შემადგენლობა:
100 მლ ხსნარი შეიცავს:
თუთიის სულფოფენატი ............................ 0,500გრ.
ნატრიუმის სულფაცეტამიდი ..................... 3 გრ.
ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი ................ 0,005გრ.
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი ................. 0,750გრ.
არააქტიურ ნივთიერებებს: P-ოსქსიბენზოატის ეთერები, თიმეროსალი, ამონიუმის ქლორიდი, გამოხდილი წყალი
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ადგილობრივი გამოყენების ანტიმიკრობული წამალი.
ჩვენებები:
- მსუბუქი ფორმის კონიუნქტივიტის მკურნალობა.
დოზირება:
ერთი წვეთი დღეში ერთხელ ან ორჯერ, კონიუნქტივალურ პარკში ჩაწვეთებით.
ჩაწვეთების შემდეგ თვალი მცირე ხნით დახუჭული უნდა გქონდეთ.
დაიცავით რეკომენდირებული დოზა. ამ პრეპარატის ზედმეტი დოზით ჩაწვეთებამ, თუნდაც ადგილობრივად და მცირე ხნით, შესაძლოა მწვავე სისტემური ეფექტები გამოიწვიოს.
ხანგრძლივობა
ექიმის რჩევის გარეშე, ზედიზედ 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ამ წამლის მიღება არ შეიძლება.
მიღების წესი
გახსენით ბოთლი, მსუბუქად მოუჭირეთ ხელი და ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი თვალის კონიუნქტივალურ პარკში.
უკუჩვენებები:
ინდივიდუალური ზემგრძნობელობა წამლის კომპონენტების მიმართ.
6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდირებული არ არის.
სიფრთხილის ზომები
ექიმის რჩევის გარეშე, ზედიზედ 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ამ წამლის მიღება არ შეიძლება.
ორსულობისა და ლაქტაცის პერიოდში პრეპარატის მიღება ხდება მხოლოდ რეალური საჭიროებისას ექიმის კონტროლის ქვეშ. თუ გამოვლინდება მგრძნობელობის ამაღლების მოვლენები, მკურნალობა უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი თერაპია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან:
სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შედეგები ან ფარმაკოლოგიური შეუთავსებლობა ცნობილი არ არის
ზემოქმედება ავტომობილის მართვისას და მანქანა-დანადგარებთან მუშაობისას:
ეს პროდუქტი არ ქმნის სირთულეებს ავტომობილის მართვის ან მანქანა-მექანიზმებთან მუშაობისას
ჭარბი დოზა:
დაბალი სისტემური აბსორბციის გამო, ჭარბი დოზის მიღებით გამოწვეული ეფექტები ძალზედ იშვიათია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადგილი აქვს პრეპარატის შემთხვევით გადაყლაპვას. ასეთ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომატური თერაპია.
არასასურველი ეფექტები:
რეკომენდირებული დოზებით მიღებისას, პრეპარატი კარგად შეგუებადია.
თუ პაციენტს გამოუვლინდება ისეთი რეაქციები, რომლებიც არაა აქ მითითებული, სასურველია, რომ ამის შესახებ ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პროდუქტი კონსერვანტის სახით შეიცავს თიმეროსალს, რომელმაც შესაძლოა ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს.
ვარგისიანობის ვადა:
ვარგისიანობის ვადა მიეთითება კოლოფზე და ძალაშია შენახვის პირობების სათანადოდ დაცვის შემთხვევაში.
ყურადღება:
კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ წამალი არ იხმაროთ.
პროდუქტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ 30 დღის განმავლობაში, ბოთლის პირველი გახსნის დღიდან.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
სპეციალური გაფრთხილება
გამოყენების შემდეგ ბოთლი დახუფეთ. შეინახეთ არაუმეტეს 300C-ზე.