საერთაშორისო დასახელება:
BETAMETHASONE; SALICYLIC ACID
მწარმოებელი: SCHERING-PLOUGH, ბელგია
მოქმედი ნივთიერება: ბეტამეტაზონის დიპროპიონატი+სალიცილის მჟავა
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდი, სალიცილის მჟავას პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ლოსიონი: ფლაკონში 30 მლ
1 მლ
ბეტამეტაზონის დიპროპიონატი .................... 500 მკგ
სალიცილის მჟავა .................................................. 20 მგ
მალამო: ტუბში 30 გ
1 გ
ბეტამეტაზონის დიპროპიონატი ......... 500 მკგ
სალიცილის მჟავა ....................................... 30 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დიპროსალიკი შეიცავს 2 აქტიური ნივთიერების კომბინაციას - ბეტამეტაზონის დიპროპიონატის და სალიცილის მჟავის.
ბეტამეტაზონის დიპროპიონატი სინთეზირებული ფტორირებული კორტიკოსტეროიდია. მას გააჩნია ანთების, ქავილის საწინააღმდეგო და სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედება. დიპროსალიკის ლოსიონი და მალამო ავლენენ ამ ეფექტებს სტაბილურად, თუ აპლიკაცია სწარმოებს ორჯერ დღეში.
ადგილობრივი გამოყენებისას სალიცილის მჟავას გააჩნია კერატოლიზური, ბაქტერიოსტატული და ფუნგიციდური მოქმედება.
ჩვენებები:
დიპროსალიკის გამოყენება ნაჩვენებია ფსორიაზის და თავის თმიანი ნაწილის სებორეის ანთებითი გამოვლინებების შესამცირებლად, სხვა ლოკალიზაცია ფსორიაზული დარღვევების, დერმატოზების დროს, რომელთა გამომწვევები მგრძნობიარენი არიან კორტიკოსტეროიდული თერაპიისადმი.
მიღების წესები და დოზირება:
დიპროსალიკის გამოყენება რეკომენდებულია ორჯერ დღეში - დილით და საღამოს.
გვერდითი მოვლენები:
წვა, ქავილი, გაღიზიანება, კანის სიმშრალე, ფოლიკულიტი. აკნეს მსგავსი გამონაყარი, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი.
უკუჩვენებები:
*დიპროსალიკის ლოსიონი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატის პოტენციური სარგებლობა დედისათვის აღემატება ნაყოფზე ზემოქმედებით გამოწვეულ მოსალოდნელ რისკს. პრეპარატი გადადის დედის რძეში, ამიტომ ის არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები:
*თუ დიპროსალიკის ლოსიონის გამოყენების ფონზე განვითარდა გაღიზიანება ან ჰიპერსენსიბილიზაცია, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.
*პედიატრიულ პრაქტიკაში გამოყენება: ბავშვები უფრო მგრძნობიარენი არიან ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებისადმი, რაც იწვევს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზალურ-თირკმელზედა სისტემის დათრგუნვას, ამავე დროს აღინიშნება კუშინგის სინდრომი, ზრდის შეფერხება, სხეულის მასის დაკლება და ქალასშიდა წნევის მომატება ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებს. თირკმელზედა ქერქის უკმარისობა განისაზღვრება კორტიზოლის დაბალი დონით პლაზმაში.
კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენების დროს, განსაკუთრებით ბავშვებში, შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომლებიც აღინიშნება სისტემური კორტიკოსტეროიდული პრეპარატების გამოყენების დროს, მათ შორის თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სუპრესიაც. სალიცილის მჟავის გამოყენება დაზიანებულ კანზე ან ღია ჭრილობებზე არ არის რეკომენდებული.
*დიპროსალიკის ლოსიონის გამოყენებისას არ არის რეკომენდებული ოკლუზიური ნახვევის დადება.
ოკლუზიური ნახვევის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს:
კანის მაცერაცა, მეორადი ინფექცია, კანის ატროფია, სტრიები. სალიცილის მჟავის პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ დერმატიტის განვითარება.
*კანის სიმშრალის და გაღიზიანების შემთხვევებში, პრეპარატის მკურნალობა საჭიროა შეწყდეს.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი ხანგრძლივი და დიდი რაოდენობით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოფიზალურ-ადრენალური სისტემის დათრგუნვა, რომელიც იწვევს მეორადად თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციიის უკმარისობას, ჰიპერკორტიციზმს, კუშინგის დაავადების ჩათვლით.
ქრონიკული ინტოქსიკაციის შემთხვევაში რეკომენდებულია კორტიკოსტეროიდების თანდათანობით მოხსნა.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 2-300Cტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.