საერთაშორისო დასახელება:

DIMENHYDRINATE

მწარმოებელი: JARDAN, ხორვატია

მოქმედი ნივთიერება: დიმენჰიდრინატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კინეტოზების დროს გამოსაყენებელი პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 5 და 10 ც.

1 ტაბ.

დიმენჰიდრინატი ................  50 მგ

დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზის მონოჰიდრატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორს. ახდენს სედატიურ, ცენტრალურ ქოლინომაბლოკირებელ, ღებინების საწინააღმდეგო და ადგილობრივ მაანესთეზირებელ მოქმედებას. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი ძირითადად დაკავშირებულია ვესტიბულური სტიმულაციის დათრგუნვასთან, პირველ რიგში, ოტოლითებზე ზემოქმედებით; მაღალ დოზებში - ნახევარრკალოვან არხებზე.

ჩვენებები:

  • კინეტოზების პროფილაქტიკა (ზღვის დაავადება, საჰაერო ტრანსპორტის აუტანლობა);
  • მენიერის დაავადება;
  • ვესტიბულარული დარღვევები.

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილებს პრეპარატს უნიშნავენ 50-100 მგ-ს 2-3-ჯერ დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 300-400 მგ-ს.

ბავშვებს 1-დან 6 წლამდე პრეპარატს უნიშნავენ 12,5-25 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში, ხოლო ბავშვებს 7-დან 12 წლამდე - 25-50 მგ-ს 3-ჯერ დღე-ღამეში.

პრეპარატი მიიღება ჭამის წინ.

კინეტოზების პროფილაქტიკისათვის საჭიროა 50-100 მგ პრეპარატის მიღება 30 წთ-ით ადრე მგზავრობამდე.

გვერდითი მოვლენები:

ცნს-ის  და გრძნობათა ორგანოების მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, საერთო სისუსტე, აკომოდაციის დარღვევა.

კნტ-ის მხრივ: გულისრევის შეგრძნება, პირის სიმშრალე.

უკუჩვენებები:

*პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა;

*ბავშვები 1 წლამდე;

*ორსულობა;

*ლაქტაცია.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში. პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში ლაქტაციის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კრუნჩხვითი სინდრომის, გლაუკომის, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის და ბრონქული ასთმის დროს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: პირის სიმშრალე, სახის შეწითლება, შენელებული და გაძნელებული სუნთქვა, ცნობიერების დაბინდვა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივირებული ნახშირის მიღება, სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სედატიურ, საძილე პრეპარატებთან, ანტიდეპრესანტებთან და ეთანოლთან ერთად მიცემის შემთხვევაში ძლიერდება აღნიშნული პრეპარატების დამთრგუნველი მოქმედება ცსნს-ზე.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია