მწარმოებელი: Laboratories LEURQUIN MEDIOLANUM S.A.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანგიოპროტექტორი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 24 ც.
1 ტაბ.
მოცვის ანტოციანოზიდური ექსტრაქტი .................. 50 მგ
α-ტოკოფეროლის აცეტატი (ფხვნილის სახით) ......... 50 მგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფლავონიდის პრეპარატები ხასიათდებიან ვენომატონიზირებელი და ვაზოპროტექტორული მოქმედებით (ავიწროებენ სისხლძარრვებს, ამაღლებენ წინააღმდეგობას და აქვეითებენ კაპილარების გამავლობას). ფარმაკოლოგიური გამოკვლევებით დადგენილი იქნა ანტიოქსიდანტური და ვაზოპროტექტორული მოქმედება.
ვაზოპროტექტორული ეფექტი ვლინდება დაზიანებული ბაზალური მემბრანის დონეზე, ეს ხდება კოლაგენის ნორალიზაციის და სისხლარღვოვანი გამტარობის კონტროლის დონეზე, კოლაგენაზის მოქმედების მიმართ რეზისტენტობის გაზრდის გამო.
ჩვენებები:
- ვენო–ლიმფატური უკმარისობისათვის დამახსიათებელი ფუნქციონალური გამოვლენისას დამხმარე მკურნალობის სახით (მძიმე ფეხები, ტკივილი);
- დამხმარე სიმპტომატური მკურნალობა კანის კაპილარების სიმყიფის დროს (ექკიმოზები, პეტექიები);
- მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მხედველობის ველის დაქვეითება სისხლძარღვოვანი წარმოშობის.
მიღების წესი:
1–2 დრაჟე 3–ჯერ დღეში. დრაჟეს მთელს ყლაპავენ, ჭიქა წყლის მიყოლებით. მკურნალობის კურსი შეადგენს 20 დღეს.
აუცილებლობისას მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდეს.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბებაზე მონაცემები არ არის.
გვერდითი ეფექტები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დარღვევები (იშვიათად)
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
ურთიერთქმედება:
არ არის დადგენილი
შენახვის პირობები და ვადა:
3 წელი. ჩვეულებრივ ტემპერატურაზე, მშრალ და ბნელ ადგილზე.