზით   დანიშვნისას დიკლოფენაკის  დაგროვება   არ   შეინიშნებოდა,   10 მლ / ზე   ნაკლები   კრეატინის   კლირენსის   დროს,   დიკლოფენაკის ჰიდროქსიმეტაბოლიტების წონასწორობითი   კონცენტრაციები   დაახლოებით   4– ჯერ   მაღალია ,   ვიდრე  ჯანმრთელ   პაციენტებში . თუმცა   ეს   მეტაბოლიტები   არ   იცვლება   ავადმყოფებში   რომელთაც   ღვიძლის  ფუნქციური   დარღვევები   გააჩნიათ .

ფარმაკოდინამიკა:

აქტიური ნივთიერება დიკლოფენაკ კალიუმი წარმოადგენს   არასტეროიდულ ,   გამოხატული   ანალგეზიურდა ზომიერად   სიცხის   დამწევი   მოქმედების   ანთების   საწინააღმდეგო   საშუალებას.   ფარმაკოლოგიური  ეფექტის   სწრაფი   გამოვლინება   მნიშვნელოვანია   მწვავე   ტკივილების   და   ანთების   კუპირებისათვის.  დიკლოფენაკის   მოქმედების მექანიზმი   დაფუძნებულია  პროსტაგლანდიების   ბიოსინთეზის   ინჰიბირებაზე ,  რომელიც   მნიშვნელოვან   როლს   ასრულებენ   ტკივილის ,   სიცხისა და   ანთების   წარმოშობაში .

In vitro ცდების   დროს   დიკლოფენაკის   კონცენტრაცია   რომლის   პლაზმაში   კონცენტრაციის  ექვივალენტურია ,   არ   აბრკოლებს   ხრტილოვანი   ქსოვილის   პროტეოგლიკინების   ბიოსინთეზებს .

კლინიკური   ცდებით   დადგინდა   აშკარა   ანალგეზიური   ეფექტი   ზომიერი   და   მკვეთრად   გამოხატული ტკივილის   სინდრომის   შემთხვევაში ,   მაგალითად   ტრამვის   ან   ოპერაციის    შემდგომი ანთებითი   მოვლენებისას . პრეპარატი   სპონტანური   მოძრაობის   დროს   ტკივილების   კუპირებას   ახდენს ,   ამცირებს  ანთებით   და   ჭრილობის   შეშუპებებს .   პირველადი   დისმენორეის   დროს   დიკფლამ აქრობს  ტკივილის   შეგრძნებას . შაკიკის   შეტევების   დროს   დიკფლამ სწრაფად   ახდენს   ტკივილის  კუპირებას   და   ხსნის   თანმხლებ   სიმპტომებს ( გულისრევა   და   ღებინება )

ჩვენება:

პოსტტრავმული   სინდრომები ,   რომლებსაც   თან   ახლავს   ანთება   და   შეშუპება (   ნაღრძობი   და დაჭიმულობა );

- ოპერაციის   შემდგომი   ტკივილის   სინდრომი ,   რომელსაც   თან ახლავს   ანთება   და   შეშუპება   (სტომატოლოგიური   ან   ორთოპედიული   ქირურგიული   ჩარევა ).

-   გინეკოლოგიური   დაავადებანი ,   რომლებსაც   თან   ახლავს   ტკივილის   სინდრომი   ან   ანთება    (ანდექსიტი ,    პირველადი   დისმენორია );

- შაკიკის   მწვავე   შეტევები;

-    ტკივილის   სინდრომები   ხერხემლის სვეტის არეში ;

-   არაარტიკულური   რევმატიზმი;

-   დამატებითი   საშუალების   სახის ,   ყურის   ყელის   და ცხვირის   მძიმე   ანთებითი    დაავადებების  დროს ,     ტკივილის    გამოხატული   შეგრძნებებით   ( ფარინგიტი ,   ტონზილიტი , ოტიტი ).

აუცილებელია   ძირითადი   დაავადებების   მკურნალობა   საზოგადოდ   მიღებული   პრინციპების   შესაბამისად.    მაღალი   ტემპერატურა არ   წარმოადგენს   პრეპარატის   მიღებისათვის   საჭირო   ჩვენებას .

დოზირების რეჟიმი:

ექიმის   დანიშნულების   გარეშე   დიკფალმ - ს   მიღება   არ   შეიძლება .    თუ   არ   არასებობს  ექიმის   სხვა   რეკომენდაციები :

- რეკომენდებული   საწყისი   დოზა   შეადგენს   100-150 მგ   დღე   ღამეში .  საშუალო   სიმძიმის   დაავადების   შემთხვევაში   და   14   წლის   ასაკის ზემოთ   ბავშვებისათვის   საკმარისია  დღე - ღამური   დოზა   1-2   დრაჟე .   დღე - ღამური   დოზა   უნდა   გაიყოს   2-3   მიღებაზე .

- პირველადი დისმენორეის დროს დღე - ღამური   დოზების   შერჩევა   ხდება   ინდივიდუალურად ,    საწყისი   დოზა  ჩვეულებრივ   შეადგენს   50-100 მგ .   აუცილებლობის   შემთხვევაში   რამდენიმე   მენსტრუალური   ციკლის  დროს   იზრდება   დღე   ღამეში   200 მგ - მდე .

პრეპარატის   მიღება   სასურველია   დაწყებული   იქნას  დაავადების პირველივე   სიმპტომების    გამოვლენისას   და   კლინიკური   სიმპტომების   დინამიკიდან  გამომდინარე   გაგრძელდეს   რამდენიმე   დღის   განმავლობაში.

-  პრეპარატის   მიღება   საჭიროა   შაკიკის  მოახლოებული     შეტევის   პირველი   სიმპტომის   გამოჩენისთანავე და   ამ   დროს   საწყისი   დოზა  შეადგენს   50 მგ . თუ არ აღინიშნება გამოჯანმრთელება 2 სთ - ის შემდეგ შეიძლება 50 მგ - ის დამატებით მიღება .აუცილებლობის   შემთხვევაში   უმაღლესი   დღე - ღამური   დოზა   შეადგენს   200 მგ ,   50 მგ   ყოველი   4-6  საათის   შემდეგ .   კატეგორიულად   არ   არის   რეკომენდებული   შაკიკის   პროფილაქტიკისათვის .

პრეპარატის   დიკფლამ მიიღება   სასურველია   ჭამამდე , წყლის        მიყოლებით .

გვერდითი მოვლენები:

სხვადასხვა   გვერდითი   ეფექტების   გამოვლინების   სიხშირის   შეფასებისას   გამოიყენება   შემდეგი  გრადაციები :

ხშირად >10%   ზოგჯერ >10%,   იშვიათად >0,001–1%,   ძალზედ   იშვიათად

კნტ - ორგანოების მხრივ ზოგჯერ - ეპიგასტრული   ტკივილი, გულისრევის   შეგრძნება,   პირღებინება,  დიარეა,   სპაზმები მუცელში,  დისპეფსია,  მეტეორიზმი,  ანორექსია ,   იშვიათად   სისხლდენა კუჭ -ნაწლავიდან   ( ჰემატემიზისი ,   მელენა,   სისხლნარევი   დიარეა ),   კუჭ-ნაწლავის   წყლულები ,   რომლებსაც  თან   ახლავს   ან   არ   ახლავს   სიხლდენა , ან პერფორაცია .   ძალზედ   იშვიათად -  აფთოზური  სტომატიტი ,   გლოსიტი ,   ეპიფაგიტი , დიაფრაგმის   მსგავსი   სტრუქტურების   წარმოშობა   ნაწლავში ,  დარღვევები   ნაწლავის   ქვედა   მონაკვეთებში ,   არასპეციფიკური   ჰემორაგიული   კოლიტი ,    არასპეციფიკური   წყლულოვანი   კოლიტის   ან   კრონის   დავადების   გამწვავება ,   ყაბზობა . პანკრეატიტი .

ცნს - ის მხრივ : ზოგჯერ   თავის   ტკივილი ,   თავბრუსხვევა , ვერტიგო ;    იშვიათად   გაფანტულობა ;  ძალზედ   იშვიათად - პარესთეზია ,   მეხსიერებისა   და   სმენის   დაქვეითება ,   ხმაური   ყურებში ,  დეზორიენტაცია ,   უძილობა , აგზნებადობა ,   დეპრესია ,   სიზმრისეული   კოშმარები ,   შფოთვის   შეგრძნება ,  ტრემორი ,   ფსიქოზური   რეაქციები ,   ასეპტიური   მენინგიტი .

გრძნობათა ორგანოების მხრივ: ძალზედ   იშვიათად -   მხედველობის   დარღვევა ( ბუნდოვანი მხედველობა ,   დიპლოპია )   ხმაური   ყურებში ,   სმენის   და   გემოს   მოშლა .დერმატოლოგიური რეაქციები : ზოგჯერ - გამონაყარი   კანზე   იშვიათად ჭინჭრის ციება , ძალზე იშვიათად ბუშტისებური გამონაყარი , ეგზემა , სტივენ – ჯონსის სინდრომი , მწვავე ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზისი, ერითოდერმია , თმების ცვენა ,  ფოტომგძნობიარე რეაქციები .

თირკმელების მხრივ : იშვიათად შეშუპება , ძალზე იშვიათად თირკმელების მწვავე უკმარისობა , შარდში ნალექის ცვლილებები , ინტერსტიციული ნეფრიტი , ნეფროზული სინდრომი , პაპილარული ნეკროზი .

ღვიძლის მხრივ : ზოგჯერ - სისხლის შრატში ამინოტრანსფერაზას დონის მომატება , იშვიათად ჰეპატიტის , რომელსაც თან ახლავს , ან არ ახლავს სიყვითლე , ძალიან იშვიათად ფულმინანტური ჰეპატიტი .

სისხლმბადი სისტემის მხრივ : ძალზე იშვიათად თრომბოციტოპენია , ლეიკოპენია , აგრანულოციტოზი , ჰემოლიზური ანემია , აპლასტური ანემია

სიხლძარღვთა სისტემის მხრივ : ძალზე იშვიათად ტკივილები მკერდში , ჰიპერტენზია , გულის უკმარისობა .

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები : იშვიათად ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები , ისეთი როგორიცაა : ბრონქული ასთმა , სისტემური ანაფილაქსიური რეაქციები , ჰიპოტენზიის ჩათვლით , ძალზე იშვიათად - ვასკულიტი ,პნევმონიტი .

უკუჩვენება:

* კუჭის ან ნაწლავის წყლული;

* დიკლოფენაკ კალიუმისადმი ან პრეპარატის   სხვა კომპონენტებისადმი ჰიპერმგრძნობელობა;

* ასთმური შეტევების, მწვავე რინიტის, ან ჭინჭრის ციების განვითარება;

* 14 წლამდე ასაკის ბავშვები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ლითიუმი და დიგოქსინი : დიკლოფენაკს შეუძლია გაზარდოს ლითიუმის და დიგოქსინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში .

- დიკფლამ კ - ს შეუძლია შეამციროს დიურეზული ზემოქმედების გამოვლენა . კალიუმის შემნახველი დიურეზულების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში კალიუმის დონის ზრდა .( მაჩვენებლები ხშირადუნდა ვაკონტროლოთ ).

- აას საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტების წარმოქმნის სიხშირე .

- კლინიკური კვლევების დროს არ იქნა დადგენილი დიკლოფენაკ კალიუმის გავლენა ანტიკოაგულანტების მოქმედებაზე, თუმცა არსებობს ცნობა სისხლდენის ზრდის რისკის შესახებ დიკლოფენაკ კალიმიუმის და აღნიშნული პრეპარატებისერთდროული მიღებისას .

- დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები : კლინიკური კვლევების დროს დიკფლამ კ - ს და აღნიშნული პრეპარატების ერთდროული მოხმარებისას ეფექტურობა არ შეცვლილა , თუმცა არსებობს მონაცემები , როგორც ჰიპოგლიკემიის , ასევე ჰიპერგლიკემიის განვითარების შესახებ , რაც განაპირობებს შაქრის დონის დამწევი პრეპარატების დოზის შეცვლის აუცილებლობას .

- საჭიროა დაცული იქნას 24 სთ - იანი ინტერვალი მეთოტრექსატის მიღებამდე ან მიღების შემდეგ, ვინაიდან სისხლში შეიძლება მეთოტრექსის რაოდენობის გაზრდა და მისი ტოქსიური ეფექტის გაძლიერება .

- პრეპარატის გავლენამ პროსტაგლანდინების სინთეზზე შეიძლება გააძლიეროს თირკმელის მიმართ ციკლოსპორინისნეფროტოქსიკურობა .

- არსებობს მონაცემები კრუნჩხვების გამოწვევის შესახებ   დიკლოფენაკ კალიუმის და ქინოლის წარმოებულებისერთდროული გამოყენებისას .

საგანგებო მითითება:

არ ინიშნება შაკიკის პროფილაქტიკისათვის .

იშვიათად შეიძლება განვითარდეს ალერგიული და უფრო იშვიათად ანაფილაქსიური რეაქციები იმ შემთხვევაშიც კი თუ პრეპარატი ადრე არ იყო გამოყენებული .

ავადმყოფები , რომელთა ანამნეზი უჩვენებს კუჭის და 12- გოჯა ნაწლავის წყლულის არსებობას , წყლულოვან კოლიტს კრონის დაავადებას და ღვიძლის ფუნქციის დარღვევას უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მკაცრი დაკვირვების ქვეშ. შესაძლებელია არსებულ დაავადებათა გამწვავება ან კუჭ - ნაწლავიდან სისხლდენა , ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს წყლული ამ გართულებათა სიმპტომების გამოხატვის გარეშეც კი .

ძალზე იშვიათად აღინიშნებოდა ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და დაავადებათა განვითარების კლინიკური სიმპტომები - ეოზინოფილია და გამონაყარი . პრეპარატის მიღების ფონზე შეიძლება განვითარდეს ჰეპატიტის პროდრომალური მოვლენების გარეშე . უფრო სერიოზულიშედეგები შეიძლება აღენიშნებოდეს ხანდაზმულ პაციენტებს . აღნიშნული გართულებების შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს .

რეკომენდირებულია რეგულარულად ჩატარდეს თირკმელების ფუნქციის კონტროლი და დაცული იქნეს განსაკუთრებული სიფრთხილე ავადმყოფებში რომლებსაც დარღვეული აქვთ გულის   და ღვიძლის ფუნქცია. ხანდაზმულ პაციენტებში , რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს და რომლებსაც შემცირებული აქვთ ცირკულირებადი პლაზმის მოცულობა . პრეპარატის მღების შეწყვეტის შემდეგ კვლავ ხდება თირკმელების ფუნქციის აღდგენა ჩვეულ დონემდე .

დიკფლამ კ - ს ხანგრძლივი მიღებისას საჭიროა პერიფერიული სისხლის ანალიზის კონტროლი . რეკომენდირებულია პაციენტებზე დაკვირვება , რომელთაც დარღვეული აქვთ ჰემოსტაზი .

რეკომენდირებულია მინიმალური ეფექტური დოზით დაენიშნოთ ხანდაზმულ ავადმყოფებს, განსაკუთრებით მათ , ვინც დასუსტებულია ან დაბალი წონა გააჩნიათ .

ორსულობა და ლაქტაცია:

ნაყოფზე   ზემოქმედების   მიხედვით   განეკუთვნება  C კატეგორიას (FDA). ფეხმძიმობის I და II ტრიმესტრში ენიშნებათ სასიცხლო აუცილებლობისას მინიმალური თერაპიული დოზით . პროსტაგლანდინების სხვა ინჰიბიტორების მსგავსად არ ინიშნება III ტრიმესტრში , რომელიც უკავშირდება ნაყოფის არტერიული სადინარის დროზე ადრე დახურვას და საშვილოსნოს შეკუმშვის უნარის დაქვეითებას .

ყოველ 8 საათში მიღება იწვევს დიკლოფენაკის დედის რძეში უმნიშვნელო რაოდენობით შეღწევას . რისკი იმისა რომ ჩვილებში გამოიწვევს არასასურველ ეფექტებს , ნაკლებად სავარაუდოა .

მანქანის მართვისა და საშიში მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის თავისებურებანი:

აკრძალულია ტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა მხედველობის მოშლის და ცნს – ის მხრივ დარღვევების გამო .

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბებისას მკურნალობა მდგომარეობს სიმპტომატური და ხელშემწყობი თერაპიის ჩატარებაში .

მწვავე მოწამვლის შემთხვევაში საჭიროა შემდეგი ზომების მიღება : უნდა შეფერხდეს პრეპარატის შეწოვა კუჭის გამორეცხვის გზით ან აქტივირებული ნახშირის მიღებით . თირკმელების უკმარისობის , კრუნჩხვების , კუჭ ნაწლავის ირიტაციის და სუნთქვის დათრგუნვისას ინიშნება სიმპტომატური და ხელშემწყობი თერაპიის კომპლექსი .

სპეციალური ღონისძიებანი (ფორსირებული დიურეზი , ჰემოდიალიზი ან ჰემოპერფუზია) ნაკლებად ეფექტურია , რადგან აქტიური ნივთიერება უერთდება პლაზმის ცილებს და ინტენსიურ მეტაბოლიზმს ექვემდებარება .

გამოშვების ფორმა და შეფუთვა:

დიკფლამ 10 დრაჟე ბლისტერში 2 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში პრეპარატის გამოყენებისინსტრუქციასთან ერთად .

შენახვის პირობები:

ინახება   ოთახის   ტემპერატურაზე     არაუმეტეს +25оC . ინახება   ბავშვებისათვის   მიუწვდომელ  ადგილას .

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი . არ მოიხმარება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ .

გაცემის პირობები:

რეცეპტით

მწარმოებელი: სანტა   ფარმა   ილაჩ   სანაი   ა . შ .

სტამბული   ( თურქეთი ).

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია