მწარმოებელი: Dr.THEISS NATURWAREN, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ტრიკლოზანი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი ტუბში 30 გ

1 გ

ტრიკლოზანი ......   0.001 გ

დამხმარე ნივთიერებები:

ეთილის სპირტი, ბენტონინი, გოგირდი, დიმეტიკონი, სპირტი, სტეარინის მჟავა, ტრიეთანოლამინი, დიბრომგლუტარონიტრილის მეთილის ეთერი, წყალი.

ჩვენებები:

პრეპარატი არეგულირებს კანის მიერ ცხიმის გამოყოფას, ხელს უწყოს ცხიმის აბსორბციას, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გროვდება კანზე. პრეპარატში შემავალი აქტიური ნივთიერებები თრგუნავს ანთებით კერებს.

მიღების წესები და დოზირება:

კანის ზედაპირს გულდასმით ასუფთავებენ ლოსიონით და ფრთხილად შეიმშრალებენ. ყოველივე ამის შემდეგ პრეპარატი უნდა იქნას შეზელილი კანის დაზიანებულ უბანზე.

გვერდითი მოვლენები:

არ მოიპოვება მონაცემები.

უკუჩვენებები:

არ მოიპოვება მონაცემები.

განსაკუთრებული მითითებები:

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია