საერთაშორისო დასახელება:

IBUPROFEN

მწარმოებელი: MENTHOLATUM CO. LTD, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენი + მენთოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული შემადგენლობის ადგილობრივი გამოყენების ანალგეზიური და ანთების  საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი გარეგანი გამოყენებისათვის: ტუბში 15 გ ან 50 გ

1 გ

იბუპროფენი .................           50 მგ

მენთოლი ..........................      30 მგ

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, კარბომერი, დი-იზოპროპანოლამინი, ეთანოლი, წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დიპ რილიფი წარმოადგენს იბუპროფენისა და მენთოლის კომბინაციას, რომლის სუნიც შეიგრძნობა უშუალოდ გამოყენების დროს.

იბუპროფენი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფის წარმომადგენელია. იგი აყუჩებს ტკივილს და აგრეთვე ხელს უწყობს ანთებითი პროცესების ლოკალიზებას.

მენთოლს ახასიათებს ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედება, ეს კი ხელს უწყობს ტკივილის გაყუჩებას.

ჩვენებები:

დიპრილიფი გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება ართრიტის, კუნთებისა და სახსრების სხვადასხვა სახის ტკივილის დროს, ხერხემლის ტკივილის ჩათვლით.

მიღების წესები და დოზირება:

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის მოზრდილებსა და ბავშვებში 14 წლის ასაკის ზევით. სახურავის ზედა ნაწილის დაწოლით გახვრიტეთ ტუბი, გელის მცირე რაოდენობა წაისვით მტკივნეულ ადგილას, შეიზილეთ სრულ შეწოვამდე 4-ჯერ დღეში, ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება პრეპარატის 10 დღეზე მეტი ხნით გამოყენება.

არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ჰაერგაუმტარი ნახვევის ქვეშ.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია კანის მხრივ გამოხატული ალერგიული რეაქციები: ქავილი, სიწითლე და ა.შ.

უკუჩვენებები:

*დიპ რილიფის მიღება არ არის რეკომენდებული თუ:

*თქვენ მგრძნობიარე ხართ იბუპროფენის ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ;

*თქვენ გაწუხებთ ასთმა და იცით, რომ ასპირინმა და სხვა არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო  პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ ასთმის შეტევის პროვოცირება;

*კანი დაზიანებულია ტკივილის ადგილას;

*ხართ ორსული;

*ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

*დიპ რილიფის გამოყენება არ შეიძლება ექიმის რეკომენდაციის გარეშე 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.

*თუ თქვენ გაქვთ თირკმელების დაავადება პრეპარატის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

*გელი არ წაისვათ ტუჩებზე, ნესტოებზე, თვალებთან, სასქესო ორგანოებზე და ანალურ ხვრელთან ახლოს, აგრეთვე ღია ჭრილობებზე, დაზიანებულ და გაღიზიანებულ კანზე. თუ ეს მოხდა ჩამოიბანეთ გელი დიდი რაოდენობა სუფთა წყლით.

*დიპ რილიფის გამოყენების შემდეგ ყოველთვის დაიბანეთ ხელები, თუ ისინი არ წარმოადგენენ მკურნალობის ობიექტს.

*გელის გადაყლაპვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზირება:

არ არის აღწერილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

თუ თქვენ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებას პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია