აიურვედული სამკურნალო საშუალება
ყოველი მკვრივი ჟელატინის კაფსულა შეიცავს
ექსტრაქტს-VALERIANA WALLIACH 200 მგ
ექსტრაქტს-WITHANIA SOMNIFERA 150 მგ
ექსტრაქტს-COPNVOLVULVUS PLURICAULIS 50 მგ
ექსტრაქტს-BECOPA MONIERY 50 მგ
ექსტრაქტს-CENTELLA ASIATICA 50 მგ
მასის დანარჩენი შემავსებლები
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სედაციური საშუალება
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
1. VALERIANA WALLIACH -ს გააჩნია სედაციური მოქმედება. იგი ასევე სპაზმოლიზური საშუალებაა და გამოიყენება უძილობის, ისტერიის, ნერვული აგზნებადობის და გახშირებული გულისცემის სამკურნალოდ.
2. WITHANIA SOMNIFERA -ს გააჩნია საძილე მოქმედება და როგორც სედაციური საშუალება უძილობისას, ხელს უწყობს ძილის დადგომას.
3. COPNVOLVULVUS PLURICAULIS - გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის დროს როგორც დამამშვიდებელი საშუალება. არის ტვინის მატონიზირებელი საშუალება და გამოიყენება მეხსიერების გაუმჯობესების მიზზნით, ასევე ხელს უწყობს ძილს.
4. BECOPA MONIERY -ს გააჩნია სედაციური და ტრანკვილიზური მოქმედება . ის გამოიყენება დეპრესიებისას და ისტერიებისას.
5. CENTELLA ASIATICA - გააჩნია სედაციური და სპაზმოლიზური თვისებები, გამაძლიერებელი და ანტისტრესული მოქმედებით.
ჩვენებები:
სამკურნალო საშუალება ნაჩვენებია ძილის დარღვევის, უძილობის დროს , ემოციური სტრესის, მოუსვენრობის, ფსიქიური გაღიზიანების, დეპრესიის, ნერვული აგზნებადობის დროს და სხვ.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ. პრეპარატის გამოყენება იკრძალება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
დოზები და მიღების წესი:
1-2 კაფსულა -2 ან 3 - ჯერ დღეში.
-უძილობის ან ძილის დარღვევის დროს 1-2 კაფსულა 1 სთ ადრე დაძინებამდე.
- თერაპიაში არ არის დადგენილი მკურნალობის კურსი აღნიშნული სამკურნალო საშუალებით. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ არ აღინიშნება მოხსნის სინდრომი.
-საუკეთესო შედეგის მისაღწევად არ უყუროთ ტელევიზორს და არ მოუსმინოთ რადიო პროგრამებს ან კასეტებს სამკურნალო საშუალების მიღების შემდეგ.
გვერდითი მოვლენები;
შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები , მომატებული დაღლილობა, კუჭის აშლილობა.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
სამკურნალო საშუალების გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში შესწავლილი არ არის. გადაწყვეტილებას პრეპარატის მიღების ან მოხსნის შესახებ იღებს ექიმი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშვალებებთან:
სამკურნალო საშუალებას გააჩნია სედაციური მოქმედება,ამიტომ სხვა მსგავსი სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მიიღება აღნიშნულ პრეპარატთან ერთად, უნდა მიიღოთ დოზირების კონტროლის ქვეშ. ანტიჰიპერტონული საშუალებების ან საანესთეზიო საშუალებების დოზირება უნდა ჩატარდეს დოზირების კონტროლის ქვეშ.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის აშლილობა, სპაზმი, დაღლილობა, ხელების კანკალი და სხვ. ეს ეფქტები ქრება 24 სთ-ის განმავლობაში. თუ ასეთი სიმპტომები გამოვლინდება შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება. სიმპტომების შესუსტების შემდეგ შეგიძლიათ ისევ მიიღოთ პრეპარატი დაბალი დოზებით და ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
სპეციალური მითითებები:
სამკურნალო საშუალების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფსიქომოტორული შეფერხება, რამაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ ადგილას არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
არ გამოიყენოთ აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოყენების ფორმა:
2X10 კაფსულა კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III- გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.
მწარმოებელი:
ნაბროს ფარმა პვტ.ლტდ
ნ.ხ. N 8 კაჯიპურა, კხედა 387411 , ინდოეთი