საერთაშორისო დასახელება:
SUXAMETHONIL IODIDE
მწარმოებელი: DARNITSA
მოქმედი ნივთიერება: სუქსამეთონილის იოდიდი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
N-ქოლინოლიტიკი (მიორელაქსანტი)
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი2%: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ 1 ამპ.
სუქსამეთონილის იოდიდი ................... 20 მგ 100 მგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
მოკლე მოქმედების მადეპოლარიზებელი მიორელაქსანტი. იწვევს ნერვ–კუნთოვანი გადაცემის ბლოკადას. ურთიერთქმედებს ნ–ქოლინორეცეპტორებთან,იწვევს პოსტსინაპსური მემბრანის დეპოლარიზაციას. ვითარდება მიოფიბრილების დეზორგანიზებული შეკუმშვა (ე.ი. ბლოკადის განვითარებას წინ უსწრებს კუნთოვანი კრუნჩხვა – შედეგი მოკლეპერიოდიანი ნერვ–კუნთოვან გადაცემის შემსუბუქების). დეპოლარიზებული მემბრანები არ რეაგირებენ დამატებით იმპულსებზე, და რადგანაც კუნთოვანი ტონუსის შესანარჩუნებლად საჭიროა განმეორებითი იმპულების მიღება, ვითარდება სპასტიკური დამბლა.პრეპარატის ვენაში შეყვანის შემდეგ მიორელაქსაცია ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: თვალის ქუთუთოები, საღეჭი კუნთები, კუნთები ხელის თითების, თვალების, კიდურების, კისრის, ზურგის და მუცლის, ხმის იოგების, შემდეგ ნეკნთაშორისი კუნთბი და დიაფრაგმა. იზრდება ტვინში სისხლის მიმოქცევა და ქალასშიგა წნევა საერთო ანესთეზიის პირობებში. კუნთში შეყვანის შემდეგ მოქმედება იწყება 2–4 წთ–ის შემდეგ; ვენაში შეყვანისას – 54–60წმ–ის შემდეგ, 2–3 წთ–ის შემდეგ კუნთების რელაქსაცია აღწევს მაქსიმუმს და ნარჩუნდება სრული მოცულობით 3 წთ. მოქმედების ხანგრძლივობა – 5–10 წთ. ეფექტი დამოკოდებულია დოზაზე: 0.1 მგ/კგ – ჩონჩხის კუნთები დუნდება სუნთქვის სისტემაზე შესამჩნევი ცვლილების გარეშე; 0.2–1მგ/კგ – სრული მოდუნება ხდება მუცლის კედლის კუნთების და სასუნთქი კუნთების. კუნთების მოდუნების გასახანგრძლივებლად საჭიროა განმეორებითი შეყვანა. ეფექტის სწრაფი დადგომა და შემდგომი სწრაფი აღდგენა კუნთების ტონუსის შესაძლებლობას იძლევა გაკონტროლებული და მართული იყოს კუნთების რელაქსაცია.
ჩვენებები:
ჩარევა, რომელიც მოითხოვს მიორელაქსაციას (ჩვეულებრივ ხანმოკლე): სპონტანური სუნთქვის გამოთიშვა (ინტრატრახეალური ინტუბაცია, ბრონქოსკოპია); სრული მიორელაქსაცია (ენდოსკოპი, ამოვარდნილობის ჩასწორება, მოტეხილობის რეპოზიცია, გინეკოლოგიური, თორაკალური, აბდომინალური ოპერაციები); ელექტროიმპულსური თერაპიისას კრუნჩხვის პროფილაქტიკა; სტრიხნინით მოწამვლისას, ტეტანუსისა (სიმპტომატური თერაპია).
მიღების წესი და დოზები:
მოზრდილები: ვენაში – ნელა, ნაკადად ან წვეთოვნად (ხანგრძლივი წვეთოვანი ინფუზიისთვის იყენებენ 0.1%–იან ხსნარს). კლინიკური სიტუაციის მიხედვით ვენასი შეყვანისას ერთჯერადი დოზა ვარირებს 0.1 დან 1.5–2 მგ/კგ–მდე, მაგრამ არაუმეტეს 150მგ– სა.
კუნთში გამოიყენება ბავშვებში 2.5მგ/კგ–მდე, მაგრამ არაუმეტს 150მგ. ვენასი – 1–2 მგ/კგ. ტრახეის ინტუბაციისას – 0.2–0,8 მგ/კგ’ მიორელაქსაციისთვის და სპონტანური სუნტქვის გამოსათიშად – 0.2–1 მგ/კგ;
ჩონჩხის კუნთების რელაქსაციისთვის ამოვარდნილობისა და მოტეხილი ძვლების რეპოზიციისათვის – 0.1–0.2 მგ/კგ; ენდოსკოპიის და ელექტროენცეფალოგრაფიისთვის – 0.2 მგ/კგ;
კუნთების ხანგრძლივად მოსადუნებლად მთელი ოპერაციის მანძილზე პრეპარატის შეყვანა ფრაქციულად შეიძლება, ყოველ 5–7 წთ–ში, 0.5–1 მგ/კგ. განმეორებითი დოზები მოქმედებს უფრო ხანგრძლივად.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა; ავთვისებიანი ჰიპერტანზია ()მათ შორის ანამნეზსი . მიასთენია, თანდაყოლილი და დისტროფიული მიოტონია, დუშენის კუნთოვანი დისტროფია, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ფილტვების შეშუპება, თვალი შემავალი ტრავმა, ბრონქიალური ასთმა, ჰიპეკალიემია, ჩვილ ბავშვთა ასაკი (1 წლამდე), ორსულობა.
სიფრთხილით: ექსტრემალური ქირურგია ავადმყოფებში „სავსე კუჭით“, შრატისმიერი ქოლინესთერაზის აქტივობის დაქვეითება (ღვიძლის უკმარისობის ტერმინალური სტადია, ანემია, კახექსია, ხანგრძლივი შიმშილი, ქრონიკული ინფექციები, ვრცელი დამწვრობა, ტრავმები, მშობიარობის შემდგომი პერიოდი, ტეტანუსი, ტუბერკულოზი, ავთვისებიანი სიმსივნე, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, მიქსედემა, კოლაგენური დაავადებები, პლაზმის გადასხმის შემდგომი მდგომარეობა , პლაზმაფერეზი, ხელოვნური სისხლმიმოქცევა, ინსექტიციდებით მწვავე ან ქრონიკული ინტოქსიკაცია, ერთდროული მიღება სამკურნალო საშუალებები, რომელიც არის სუქსამეტონიუმის კონკურენტული მაგ; პროკაინი ვენაში.
გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები (ანაფოლაქსიური შოკი, ბრონქოსპაზმი); ჰიპერკალიემია, არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია (უფრო ხშირად ბავშვებში, განმეორებითი შეყვანისას – ბავშვებში და მოზრდილებში), გამტარობის დარღვევა, კარდიოგენული შოკი; თვალისშიგა წნევის მომატება, ჰიპერსალივაცია, ცხელება;მიალგია (ოპერაციის შემდგომ პერიოდში); სასუნთქი კუნთების ხანგრძლივი დამბლა (დაკავსირებული გენეტიკურად განპირობებული შრატისმიერი ქოლინესტერაზის წარმოქმნის დაეღვევით); იშვიათად – რაბდომიოლიზი მიოგლობინემიით და მიოგლობინურიიტ. ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: სუნთქვის გაცერება.
მკურნალობა: ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოყენება, შრატში ქოლინესთერაზას დაქვეიტების შემთხვევაში – ახალი სისხლის გადასხმა.
განსაკუთრებული მითითებები:
სუქსამეტონიუმის იოდიდის შეყვანამდე 1 წუთით ადრე 3–4 მგ d–ტუბოკურარინი ან 10–15 მგ დიპლაცინი თითქმის მთლიანად გამორიცხავს კუნთების კრუნ,ჩხვას და შემდგომ მიალგიას. შესაბამაის დოზებში და განმეორებითი შეყვანისას შესაძლებელია გამოყენებული იყოს გახანგრძლივებული ოპერაციის დროსაც, თუმცა კუნთების გახანგრძლივებული მოდუნებისას ჩვეულებრივ იყენებენ არადეპოლარიზებულ მიორელაქსანტებს, რომელიც შეყავთ ტრახეის წინასწარი ინტუბაციის შემდეგ სუქსამეტონიუმის ფონზე.
გამოიყენებენ მხოლოდ სპეციალიზირებულ განყოფილებებში, სადაც არის ფილტვების ხელოვნური სუნთქვის აპარატი და მომზადებული სამედიცინო პერსონალი, საერთო ანესთეზიის ფონზე.
გამოხატული ბრადიკარდიისას, ბრონქული სეკრეციის მომატებისას და სხვა ეფქტებისას, რომელიც დაკავშირებულია m-ქოლინომასტიმულირებელ მოქმედებასთან, სუქსამეტონიუმის შეყვანამდე რეკომენდებულია ატროპინის შეყვანა. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჰიპერკალიემიისა და ნევროპათიის გარეშე)შეყავთ ერთჯერადად სასუალო დოზით, არ იყენებენ მრავალჯერადად ან დიდ დოზებში ჰიპერკალიემიის განვითარების რისკის გამო.
გახანგრძლივებული მიორელაქსაცია შესაძლო აპნოეთი შეიძლება გამოწვეული იყოს: სისხლის შრატში „ატიპური" ქოლინესთერაზით, ქოლინესთერაზის მემკვიდრეობითი უკმარისობით ან ღვიძლის მძიმე დაავადებისას მისი კონცენტრაციის დროებითი უკმარისობით, გამოხატული ანემია, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, კახექსიისას, დეჰიდრატაციისას, ცხელებითი მდგომარეობისას, მწვავე მოწამვლისას ან ქრონიკული ურთიერთქმედება ინსექტიციდ–ქოლინესთერაზას ინჰიბიტორის (შიგნით მოხვედრისას) ან ანტიქოლინესთერაზული სამკურნალო საშუალებები (ნეოსტიგმინი, ფიზოსტიგმინი, დისტიგმინი, ფოსფოლინი), ან ერთდროული მიღებისას ქოლინესთერაზის მიმართ სუქსამეტონიუმის კონკურენტული სამკურნალო სასუალების გამოყენებისას (მაგ; პროკაინი). 3–5 მგ/კგ დოზით გახანგრძლივებული შეყვანისა შეიძლება განვითარდეს ე.წ. „ორმაგი ბლოკი“ – გახანგრძლივებული კურარეს მსგავსი მოქმედება, რომელიც შეიძლება ნეოსტიგმინით იყოს კუპირებული.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აძლიერებს საგულე გლიკოზიდების მოქმედებას. აქვეითებს ანტიმიასთენური პრეპარატების მოქმედებას. ფარმაცევტულად შეუთავსებელია დონორის სისხლთან (ხდება ჰიდროლიზი), სისხლის კონსერვანტებთან, შრატის კონსერვატებთან, სისხლის პრეპარატებთან, ბარბიტურატების ხსნარებთან (ნალექი წარმოიქმნება) და ტუტე ხსნარებთან. შეთავსებადია 0.9%–იან NaCl ხსნართან, რინგერთან, 5%–იანი ფრუქტოზისა და 65 დექსტრანის ხსნართან.
ანტიქოლინესთერაზული სამკურნალო საშუალებები, პროკაინი, პროკაინამიდი, ლიდოკაინი, ბერაპამილი, ბეტა ადრენობლოკატორები, ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, ამფოტერიცინი B, კლინდამიცინი, ციკლოპროპანი, პროპანიდიდი, ფოსფოროორგანული ინსექტიციდები, Mg2+ და Li+ მარილები, ქინიდინი, ქინინი, ქლოროქინი, პანკურონი აძლიერებენ და ახანგრძლივებენ მიორელაქსაციურ მოქმედებას. ჰალოგენ შემცველი სამკურნალო საშუალებები საერთო ანესთეზიისათვის აძლიერებენ, ხოლო თიოპენტალ ნატრიუმი და ატროპინი ამცირებს გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე არასასურველ მოქმედებას.
სამკურნალო საშუალებები, რომლებთაც ახასიათებს პოტენციური უნარი დააქვეითოს სისხლის ქოლინესთერაზის აქტივობა (აპროტინინი, დიფენჰიდრამინი, პრომეტაზინი, ესტროგენები, ოქსიტოცინი, გლუკოკორტიკოსტეროიდები მაღალი დოზით, პერორალური კონტრაცეპტივები), აძლიერებენ და ახანგრძლივებენ სუქსამეთონიუმის მიორელაქსაციურ მოქმედებას.