საერთაშორისო დასახელება:
comb.drug
მწარმოებელი: QUEISSER PHARMA,გერმანია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პრეპარატი ზოგადი საერთო გამაჯანსაღებელი და სედატიური მოქმედებით.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ხსნარი პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 250 მლ
100 მლ
კრაზანას ფოთლები და ყვავილების ექსტრაქტი ................ 100 მგ
სვის გირჩების ექსტრაქტი ..................................... 100 მგ
კატაბალახის ძირების ექსტრაქტი ................................. 20მგ
ბარამბოს ფოთლების ექსტრაქტი ................................ 50 მგ
ჟენშენის ფესვების ექსტრაქტი ...................................... 50 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
პროპილენგლიკოლი, გლიცეროლი, მაკროგოლიცეროლჰიდროქსისტეარიტი, მენთოლი, მანდარინის არომატი, სორბინის მჟავა, გამოხდილი წყალი და სხვა.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დოპელჰეცრი ვიტალოტონიკი ნატურალური პრეპარატია, რომელიც შედგება ძირითადად 5 მცენარეული კომპონენტისაგან. ერთდროულად არის ზოგადგამაჯანსაღებელი და მატონიზირებული საშუალება, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, აწყნარებს ნერვულ სისტემას, გამოიყენება ასთენიის, ნევრასთენიის, გადაღლილობის (ფიზიკური და გონებრივი), გადატანილი დაავადების შემდგომ კომპლექსურ თერაპიაში.
კრაზანა: აძლიერებს სისხლის მიმოქცევას გულისა და ტვინის სისხლძარღვებში, გამოირჩევა ანტი ათეროსკლეროზული თვისებებით, აუმჯობესებს ვენების არტერიებისა და კაპილარების კედლების ელასტიურობას.
სვია: დამამშვიდებლად მოქმედებს ცნს-ზე, დადებითად მოქმედებს მეტაბოლიზმზე, ცხიმოვან, მინერალურ და წყლის ცვლაზე. მის დამამშვიდებელ ეფექტს იყენებენ ცნს აგზნების დროს, ძილის დარღვევისას. ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიების და ჰიპერტონული დაავადების ადრეულ სტადიაზე.
ბარამბო: ავლენს დამამშვიდებელ და გამაჯანსაღებელ მოქმედებას ცნს-ზე; მისი რეგულარული გამოყენების დროს მცირდება ტკივილი გულის არეში, ქოშინი, ქვეითდება სისხლის წნევა, მცირდება გულის კუმშვათა რიცხვი.
კატაბალახა: ამშვიდებს და აჯანსაღებს ნერვულ სისტემას, ახასიათებს ტრანკვილიზაციური მოქმედება ცნს-ზე, არეგულირებს გულის მუშაობას, ახდენს დადებით და ნეირორეგულატორულ გავლენას გულის კუნთის მუშაობაზე და გამტარებელ სისტემაზე. ახასიათებს სისხლისძარღვთა გამაფართოებელი და ჰიპოტეზიური მოქმედება.
ჟენშენი: აზიაში მას ტრადიციულად "სიცოცხლის ფესვს" უწოდებენ. მისი ძირითადი ფარმაკოლოგიური თვისებაა მატონიზირებელი და ზოგადგამაჯანსაღებელი მოქმედება ორგანიზმზე. ის ამაღლებს შრომისუნარიანობის დონეს, აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობას სტრესული სიტუაციების და გარემოს მავნე მოქმედების მიმართ. მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას, ქრება მოთენთილობა, სწრაფი დაღლა, თავის ტკივილი, უმჯობესდება მადა, მატულობს საერთო ტონუსი.
მიღების წესები და დოზირბა:
თითო სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ და ძილის წინ.
განსაკუთრებული მითითებები:
მითითება დიაბეტიკებისათვის: ეს არის იდეალური პრეპარატი, რომელიც არ შეიცავს შაქარს და ალკოჰოლს! არ შეიცავვს პურის ერთეულს (BE).
მითითები მძღოლებისა და სპორტსმენებისათვის: დოპელჰერცი ვიტალოტონიკი შეგიძლიათ მიიღოთ განუსაზღვრელი რაოდენობით! არ შეიცავს ალკოჰოლს!
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება გრილ ადგილას.