ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ღებინების საწინააღმდეგო, ცენტრალური დოფამინო რეცეპტორების მაბლოკირებელ საშუალებას. იგი ავლენს ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებას, თრგუნავს სლოკინს და ხსნის ზოგიერთ შემთხვევაში გულის რევას. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ცენტრალური დოფამინური რეცეპტორების ბლოკადით, რაც ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორულ ფუნქციაზე დოფამინის მაინჰიბირებელი მოქმედების მოხსნას და კუჭის ევაკუატორული და მოძრაობითი აქტივობის გაზრდას.

ჩვენებები

  • სხვადასხვა გენეზის გულისრევა, ღებინება, სლოკინი (ტოქსემიის, სხივური თერაპიის, დიეტის დარღვევის დროს, ზოგიერთი სამკურნალო (მორფინი) საშუალებების გამოყენებისა), ენდოსკოპური და რენტგენოკონტრასტული გამოკვლევებისას პოსტოპერაციული პერიოდში;
  • ოპერაციის შემდგომი ჰიპოტონია და კუჭისა და ნაწლავების ატონია;
  • სანაღვლე გზების დისკინეზია, მეტეორიზმი, რეფლუქსეზოფაგიტი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი;
  • დისპეფსიის სხვადასხვა სახეები. გულისრევა და ღებინება რომლებიც გამოწვეულია დოფამინომიმეტური საშუალებების გამოყენებით.

დოზირების რეჟიმი

5 წლის ასაკის ზევით ბავშვებსა და მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება დოზით 10 მგ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15-30 წთ-ით ადრე, ხოლო აუცილებლობისას დამატებით ინიშნება 10 მგ ძილის წინ. გულისრევისა და ღებინების მწვავე შემთხვევისას, გამოხატული დისპეფსიის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 20 მგ 3-4-ჯერ დღეში.

თირკმელების უკმარისობისას პრეპარატის გამოყენების სიხშირე უნდა შევამციროთ.

გვერდითი მოვლენები

იშვიათად - მომატებული აგზნებადობა და/ან ექსტრაპირამიდული დარღვევები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმები; თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, წყურვილის შეგრძნება, ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, ურტიკარია). სისხლის პლაზმაში პროლაქტინის დონის მომატება, გალაქტორეა, გინეკომასტია.

უკუჩვენებები

* კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა;

* ნაწლავების მექანიკური გაუვალობა;

* კუჭის ან ნაწლავების პერფორაცია;

* პროლაქტინომა;

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;

* 1 წლამდე ასაკის ბავშვები;

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის უკმარისობის შემთხვევაში.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია