საერთაშორისო დასახელება:
Dr.Theiss Naturwaren GmbH
სამკურნალწამლო ფორმა :
ხსარი ( ელექსირი )
შემადგენლობა :
100 გ პრეპარატი შეიცავს :
აქტიური კომპონენტები
ტოკოფეროლის აცეტატი
|
60.0 მგ მგ |
რეტინოლის პალმინტატი
|
1000 მე / მგ 1450 მე
|
ქოლეკალციფეროლი |
12.5 მკგ |
თიამინის ჰიდროქლორიდი
|
6.0 |
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 9.0
|
9.0 |
ნიკოტინამიდი
|
75.0
|
ასკორბინის მჟავა
|
450.0 |
რიბოფლავინი ნატრიუმის ფოსფატი
|
9.0 |
ციანკობალამინი
|
5.0 მკგ
|
დექსპანთენოლი
|
40.0 |
კუნელის ნაყოფის ექსტრაქტი
|
80.0 |
კუნელის ფოთლებისა და ყვავილების ექსტრაქტი
|
20.0 |
შავბალახას ბალახის ექსტრაქტი
|
50.0 |
რკინა (II) ლაქტატი
|
25.0 |
დამხმარე კომპონენტები :
მაკროგოლის გლიცერილრიცინოლეატი ( კრემოფორ EL ), გლიცეროლი , პროპილენგლიკოლი , ბეტა - აპო - კაროტინის ალდეჰიდი ( საღებავი E 160 ე ), ლიმონმჟავა , ეთანოლი (96%), ბუთილჰიდროქსიანიზოლი , კალიუმის სორბატი , ფორთოხლის არომატიზატორი , მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი , ნატრიუმის საქარინატი , წყალი .
აღწერილობა :
ყვითელი ან მოყვითალო - ფორთოხლისფერი გამჭვირვალე ხსნარი ფორთოხლის სუნით .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
პოლივიტამინური საშუალება + სხვა პრეპარატები
ფარმაკოლოგიური თვისებები :
კომბინირებული პრეპარატი , რომელიც შეიცავს ვიტამინების კომპლექსს , რკინას , შავბალახას და კუნელის მცენარეულ ექსტრაქტებს .
პრეპარატი ავსებს ვიტამინებისა და რკინის აბსოლუტურ და შეფარდებით დეფიციტს , მონაწილეობს ჟანგვა - აღდგენითი პროცესებისა და ნივთიერებათა ცვლის რეგულაციაში , ასტაბილიზებს გულ - სისხლძარღვთა სისტემის მოქმედებას , ახდენს სედატიურ მოქმედებას და ასტიმულირებს ჰემოგლობინის სინთეზს .
ჩვენება :
· ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკა
· მომატებული მოთხოვნილება ვიტამინების მიმართ ( გაზრდილი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა , გადატანილი დაავადების შემდეგ აღდგენითი პროცესი , ოპერაციული ჩარევა ), განსაკუთრებით ასაკოვანი პაციენტებისათვის .
· ასთენო - ნევროზული მდგომარეობა ( კომპლექსური მკურნალობისას )
უკუჩვენება :
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ ;
* რკინის მომატებული რაოდენობა ორგანიზმში ;
* ორსულობა ;
* ბავშვთა ასაკი .
სიფრთხილით : ღვიძლის დაავადებებით , ეპილეფსიით დაავადებულ , თავის ტვინის დაზიანების მქონე ადამიანებში .
გამოყენების მეთოდი და დოზები :
შიგნით , თითო სუფრის კოვზი 2- ჯერ დღეში ჭამის წინ ან ჭამის დროს .
გვერდითი მოქმედება :
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები
ჭარბი დოზირება :
რეკომენდებული დოზის დაცვის შემთხვევაში ვიტამინების ჭარბი დოზირება გამორიცხულია .
შემთხვევითი ჭარბი დოზირების დროს აუცილებელია ექიმთან მიმართვა . ჭარბი დოზირების მკურნალობა სიმპტომატიურია .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან :
- რკინა ამცირებს ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების აბსორბციას
- ასკორბინის მჟავა ზრდის სალიცილატების , ეთინილესტრადიოლის , ბენზილპენიცილინის და ტეტრაციკლინების კონცენტრაციას სისხლში .
-ანტაციდები ამცირებენ რკინის შეწოვას .
განსაკუთრებული მითითებები :
არ შეიძლება მითითებული დოზის გადაჭარბება .
პრეპარატი შეიცავს 15% ალკოჰოლს . პრეპარატის ყოველ მიღებაზე პაციენტი იღებს 2,25 გ ალკოჰოლს .
ჭარბი დოზირების თავიდან ასაცილებლად არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება სხვა პოლივიტამინურ პრეპარატებთან ერთად .
შესაძლებელია შარდის შეფერვა ყვითლად , რაც აიხსნება პრეპარატში რიბოფლავინის არსებობით . შეფერვა ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ .
შენახვისას შესაძლებელია ხსნარის შემღვრევა , რომელიც არ მოქმედებს პრეპარატის ხარისხზე . გამოყენების წინ რეკომენდებულია ფლაკონის შენჯღრევა .
გამოშვების ფორმა :
ხსნარი ( ელექსირი ) 200 მლ ყავისფერი მინის ( ე . ფ . მიხედვით III ტიპი ) ფლაკონებში , მაფიქსირებელ რგოლიანი მისახრახნი პლასტიკის თავსახურით და საზომი ჭიქით .
ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში .
შენახვის პირობები :
ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე .
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .
ვარგისობის ვადა :
3 წელი
არ შეიძლება გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ .
გაცემის პირობები :
რეცეპტის გარეშე