წამლის ფორმა:
მოყვითალო-ყავისფერი, დინდგელის დამახასიათებელი არომატული სუნის მქონე, წყალში უხსნადი მალამო.
შემადგენლობა:
დინდგელი – 4,95 გ; თაფლის სანთელი; ვაზელინი; მზესუმზირას ზეთი;
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ახასიათებს ქავილის საწინააღმდეგო, ანტიმიკოზური, ბაქტერიოციდული, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ქსოვილების რეგენერაციისა და ეპითელიზაციის მასტიმულირებელი მოქმედება.
ჩვენება:
ფურუნკულოზის, დამწვრობის, ჩირქოვანი ჭრილობების, ხანგრძლივად შეუხორცებადი იარების, ნეიროდერმიტების, ტროფიკული წყლულის, სოკოვანი დაავადებების, პროქტიტის, ვაგინიტისა და საშვილოსნოს ეროზიების სამკურნალო საშუალება.
უკუჩვენება:
ინდივიდუალური შეუთავსებლობა ფუტკრის პროდუქტების მიმართ; მწვავე ეგზემა.
მიღების წესი და დოზირება:
კანის დაზიანებულ ნაწილზე დანეკროზებული ქსოვილის მოცილების შემდეგ ადებენ დინდგელის მალამოს დოლბანდით ან მის გარეშე, დღეში ორჯერ. მკურნალობის კურსი 2-3 კვირა.
გვერდითი მოვლენები:
დინდგელის მალამოს გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს კანის ჰიპერემია, გამონაყარი, ქავილი. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
გამოშვების ფორმა:
20, 30, 40გ მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში. ფლაკონს ეკვრება ეტიკეტი და თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა:
პარასამკურნალო საშუალება